imedi /  27 ივლისი 2021, 18:26 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: კვლავ გამოვჩნდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, ისტორია და ბუნება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ჩვენ კვლავაც გამოვჩნდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, უნიკალური ისტორია, უნიკალური ბუნება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, მნიშვნელოვანია, ასეთი გადაწყვეტილებებით ტურიზმისთვის სწრაფი აღდგენის გარანტია შექმნან. მინისტრის განმარტებით, სამთავრობო გუნდი დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბევრს მუშაობს.

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. იუნესკო-ს კომიტეტმა ჩვენს კოლხურ დაბლობს, ჩვენს ჭარბტენიან ტერიტორიებს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ეს არის ოთხი დაცული ტერიტორია, ოთხი ეროვნული პარკი.

მსოფლიოში 200-ზე ცოტათი მეტი ტერიტორია არის აღიარებული უნიკალურ ბუნებრივ ძეგლად, უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობად იუნესკო-ს მიერ, მათ შორის არის მართლაც ისეთი უნიკალური ძეგლები, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ნაკადს. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით შევუქმნათ მომავალი ჩვენს ტურიზმს, შევუქმნათ ძალიან სწრაფი აღდგენის გარანტია. ჩვენ კვლავაც წარმოვჩინდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, უნიკალური ისტორია, უნიკალური ბუნება. სამთავრობო გუნდი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რათა დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

პირველ რიგში ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს იმ რეგიონებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს ეროვნული პარკების მახლობლად, ვინც ქმნის იმ გარემოს, რომელსაც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები. ეს ასევე ნიშნავს ეკოტურიზმის განვითარებას. თქვენ ამ დღეებში მომსწრენი იყავით მთავრობის, ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრის 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაციების და ჩვენი, ეკონომიკის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ, არის სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები ეკოტურიზმისა და აგროტურიზმისთვის. ეს არის გრანტების პროგრამა, ეს არის სესხებზე სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მეტად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ასეთი უნიკალური ბუნების ძეგლების ირგვლივ გააშენოს მცირე სასტუმროები, მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე კვების ობიექტები. ისეთი ობიექტები, რაც მოიზიდავს ჩვენთან საერთაშორისო ვიზიტორებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2026, 23:34

სპორტი

სპორტის მინისტრი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონიას დაესწრო

თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის პირველობა გაიმართა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

გივი მიქანაძე

09 აგვისტო 2026, 22:01

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები გაიხსნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში

პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

09 აგვისტო 2026, 21:38

საზოგადოება

გივი მიქანაძე: თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება, სკოლა მშობელთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომლის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან

თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება, სკოლა მშობელთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

09 აგვისტო 2026, 21:34

საზოგადოება

გივი მიქანაძე: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია

სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება 25-25 ლარით, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

09 აგვისტო 2026, 21:16

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს

2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

09 აგვისტო 2026, 18:40

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ ბორჯომში. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

09 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

მოლდოვაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა

წინასწარი მონაცემებით, ადგილზე საბრძოლო დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების სპეციალისტები გაემგზავრნენ.

09 აგვისტო 2026, 17:38

მსოფლიო

პენტაგონმა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს წარმოების ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდა

ბოლო კვირებში პენტაგონი პროცესების დაჩქარებაზე მუშაობს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს ხდება „უფრო ფართო მოდერნიზაციული ძალისხმევის ფარგლებში“, რომელიც ჯერ კიდევ ირანთან ომამდე დაიწყო.

09 აგვისტო 2026, 17:27

სპორტი

დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება

დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება.

ლეო XIV

09 აგვისტო 2026, 17:21

მსოფლიო

რომის პაპი: ომი მხოლოდ მეტ ომსა და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შეჩერდეს ძალადობა. დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას

„ტრაგიკული ინციდენტები მრავლდება, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მუდმივად მზარდ რაოდენობას იწვევს. კვლავ გულწრფელად მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და შეწყდეს თავდასხმები მშვიდობიან სამიზნეებზე“, - განაცხადა პაპმა.

09 აგვისტო 2026, 17:19

საზოგადოება

თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. გაზრდილი ნაკადების პარალელურად, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით, გზის ცალკეული მონაკვეთები გაფართოვდა, რაც, როგორც აღინიშნა, გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს ხდის.

09 აგვისტო 2026, 17:13

მსოფლიო

ირანულ მედიაში მოჯთაბა ხამენეის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა

ირანულმა მედიამ ქვეყნის სულიერი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გაავრცელა, კადრებში აიათოლა სტუდენტებს შორის ზის და, სავარაუდოდ, რელიგიის გაკვეთილს ატარებს. როდისაა ვიდეო გადაღებული, ირანული სააგენტო არ აკონკრეტებს.

აბას არაღჩი

09 აგვისტო 2026, 17:07

მსოფლიო

აბას არაღჩი: ამ მომენტში ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკება არ შედგება, სანამ არ შეწყდება უკვე მიღწეული შეთანხმების დარღვევა, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.

09 აგვისტო 2026, 17:01

მსოფლიო

ფილიპინებზე ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა, ჩინეთში კი ევაკუაცია გამოცხადდა

ფილიპინებსა და ჩინეთს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. განსაკუთრებით დაზარალდა ფილიპინები. ტაიფუნმა იქ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრში 8 რეგიონი მოექცა, სადაც, საერთო ჯამში, 380 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 7 კი დაშავდა.

დავით ქართველიშვილი

09 აგვისტო 2026, 16:32

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა წყევლიან კრემლს, გამოჩნდნენ ზუსტად მაშინ და თქვეს ზუსტად ის, რაც დაწყებული ქართულ-აფხაზური პროცესის ისევ კრემლისთვის ხელსაყრელ ისტორიულ ჩიხში დაბრუნებას უწყობს ხელს. არის თუ არა ეს კლასიკური სამშობლოს ღალატი?

პარტია „ ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ახლახან თურქეთში სოხუმის დე ფაქტო „სრულუფლებიანი წარმომადგენელი“ დაადანაშაულეს თურქეთის მიერ აფხაზური პასპორტების აღიარების შეფერხებაში. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამავე ადამიანს ადანაშაულებენ ქართულ მხარესთან ქართული საქონლის დაშვების საკითხზე კონტაქტებში მონაწილეობაში.

09 აგვისტო 2026, 16:15

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ჰანტერ ბაიდენი და ჯო ბაიდენი

09 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

ჰანტერ ბაიდენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

„კიბო გავრცელდა, მეტასტაზები ძვლებსა და სხვა ქსოვილებშიც არის. ეს ძალიან მტკივნეულია და მრავალი ასპექტით ძალიან დამღლელი. თუმცა მამა კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს“, - განაცხადა უმცროსმა ბაიდენმა.

09 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

იაპონიაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია

მიწის მასამ დასახლებულ პუნქტში გზები ჩახერგა. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. დაწყებულია სამაშველო ოპერაცია.

09 აგვისტო 2026, 14:24

მსოფლიო

ინდონეზიის ეროვნულ ტყე-პარკში ხანძარს ებრძვიან

ტყის ხანძარს ებრძვიან ინდონეზიაშიც. ცეცხლი იავას კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ბრომოს ეროვნულ ტყე-პარკში მძვინვარებს. ტერიტორიამდე მისასვლელი გზა უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა. სამაშველო ოპერაცია სპეციალური ავიაციის გამოყენებით ტარდება. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

09 აგვისტო 2026, 14:23

სამართალი

პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.