კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს მოუწოდებს, უხამსობის შემცველი პროგრამები ეთერში არ განათავსონ
ფოტო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს, არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამები და დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები.
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო თვისებრივმა მედიამონიტორინგმა, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე განხორციელდა, აჩვენა, რომ პლურალისტულ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში, მედიის ნაწილი პოლარიზებული და მიკერძოებულია, ნაწილი კი, სიძულვილის ენითა და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც წინასაარჩევნო მონიტორინგმა გამოავლინა ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს.
მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემის წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ისმოდა უხამსი გამონათქვამები, კერძოდ, 20 სექტემბრის გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გადაცემის წამყვანისა და არხის დამფუძნებლის ,ნიკა გვარამიას მხრიდან ადგილი ჰქონდა უხამსობისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას. 27 სექტემბრის ამავე გადაცემაში კი, რამდენჯერმე დედის გინების შემთხვევებიც დაფიქსირდა. უხამსობის შემცველი გადაცემები ამავე არხზე ოქტომბერშიც გაგრძელდა, 25 ოქტომბერს გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ კადრში აჩვენა შარვალჩახდილი თოჯინა, გამოიყენა უხამსობის შემცველი გამონათქვამები და სიძულვილის ენა.
„სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები საანგარიშო პერიოდში შეიმჩნეოდა ასევე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, ოქტომბრის მონიტორინგის დროს სიძულვილის ენა ისმოდა ტელეკომპანია „იმედიდანაც“, აღნიშნულ არხზე სიძულვილის ენას რესპონდენტები იყენებდნენ, თუმცა, წამყვანები არ ემიჯნებოდნენ და ეთერში რეაგირებას არ ახდენდნენ. კანონმდებლობისა და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს ყველა მაუწყებელს არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით გამოწვეული ზიანისაგან“ - აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.
კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს მაუწყებლის მიერ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებას, რომელიც შეიცავს უხამსობას.
„მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებიდან 2009 წლამდე აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელი იყო მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და ამ საკითხის განხილვა არ დაიშვებოდა სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიაში. აღნიშნული საკანონმდებლო შეზღუდვა ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენა და მაყურებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.“ საკონსტიტუციო სასამართლომ არა მხოლოდ კონსტიტუციურად მიიჩნია ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამების განთავსებაზე სამართლებრივი რეაგირება, არამედ - დაადგინა სტანდარტი, რომ ასეთ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მაუწყებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის თითოეული გადაწყვეტილება გადის ეფექტურ სასამართლო კონტროლს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი თანაბრად ვრცელდება საკითხის როგორც სასამართლოში, ისე - კომუნიკაციების კომისიაში განხილვაზე. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიას, როგორც ქვეყანაში მედია პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებას, არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ - ვალდებულება აქვს მოახდინოს რეაგირება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე“ - განმარტავს კომისია.
იმისათვის, რომ მაუწყებლებისთვის ცხადი იყოს რა მიიჩნევა კანონის თანახმად უხამსობად, კომუნიკაციების კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს კანონით დადგენილი კრიტერიუმები.
„კანონის თანახმად, უხამსობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. ამასთანავე, აკრძალულია უხამსობის შემცველი ისეთი პროგრამისა და რეკლამის განთავსება, რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. შესაბამისად, საეთერო პროგრამების განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: შეიცავს თუ არა პროგრამა ან რეკლამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; აქვს თუ არა პროგრამას ან რეკლამას საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება; ილახება თუ არა პროგრამის ან რეკლამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები. სწორედ დასახელებული კრიტერიუმების გამოყენებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდება განეკუთვნება თუ არა გადაცემებში გასული მასალა უხამსობას და აკრძალულია თუ არა მისი ეთერში განთავსება. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გადაცემის ეთერში განთავსების დრო და კონტექსტი, მისი განთავსებით გამოწვეული ზიანის ან ზიანის საფრთხის ხარისხი, პოტენციური აუდიტორიის მოცულობა, შემადგენლობა, მოლოდინი და აუდიტორიაზე გადაცემის ნახვით/მოსმენით გამოწვეული ეფექტი“ - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.
ყველა სიახლე
06 აგვისტო 2026, 02:44
მსოფლიო
The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ
პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
06 აგვისტო 2026, 00:57
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.
06 აგვისტო 2026, 00:40
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
06 აგვისტო 2026, 00:26
საზოგადოება
გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა წინ ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა გველის
„სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა ჩვენ წინ ბრძოლა გველის, ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური და ამით არ შეიძლება მოვდუნდეთ, რომ სამართალი აღდგა და შევჩერდეთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
06 აგვისტო 2026, 00:25
საზოგადოება
საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა.
06 აგვისტო 2026, 00:13
პოლიტიკა
აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?
ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში.
05 აგვისტო 2026, 23:54
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
05 აგვისტო 2026, 23:05
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება
ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.
05 აგვისტო 2026, 22:50
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
05 აგვისტო 2026, 22:14
საზოგადოება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 22:14
ეკონომიკა
ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.
05 აგვისტო 2026, 22:05
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.
05 აგვისტო 2026, 21:56
პოლიტიკა
რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო
„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
05 აგვისტო 2026, 21:52
პოლიტიკა
ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“
ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.
05 აგვისტო 2026, 21:50
მსოფლიო
POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას
სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.
05 აგვისტო 2026, 21:50
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება
„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.
05 აგვისტო 2026, 21:36
სამართალი
სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
05 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ
თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.
05 აგვისტო 2026, 21:03
სამართალი
ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.
05 აგვისტო 2026, 20:55
საზოგადოება
სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.


