კომუნიკაციების კომისია: სიტყვის თავისუფლების სახელით უხამსობისა და გინების ტირაჟირება, სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებაა
ფოტო: კომუნიკაციების კომისია
არასამთავრობო სექტორის ნაწილი მაუწყებლების მიერ ეთერში უხამსობისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას გამოხატვის თავისუფლებად აფასებს, უფრო მეტიც, მათი განცხადებით გინებისა და უხამსობის რეგულირების შემთხვევაში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ამასთან ისინი საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია იტყობინება.
მათივე თქმით, 7 დეკემბრის განცხადების გავრცელებით კომუნიკაციების კომისია მიზნად ისახავს, შეასრულოს კანონი და თავისი ვალდებულება, დაიცვას საზოგადოება უხამსობისა და გინების შემცველი გადაცემებისგან, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად ქართული მედიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მთელ ევროპაში, ვინაიდან ქვეყანაში ყველაზე ლიბერალური მედიაპოლიტიკაა, სიტყვის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვარია, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება უხამსობასა და გინებას მას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან, ვინაიდან მაუწყებლების მიერ ეთერში გინებისა და უხამსობის შემცველი გადაცემები თესავს აგრესიას, აღვივებს სიძულვილს, იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას, აღრმავებს ესკალაციას განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეებს შორის, ლახავს ადამიანის ღირსებას და ზიანს აყენებს მათ.
„უფრო მეტიც, ყველას კარგად გვესმის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ფუნდამენტია, სახელმწიფო ვერ განვითარდება, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე. ცხადია, რომ გამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ხარისხს. თუმცა გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის საფუძვლებსაც, მათ შორის ისეთ ლეგიტიმურ შემთხვევებში, როდესაც გამოხატვის თავისუფლება კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარი სწორედ მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებასთან გაავლო.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უხამსობა არის ისეთი ქმედება (მათ შორის განცხადება ან მოწოდება), რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. იმ პირობებში, როდესაც უხამსობის გამოყენება არ არის კონტექსტით საჭირო და არანაირი ინფორმაციული ღირებულება არ გააჩნია, მისი გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის დამცირებას, სხვადასხვა ნიშნით (მათ შორის, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, სექსუალური ორიენტაციის, თუ სხვა) დისკრიმინაციას ემსახურებოდეს. უხამსობის მიზანი ასევე შეიძლება იყოს განსხვავებული აზრის ადამიანებში შიშის დათესვა, ან მათ მიერ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან თავშეკავება, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ პირიქით ახშობს ყოველგვარ განსხვავებულ აზრს, იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას და ახდენს საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისა თუ ინდივიდების სტიგმატიზაციას, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას. ამ თვალსაზრისით უხამსობა წარმოადგენს არა გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, არამედ მისი შეზღუდვის ინსტრუმენტს.
შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები, რათა არ დაირღვეს კანონი და ადამიანის ძირითადი უფლებები, კერძოდ, არ მოხდეს საზოგადოებაში აგრესიის, სიძულვილისა და დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია არასამთავრობოების ბრალდება, თითქოსდა კომუნიკაციების კომისია ითავსებს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციას და უხამსობის შემცველ გადაცემებზე რეაგირებით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მკაფიოდ არის გამიჯნული თვითრეგულირებისა და რეგულირების ფუნქციები. რეგულირების საჭიროება კი სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც თვითრეგულირების ორგანოები არაეფექტურად მუშაობენ, რითაც აჩენენ ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს, ან აზიანებენ მნიშვნელოვან კერძო და საჯარო ინტერესებს. უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებაზე რეაგირება განეკუთვნება კომისიის მარეგულირებელ ფუნქციებს, სწორედ ისეთ შემთხვევებში როდესაც თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურია.
კომუნიკაციების კომისიის, როგორც მაუწყებლობის სფეროს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მანდატი გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონიდან. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას, განიხილოს მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის საკითხი და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლით დააკისროს მას შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით იკრძალება მაუწყებლის მიერ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ხსენებულ დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას 2009 წლამდე ზღუდავდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი და 59 პრიმა მუხლი. აღნიშნული დებულებები საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნო იმ ნაწილში, „რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ .(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტები.)
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ნორმები ძალადაკარგულია მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის ნაწილში. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს პარლამენტს არ შემოუღია ანალოგიური შეზღუდვა მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსების საკითხის კომუნიკაციების კომისიაში განხილვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეისათვის ამგვარი საკანონმდებლო შეზღუდვა აღარ მოქმედებს და კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ ორგანოს არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ - ვალდებულებაც კი აქვს, მოახდინოს რეაგირება უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ალოგიკური იქნებოდა, სტანდარტის მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევებზე გავრცელება და იმის მტკიცება, რომ საკითხის ჯერ მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ ორგანოში - კომისიაში და შემდგომ სასამართლოში განხილვა შეეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნებს.
ამასთან, კომისიას ასეთი უფლებამოსილება აქვს არა იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილებები გადის სასამართლო კონტროლს, არამედ იმიტომ, რომ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. კომისიის 7 დეკემბრის განცხადებაში სასამართლო კონტროლზე მითითება იყო იმ კონტექსტში, რომ სასამართლო კონტროლის გათვალისწინებით კომისიაზეც თანაბრად ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ძირითადი უფლებების დამრღვევი უხამსობის ეთერში განთავსებაზე სამართლებრივი რეაგირება არ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაში ასევე არასწორი კონტექსტით არის გამოყენებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება, საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეხება არა მაუწყებლების მიერ ეთერში გადაცემულ პროგრამებს, არამედ ინტერნეტში შეურაცხმყოფელი მასალის განთავსებას. მაუწყებლობის ნაწილში გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. რაც შეეხება უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებაზე სამართლებრივ რეაგირებას იგი არა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების თაობაზე კანონმდებლობის შემოღებაა, არამედ - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის აღსრულება, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით კომისიის ექსკლუზიური კომპეტენციაა“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
ყველა სიახლე
06 აგვისტო 2026, 02:44
მსოფლიო
The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ
პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
06 აგვისტო 2026, 00:57
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.
06 აგვისტო 2026, 00:40
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
06 აგვისტო 2026, 00:26
საზოგადოება
გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა წინ ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა გველის
„სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა ჩვენ წინ ბრძოლა გველის, ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური და ამით არ შეიძლება მოვდუნდეთ, რომ სამართალი აღდგა და შევჩერდეთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
06 აგვისტო 2026, 00:25
საზოგადოება
საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა.
06 აგვისტო 2026, 00:13
პოლიტიკა
აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?
ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში.
05 აგვისტო 2026, 23:54
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
05 აგვისტო 2026, 23:05
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება
ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.
05 აგვისტო 2026, 22:50
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
05 აგვისტო 2026, 22:14
საზოგადოება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 22:14
ეკონომიკა
ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.
05 აგვისტო 2026, 22:05
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.
05 აგვისტო 2026, 21:56
პოლიტიკა
რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო
„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
05 აგვისტო 2026, 21:52
პოლიტიკა
ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“
ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.
05 აგვისტო 2026, 21:50
მსოფლიო
POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას
სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.
05 აგვისტო 2026, 21:50
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება
„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.
05 აგვისტო 2026, 21:36
სამართალი
სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
05 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ
თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.
05 აგვისტო 2026, 21:03
სამართალი
ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.
05 აგვისტო 2026, 20:55
საზოგადოება
სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.


