ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ტერიტორიებისთვის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანას უწყობს ხელს
ლევან დავითაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია UNESCO-ში ქართული ბუნების, ამ მნიშვნელოვანი ძეგლის დაცულ სიაში შეტანა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, ქართული ტერიტორიების UNESCO-ს სიაში შეყვანა დიდი მიღწევაა, რომელიც რეგიონის მოსახლეობას უნიკალურ შესაძლებლობებს უქმნის და საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას უწყობს ხელს.
„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა ვიზრუნოთ. როგორც წესი, ასეთი უნიკალური ძეგლები მოსახლეობით დასახლებულ ადგილებში არ არის ხოლმე წარმოდგენილი, ძალიან შორეულ კუნძულებზეა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არის ჰარმონიაში იმ დიდ ქალაქებთან და დასახლებებთან, როგორიც არის ფოთი, ქობულეთი, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები და ბუნების შენარჩუნება, დაცვა, ბუნებაზე ზრუნვა, ამავდროულად სწორად განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ჩვენიც, სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის.
უნიკალური შესაძლებლობებია ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომ მათ მეტი შემოსავალი მიიღონ, მეტი ეკონომიკა შექმნან, რადგან უნიკალური შესაძლებლობაა, მათ შორის ტურიზმის განვითარებისთვის. საქართველო, რა თქმა უნდა, მეტად მიმზიდველი იქნება ტურიზმისთვის. ჩვენ გვესმის, რომ ტურიზმის ზუსტად ეკოტურისტული მიმართულებები უფრო და უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. ამას რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი, სამინისტრო მუდმივად მუშაობს ეკოტურისტული სერვისების განვითარებაზე და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაცულ ტერიტორიებში. ჩვენ მილიონზე მეტი ვიზიტორი გვყავდა 2019 წელს, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ არ იყო დედამიწაზე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებში არათუ აღვადგენთ იმ რიცხვებს, რომელიც გვქონდა ეკოტურიზმის მიმართულებით, არამედ ჩვენი მიზანია, რომ შემდეგი წლების განმავლობაში 8 მილიონი ვიზიტორი ჰყავდეს დაცულ ტერიტორიებს მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 10:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა.
19 მაისი 2026, 09:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა
ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) ქ. პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია როგორც „ჩინელი დიპლომატების აკვანი“. უნივერსიტეტი ამზადებს პროფესიონალებს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროებში.
19 მაისი 2026, 09:50
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გახარიას პარტიაში, გარდა იმისა, რომ იდეოლოგიურ, მორალურ, სინდისობრივი კრიზისია, ამ სბროდს კიდევ ერთი საერთო თვისება აერთიანებთ - ტოტალური გაუნათლებლობა და გოიმობა. ჩამონათვალში მოწინავეთა რიგებს იკავებს ქალბატონი ფილფანი
ტელეკომპანია რუსთავი -2-ის დებატებში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე და გახარიას პაარტის წევრი ვიკა ფილფანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შესახებაც ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
19 მაისი 2026, 09:35
მსოფლიო
POLITICO: აშშ კუბაზე სამხედრო იერიშის განხორციელებისთვის ემზადება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკური ბლოკადით ჰავანის რეჟიმი ვერ შეცვალა, რის გამოც სამხედრო სცენარს სერიოზულად განიხილავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
19 მაისი 2026, 09:19
მსოფლიო
იოჰან ვადეპული: გერმანია თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას მხარს დაუჭერს და ევროინტეგრაციის გზაზე ანკარის სანდრო პარტნიორი იქნება
გერმანია თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას მხარს დაუჭერს და ევროინტეგრაციის გზაზე ანკარის სანდრო პარტნიორი იქნება, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან შეხვედრაზე.
19 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: სან-დიეგოს ისლამურ ცენტრში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში ორმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
19 მაისი 2026, 08:54
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთობის ღონისძიება ჩვენი იდენტობის, ენისა და იმ სულიერი ერთობის ზეიმია, რომელსაც ვერანაირი დრო და მავთულხლართი ვერაფერს აკლებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „აფხაზეთობის კვირეული“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
19 მაისი 2026, 08:51
პოლიტიკა
პარტია „ხალხის ძალა“ იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს
პარტია „ხალხის ძალა“ იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ქუთაისის საკრებულოში თავიანთი ფრაქციის წევრებს შეხვდნენ.
19 მაისი 2026, 08:47
პოლიტიკა
გელა სამხარაული: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობები - ჩინეთის მხრიდან ასეთი ინტერესი, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის
პეკინში გვქონდა მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ავიდეს უფრო მაღალ დონეზე, - განაცხადა პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა.
19 მაისი 2026, 08:41
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი სიძულვილის ენის მონიტორინგზე: ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში დიალოგის კულტურას ხელი შევუწყოთ
ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის კულტურას საზოგადოებაში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
19 მაისი 2026, 08:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: შსს-ში სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რისი მთავარი შედეგიც უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული
სპეციალური დანაყოფი შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამის მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამოღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა
19 მაისი 2026, 08:18
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. დღეს პარლამენტის წევრები საგარეო საქმეთა უნივერსიტეტს ესტუმრებიან და მის ხელმძღვანელობასთან გამართავენ შეხვედრას. დღის მეორე ნახევარში კი ქალაქ სიანში გაემგზავრებიან.
19 მაისი 2026, 08:10
საზოგადოება
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 11:00-იდან 14:00 საათამდე გაიმართება
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 11:00-იდან 14:00 საათამდე გაიმართება. 11 იდენტიფიცირებულიდან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. ოჯახების გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებულებს, მათ შორის სამხედროებს, დღესვე სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძალავენ.
19 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +15 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
19 მაისი 2026, 03:56
მსოფლიო
პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ანგარიში: აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის საქმიანობის მხარდაჭერას მაღალი დონის კორუფციის გამოძიების მიმართულებით
აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის საქმიანობის მხარდაჭერას მაღალი დონის კორუფციის გამოძიების მიმართულებით.
19 მაისი 2026, 03:42
მსოფლიო
აშშ-ის ხელისუფლება იძიებს თაღლითობისა და კორუფციის, სულ მცირე, 56 სავარაუდო შემთხვევას, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინისთვის გადაცემულ ფინანსურ დახმარებასთან
აშშ-ის ხელისუფლება იძიებს თაღლითობისა და კორუფციის, სულ მცირე, 56 სავარაუდო შემთხვევას, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინისთვის გადაცემულ ფინანსურ დახმარებასთან, ისევე როგორც უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების მესამე მხარეებისთვის გადაცემასთან.
19 მაისი 2026, 01:12
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც იმ პირთათვის ზარალის ანაზღაურებაა, ვინც აცხადებს, რომ ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტისა და „დემოკრატების“ სამიზნე გახდა
ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც იმ პირთათვის ზარალის ანაზღაურებაა, ვინც აცხადებს, რომ ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტისა და „დემოკრატების“ სამიზნე გახდა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
19 მაისი 2026, 00:04
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ირანი არავითარ ვითარებაში არ იტყვის უარს ირანელი ხალხის კანონიერ უფლებებზე
ირანის მთავრობა „არავითარ შემთხვევაში“ არ დაიხევს უკან „ხალხისა და ქვეყნის კანონიერი უფლებებიდან“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა.
18 მაისი 2026, 23:33
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, უარი თქვა ირანზე 19 მაისს დაგეგმილ დარტყმებზე
კატარის ემირმა, თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანზე ჩვენი დაგეგმილი სამხედრო თავდასხმისგან, რომელიც ხვალისთვის იყო ჩანიშნული, ვინაიდან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც სრულიად მისაღები იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ახლო აღმოსავლეთისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქვეყნისთვის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
18 მაისი 2026, 22:33
პოლიტიკა
თეა ახვლედიანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.


