ელისო ბოლქვაძე: „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული პროგრამა საწინდარია საქართველოს მიერ საერთაშორისო სივრცეში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად
ელისო ბოლქვაძე
ფოტო: IMEDI
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული მრავალმხრივი კულტურული სტრატეგიის განვითარების პროგრამა საწინდარია საქართველოს საერთაშორისო სივრცეში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესს. ხელოვნება აერთიანებს ერებს და კულტურული დიპლომატია ყველაზე საიმედო გარანტიაა მშვიდობისათვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე მუსიკოსმა, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.
„დღევანდელ მსოფლიოში ერების დაახლოების კონტექსტში კულტურა ძალიან დიდ როლს თამაშობს. სხვადასხვა იდენტობის მქონე ხალხთა კულტურული კავშირები ამდიდრებს ერთიანი ევროპის იდეას და გლობალურად ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას. საქართველო თავისი მდიდარი ისტორიითა და მისწრაფებებით უძველესი და გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც თავისი ღირსეული ადგილი უკავია თანამედროვე მსოფლიოში. სწორედ ამ ტრადიციის გასაგრძელებლად და პოზიციების გასამყარებლად შემუშავდა „ქართული ოცნების“ მომავალი 4 წლის პროგრამა. 2021 წელს შემოდგომაზე ქუთაისი უმასპინძლებს ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმს, რაც ქუთაისს კულტურის დედაქალაქ გადააქცევს. პირველ რიგში, კულტურა არის სულიერი და ესთეტიური საზრდო, თვითგამოხატვისა და იდენტობის ჭეშმარიტი საშუალება. კულტურა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ შემოქმედებითი ინდუსტრიები. მნიშვნელოვანია ქართული ისტორიული ძეგლების გაცოცხლება კულტურული ტურიზმისა და საფესტივალო პროგრამების სწორი განვითარების საშუალებით. დაგეგმილია ქართული დღეების ჩატარება ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და პოზიციონირებას მსოფლიო სივრცეში“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
მისივე თქმით, 2022 წელს ევროპისა და ბენილუქსის ქვეყნებში იგეგმება ქართული კულტურის ზეიმი. ბელგიის სამეფო ოჯახის პატრონაჟით ფესტივალი Europalia მთლიანად საქართველოს მიეძღვნება.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი განსაკუთრებული პრიორიტეტია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გაგრძელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები და ქართული ძეგლების მსოფლიო ნუსხაში ნომინირების პროცესი. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ეროვნული იდენტობის წარმოჩენის მიზნით ქართული პოლიფონიური მუსიკისა და ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. მე როგორც ქართველ ხელოვანს კარგად მესმის ხელშეწყობისა და მოტივაციის ფასი, რადგან მე და ჩემი თაობის ხელოვანებს გამოვლილი გვაქვს მძიმე პერიოდები. ამიტომაც გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების მქონე ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო გააფართოებს სასტიპენდიო ფონდებს, რაც მათ გზას გაუხსნის წარმატებისაკენ. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული მრავალმხრივი კულტურული სტრატეგიის განვითარების პროგრამა საწინდარია საქართველოს საერთაშორისო სივრცეში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესს. ხელოვნება აერთიანებს ერებს და კულტურული დიპლომატია ყველაზე საიმედო გარანტიაა მშვიდობისათვის“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 18:03
საზოგადოება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია.
10 სექტემბერი 2026, 18:02
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: პოლიტიკური კლასი ბრიუსელში არის ძალიან მოძველებული და იმ მიმდინარეობის გადმონაშთი, რომელიც ევროკავშირის მაჯისცემას ვერ გრძნობს და ეკონომიკას ანგრევს
ერთია ძალიან პრაგმატული და რეალ პოლიტიკაზე დამყარებული ევროპული პოლიტიკა და მეორე არის იდეოლოგია, რომელიც მოდის ცივი ომის შემდგომი პერიოდიდან, გლობალიზაციის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც წითელ ხაზად გაჰყვება ეს ე.წ. ადამიანის უფლებები, თვითნებური დაკავებები და მსგავსი ტერმინები, რომლებსაც ცდილობენ მიმართონ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც არ არის მათი იდეოლოგიისთვის შესატყვისი ხელისუფლება და ვერ ახერხებენ იმ ქვეყნებით მანიპულირებას, იმ მიზნის მისაღწევად, რაც უნდათ ლოკალურად, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
10 სექტემბერი 2026, 18:01
რეგიონი
ცესკოს ხელმძღვანელი პირები ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 17:51
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირის რომ იყოს ისეთი მიზიდულობის ცენტრი, როგორიც იყო 10 წლის წინ, ასეთი გაფრთხილების მიცემა გაფართოების კომისარს არც მოუწევდა - ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს, იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თუ საით უნდა ჰქონდეთ ორიენტაცია აღებული
გამოწვევები ფონზე, ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თუ საით უნდა ჰქონდეთ მათ ორინტაცია აღებული და რომელ ეკონომიკურ გაერთიანებაში უნდა მიისწრაფოდნენ ისინი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.
10 სექტემბერი 2026, 17:49
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი AfD-ის წარმატებაზე: ეს არ შეცვლის გერმანიის პოლიტიკას 2 დღეში, თუმცა ძლიერი ბიძგი იქნება ცვლილებებისთვის
„რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს 2 დღესა ან 2 კვირაში მთლიანად გერმანული პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ ეს იქნება ძალიან ძლიერი ბიძგი, როგორც გერმანიის შიგნით პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. მოახლოებულია არჩევნები საფრანგეთში, გერმანიის ორ მიწაზე“, - აღნიშნავს გიორგობიანი.
10 სექტემბერი 2026, 17:45
მსოფლიო
მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა
მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა. ინფორმაციას მოლდავური მედია ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 17:35
მსოფლიო
Carnegie Europe: ევროპას საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია
კვლევითი ცენტრი Carnegie Europe ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ევროკავშირს საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია.
10 სექტემბერი 2026, 17:24
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია გვარამიას განცხადებაზე: აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“, შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის
აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“. შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის, - განუცხადა „ქრონიკას“ „თავისუფალი ხალხის პარტია“-ს ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
10 სექტემბერი 2026, 17:19
მსოფლიო
ევროპარლამენტარი გეორგე პიპერა: საქსონია-ანჰალტის მიწაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შემდეგ ბრიუსელმა „საბრძოლო დემოკრატია“ აამოქმედა
ევროდეპუტატმა გეორგე პიპერამ სოციალურ ქსელ X-ში ში დაწერა, რომ საქსონია-ანჰალტის მიწაზე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვების შემდეგ ბრიუსელმა საბრძოლო დემოკრატია აამოქმედა.
10 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხმიანება.
10 სექტემბერი 2026, 17:11
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ფარჰად აბდულაევს შეხვდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა სასამართლოს თავმჯდომარის - ფარჰად აბდულაევის ხელმძღვანელობით.
10 სექტემბერი 2026, 17:03
ეკონომიკა
საქართველოს საპენსიო ფონდი სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793-მა მოქალაქემ, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.
10 სექტემბერი 2026, 17:00
ეკონომიკა
საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის აგვისტოს თვის შედეგებს აქვეყნებს
აგვისტოში საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის შექმნიდან სამი წელი გავიდა. თავისი არსებობის პერიოდში, ორივე პორტფელმა მნიშვნელოვნად მაღალი მომგებიანობა აჩვენა, რაც დიდწილად, მათში საერთაშორისო აქციების მაღალ წილს უკავშირდება
10 სექტემბერი 2026, 16:47
მსოფლიო
ალჟირმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
ალჟირმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 16:45
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა თორნიკე რაზმაძეზე: ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის მრევლს აჩვენებს თითქოს რუსების გინებისთვის სჯის ხელისუფლება, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამას
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოპოზიციის აქტივისტ,ის, თორნიკე რაზმაძის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, კანონით გათვალისწინებული პროცესია.
10 სექტემბერი 2026, 16:38
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: CIFTIS-ზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს
პეკინში, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.
10 სექტემბერი 2026, 16:38
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს
თორნიკე რაზმაძე, სკანდალის შექმნას კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს! შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება, სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე, საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
10 სექტემბერი 2026, 16:32
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა
შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და სხვადასხვა ფორმატებში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს.
10 სექტემბერი 2026, 16:29
მსოფლიო
პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ.
10 სექტემბერი 2026, 16:06
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის
„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში.


