IMEDI /  17 დეკემბერი 2020, 00:44 / სანდო წყარო

ელისო ბოლქვაძე: პანდემიის უბედურებამ და ამ მდგომარეობამ მთელ მსოფლიოში, ძალიან უარყოფითად იმოქმედა კულტურის მუშაკებზე

ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე

პანდემიის უბედურებამ და ამ მდგომარეობამ მთელ მსოფლიოში, ძალიან უარყოფითად იმოქმედა კულტურის მუშაკებზე, - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის წევრმა და პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად ვიმუშავებ კულტურის კომიტეტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი. ვფიქრობ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც არიან მომართულები აქტიურად მეცნიერების, განათლების, კულტურის სფეროს მიმართულებით ბევრი და თავდაუზოგავი შრომა გაწიონ, ძალიან მაღალი კომპეტენციით. პანდემიის უბედურებამ და ამ მდგომარეობამ მთელ მსოფლიოში, ძალიან იმოქმედა კულტურის მუშაკებზე. დახურა ორკესტრები, თეატრს უჭირს. სხვა გამოწვევების წინაშე დავდექით და ეს ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ. აუცილებელია ახალი სტრატეგია, ახალი მიმართულებები, კანონები და იმ სასარგებლო მიმართულებების განვითარება, რომლებიც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

ყველა სიახლე

ავთანდილ ცინცაძე

08 მარტი 2021, 13:41

საზოგადოება

ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 8 მარტი მიულოცა

„მინდა, ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სამაჟორიტარო რაიონში გვყავს 100 წლის ქალბატონი ანნა. დღეს გვერგო პატივი მისთვის ქალთა საერთაშორისო დღე მიგველოცა. ქალბატონი ანნა მედიცინის ყოფილი მუშაკია და მას 55-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს. მინდა, მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

08 მარტი 2021, 13:34

ტაბლოიდი

საყვარელმა კაცმა ქალი ღალატში დაადანაშაულა, როცა ის სინამდვილეში „მაკდონალდსში“ იპარებოდა

კაცი ქალს ღალატში ადანაშაულებდა, რადგან ის ხშირად იპარებოდა სახლიდან. ქალი ყვება, რომ მისი ხანმოკლე გაუჩინარების მიზეზი არა ღალატი, არამედ McDonalds-ში სიარული იყო. მისივე განცხადებით, როცა წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, კაცს დაჰპირდა, რომ მასავით ვეგანი გახდებოდა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს ისიც აღარ მიეკარებოდა. დაპირების მიუხედავად, ქალი ამბობს, რომ ცდუნებას ვერ უძლებდა, როცა McDonalds-ის ქათმის ნაგეტსები ახსენდებოდა.

08 მარტი 2021, 13:31

საზოგადოება

რამდენი პილოტი ქალია საქართველოში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და საქართველოში ავიაციაში დასაქმებული ქალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს.

არჩილ თალაკვაძე

08 მარტი 2021, 13:28

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ყველა ქალს ვუსურვებ, დასახულ მიზნებს მიაღწიოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ქალებს 8 მარტი მიულოცა.

ელენე ხოშტარია

08 მარტი 2021, 13:20

პოლიტიკა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. როგორც ის გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და არ შეეგუება უსამართლობას.

08 მარტი 2021, 13:12

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს. ვიდეო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები მიართვეს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

08 მარტი 2021, 13:11

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზის გაწმენდის შემდეგ, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გიგა ბოკერია

08 მარტი 2021, 13:09

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით

ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა, რამდენად საშიშია ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ამასთან, ბოკერია არ იზიარებს ცალკეული ოპოზიციონერის პოზიციას, რომ მომხდარის გამო, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს.

08 მარტი 2021, 13:01

მსოფლიო

ერაყში რომის პაპის ვიზიტი დასრულდა

ერაყში პაპი ფრანცისკეს ვიზიტი დასრულდა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალაქების მონახულების შემდეგ, ის ბაღდადიდან თვითმფრინავით უკვე გაემგზავრა ვატიკანში. ვიზიტის ფარგლებში, პაპმა ერაყის ოთხი ქალაქი მოინახულა, მათ შორის - მოსული. „მშვიდობა უფრო ძლიერია, ვიდრე - ომი“ - თქვა რომის პაპმა ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებულ ქალაქში ვიზიტისას.

მიხეილ ყაველაშვილი

08 მარტი 2021, 12:57

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მზად ვართ კომპრომისებისთვის, მაგრამ მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა კომპრომისებისთვის, მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია.

მიხეილ სარჯველაძე

08 მარტი 2021, 12:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია ფარული ჩანაწერების გამოძიებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდეს

ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

08 მარტი 2021, 12:30

სამართალი

„ლელოს“ წევრებმა ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართეს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი.

08 მარტი 2021, 12:21

საზოგადოება

ქალთა საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს

ქალთა საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს. წელს ამ მნიშვნელოვანი თარიღის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს ქალებისა და გოგოების გლობალური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენ.

08 მარტი 2021, 12:20

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულშია

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ის კონფერენციის ყველა გუნდის მწვრთნელმა დაასახელა, რაც იშვიათი შემთხვევა და დიდი აღიარებაა. სანდრო სიმბოლურ ხუთეულში თავის, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი კონფერენციის საუკეთესო 4 ნომერია.

ყველა ვარსკვლავის მატჩი

08 მარტი 2021, 12:11

სპორტი

„ყველა ვარსკვლავის მატჩში" ლებრონ ჯეიმსის გუნდმა, კევინ დურანტის გუნდი დაამარცხა

შეხვედრა გვიან ღამით, ატლანტაში გაიმართა და კოვიდ რეგულაციების დაცვით, შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივარიც დაესწრო „ყველა ვარსკვლავის მატჩი" თავიდანვე ლებრონ ჯეიმსის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა. შეხვედრა ლებრონის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით: 170-150 დასრულდა.

08 მარტი 2021, 12:09

პოლიტიკა

ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა სამომავლო სამოქმედო გეგმაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგს აქციების პარალელურ რეჟიმში გააგრძელებენ.

მიხეილ სარჯველაძე

08 მარტი 2021, 12:01

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმების მიღწევა შესაძლოა საერთოდ არ სურდეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მისი განცხადებით, კვლავ იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ შესაძლოა ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმების მიღწევა არ სურდეს.

08 მარტი 2021, 11:49

საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა საქართველოში მიმდინარე კვირაში

„9 და 10 მარტს თბილისში ნალექი არაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 8-9 გრადუსამდე დაფიქსირდება. 11 და 12 მარტს ამინდი ისევ გაუარესდება. 11 მარტს, სავარაუდოდ თოვლჭყაპი იქნება, 12 მარტს, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ქარია მოსალოდნელი“.

08 მარტი 2021, 11:33

COVID19

ფინეთში დღეიდან სამკვირიანი ლოკდაუნი ამოქმედდება

ეპიდვითარების გაუარესების გამო, ფინეთში შეზღუდვები მკაცრდება. დღეიდან ქვეყანაში სამკვირიანი ლოკდაუნი ამოქმედდება. დაიხურება რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. 13 წელს ზემოთ მოსწავლეები სწავლას ონლაინრეჟიმში გააგრძელებენ.

08 მარტი 2021, 11:29

მსოფლიო

მართლმადიდებელი კვიპროსელების ნაწილი ევროვიზიისთვის შერჩეული სიმღერის შეცვლას ითხოვს

საპროტესტო აქცია ნიქოზიაში, ტელერადიო მაუწყებლის შენობასთან მოძრაობის „კვიპროსელი მართლმადიდებელი ახალგაზრდები“ ორგანიზებით გაიმართა. სიმღერით „ელ დიაბლო“, რაც თარგმანში ეშმაკს ნიშნავს, კონკურსზე ბერძენი მომღერალი ელენა ცარგინუ უნდა წარდგეს. მორწმუნეებმა სიმღერას „ბველი ძალების ჰიმნი“ უწოდეს. სიმღერის შეცვლა მანამდე ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ძალებმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა და წმინდა სინოდმაც მოითხოვეს.