18 ოქტომბერი 2021, 20:03 / სანდო წყარო

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

2 კვირაში გადამწყვეტი მეორე ტურია. "ნაციონალური მოძრაობა" ისევ რევანშისთვის ემზადება, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს მერის არჩევნები, სადაც რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება.

"იმედი" დგას იქ, სადაც აქამდე იდგა და ამ არჩევნების წინაც, ჩვენი სარედაქციო პოზიცია იქნება სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნაკარნახევი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე.
ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა ხალხისთვის და მედიისთვის და ვერ დავუშვებთ მის რევანშს. "იმედი", როგორც ამ ბრძოლის სიმბოლო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, ზუსტად ისე, როგორც 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. მიგვაჩნია, რომ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოები და სახეები არ უნდა ფიქრობდნენ ძალაუფლების დაბრუნებაზე, არამედ ისინი უნდა იხდიდნენ სასჯელს დანაშაულებისთვის სასამართლო განაჩენის შესაბამისად.

ეს არის ჩვენი მისია, ვილაპარაკოთ სიმართლე და არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება, რომელიც ყველას გვახსოვს. „იმედი“ არის ტელევიზია, რომელიც თავის დროზე მიიტაცეს, დაარბიეს, რომლის ჟურნალისტებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. სწორედ სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა ჩვენი არხის დამფუძნებელი.

დღეიდან "იმედი" ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის "იმედის" სპეციალურ ეთერში. ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო.

„იმედი“ შეგახსენებთ ჩვენი ქვეყნის უმძიმეს წარსულს, რომ აღარასდროს დავუბრუნდეთ მას და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალზე.
აქ იმედია!

ყველა სიახლე

28 ივნისი 2026, 21:35

საზოგადოება

როგორ ნათდება თბილისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ღამით დედაქალაქი სხვა მაგიას იძენს. განუმეორებელ ხიბლს დიდ წილად მას განათებები ძენს. ისტორიული ძეგლები, ძველი თბილისის უძველესი უბნები, საოცარი ხედები, ახალი პარკები, სკვერები, თანამედროვე არქიტექტურა - ყველაფერი განათებულია, რის უკანაც პროფესიონალთა გუნდის უდიდესი შრომა დგას. მთამსვლელებიც კი 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ, რომ თუ სადმე ნათურა ჩაქრება, ოპერატიულად გამოიცვალოს.

ჯუნჰუა ლი

28 ივნისი 2026, 21:34

პოლიტიკა

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს

საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკულიზიურ ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ჯუნჰუა ლიმ. მისივე თქმით, თბილისში საჯარო სერვისების ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული.

მაკა ბოჭორიშვილი

28 ივნისი 2026, 21:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზოგადოების პოლარიზებას და დაყოფას

ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზოგადოების პოლარიზებას და დაყოფას, - განაცხადა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გასულ კვირაში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.

28 ივნისი 2026, 21:19

კულტურა

ქართველ გამომცემელთა ფურორი პარიზის წიგნის ფესტივალზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საფრანგეთში, „გრან პალეს“ პარიზის წიგნის ფესტივალზე ქართველმა გამომცემლებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. უამრავ ქვეყანას შორის ქართულმა მწერლობამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და არა მხოლოდ ფრანგების.

მარიამ გრიგოლიშვილი

28 ივნისი 2026, 21:17

პოლიტიკა

მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდებს აქვთ სურვილი, რომ უფრო მეტად ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს

რეგიონებში ჩატარებულმა ათმა კონფერენციამ ნათლად დაგვანახა, რომ ახალგაზრდებს აქვთ აქტიური სურვილი საიმისოდ, რომ უფრო მეტად ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, - განაცხადა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა ახალგაზრდულ კონფერენციებზე საუბრისას. მისივე თქმით, ახალგაზრდებს აწუხებთ ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებოდა და მიგრაცია რეგიონებიდან.

28 ივნისი 2026, 21:00

პოლიტიკა

თბილისმა საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს უმასპინძლა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საჯარო ელექტრონული სერვისები, რომლებიც საქართველოში დაინერგა და წარმატებით მუშაობს, ბევრი ქვეყნისთვის მაგალითია - ამაზე ექსკლუზიურ ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ისაუბრა.

28 ივნისი 2026, 20:55

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები - ახალგაზრდების ხმა მთელი საქართველოდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მანამდე იყო შეხვედრები რეგიონებში, სადაც გამოჩნდა, რამდენად ღირსეული, განათლებული, მოტივირებული და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდები გვყავს.

28 ივნისი 2026, 20:40

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ შაპიტო და „დაშლილების“ ჩემოდანი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ვის დარჩება სააკაშვილის დიდი ხნის წინ ჩავლილი მატარებლიდან „დაშლილების“ ჩემოდანი, სანდრო გამსახურდიას სპეციალური რეპორტაჟიდან გაიგებთ.

28 ივნისი 2026, 20:38

პოლიტიკა

ოპოზიცია ქუჩის რადიკალიზმით საკანონმდებლო ორგანოში და პრემიერი წლიური ანგარიშით. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქუჩის რადიკალიზმის შეტანას საკანონმდებლო ორგანოში შეეცადნენ. ასე მოხდა პარასკევს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წლიური ანგარიშით წარსდგა და დესტრუქციული ოპოზიციის შინაარსისგან დაცლილ, დემაგოგიურ კითხვებს არგუმენტირებული პასუხები გასცა.

იანინა სოკოლოვსკამ

28 ივნისი 2026, 20:31

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტი: არავის აქვს უფლება, ევროკავშირში გაწევრიანების პირობად ლგბტ-თემის უფლებები თავს მოგვახვიოს

როდესაც ვუყურებ კითხვარებს დასავლეთის სკოლებში, სადაც სქესის 37 სახეობაა, ეს შოკში მაგდებს. ბავშვებს უყვებიან, რა კარგია მოზარდობის ასაკში სქესის შეცვლა, მაგრამ ავიწყდებათ უთხრან, რამდენ ხანს ცოცხლობენ მერე ეს ადამიანები. ბავშვებს არ შეუძლიათ კრიტიკულად შეაფასონ ის, რასაც თავს ახვევენ და ამით სარგებლობაა დანაშაულია, - განაცხადა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში უკრაინელმა ჟურნალისტმა იანინა სოკოლოვსკამ. მისივე თქმით, ბევრი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელი წინდაუხედავად მოქმედებს.

28 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

უსამართლო რეზოლუციები რადიკალების თანაავტორობით. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გაუქმებაა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ რეზოლუციების, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ ორ ევროპულ ინსტიტუტში მიიღეს.

28 ივნისი 2026, 20:17

პოლიტიკა

მოლდოვის ყოფილი პრემიერი: მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არასრულწლოვანთა უფლებებისა და ტრადიციების დასაცავად პროცესი დაიწყო, ყოჩაღია. პატივი და დიდება მათ

მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არასრულწლოვანთა უფლებებისა და ტრადიციების დასაცავად პროცესი დაიწყო, ყოჩაღია. პატივი და დიდება მათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტარლევმა. მისივე თქმით,ზნე-ჩვეულებები, რომელთა დანერგვასაც ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ, მოლდოველი ხალხისთვის უცხოა.

28 ივნისი 2026, 20:12

პოლიტიკა

თუ ევრობიუროკრატიისთვის გამარჯვებაა ლგბტ პროპაგანდა და შედეგად პრაიდით გადაჭედილი ქუჩები, ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვება და საამაყოა იდენტობის, ტრადიციების, ადამიანის უფლებების და მომავალი თაობების დაცვა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ფაქტია, ახლა მათი ინტერესის საგანს ის სახელმწიფოები წარმოადგენენ, სადაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ტრადიციული ღირებულებების ერთგულია. თუ აქამდე ევროპარლამენტარები პრაიდის ჩატარებას, მაგალითად ორბანის მმართველობის დროს, სხვა ქვეყნებიდან ჩაყვანილი ხალხით ცდილობდნენ, ახლა ბუდაპეშტში ლგბტ დროშა წინააღმდეგობის გარეშე გაშალეს. ასე მოხდა მართლმადიდებელ უკრაინასა და მოლდოვაშიც. იქაც დემონსტრაციულად წავიდნენ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ნების წინააღმდეგ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცოტნე ანანიძე

28 ივნისი 2026, 19:52

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“.

საპატრულო მანქანა

28 ივნისი 2026, 19:41

სამართალი

სამართალდამცველებმა იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა.

კირ სტარმერი

28 ივნისი 2026, 18:33

მსოფლიო

მედია: კირ სტარმერი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობით არის დაინტერესებული

როგორც გაზეთი წერს, სტარმერს ბრიტანეთის მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება, რათა ნატოს გენერალური მდივნის სავარძლის დაკავების თუნდაც მცირე შანსი ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე არჩევა ფორმალური კენჭისყრის გარეშე ხდება, ის ერთიანი კანდიდატურის ირგვლივ ნატოს ყველა წევრი ქვეყნის პოლიტიკურ თანხმობას მოითხოვს.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 18:10

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე: ალბათ, მათ ასეთი სტრატეგია დასახეს, რომ თავდასხმაზე გადმოვიდნენ - საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, თუმცა, ესეც არ გამოუვიდათ, ვფიქრობ, უფრო გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს „იმედი“ და „პოს ტვ“ ხალხისთვის

გადაცემაში „EURO ანატომია“ ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირების ფაქტს გამოეხმაურა.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა

დიდი ბრიტანეთის ანალოგიური პრობლემებია გერმანიაშიც და საფრანგეთშიც, მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, ამ ქვეყნებში ეროვნული ძალები ძლიერდება. ლადღობელაშვილის თქმით, გერმანიასა და საფრანგეთშიც დიდი ბრიტანეთის მსგავსად აკლდება ხალხს და ხმარდება სხვას.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 17:52

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ლიზ ტრასმა პრემიერობის ორი თვის განმავლობაში კარგად გაიაზრა, რასთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე და საკუთარი ნებით გადადგა

ლიზ ტრასმა პრემიერობის ორი თვის განმავლობაში კარგად გაიაზრა, რასთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, ტრასმა საკუთარი ნებით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დიფ სტეიტის მმართველოს გამო დატოვა.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 17:49

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: კირ სტარმერის 2-წლიან მოღვაწეობას შევაფასებდი, როგორც ფიასკოს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არ იქცეოდა, როგორც კლასიკური გაგებით, ლეიბორისტი, თანამედროვე მემარცხენე ძალის წარმომადგენელი, ვვარაუდობ, რომ მას ამას აიძულებდნენ

მისი მმართველობის დროს დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი, უკრაინის ომის წლიური დაფინანსება, თუ არ ვცდები, ეს იყო 5 მლრდ ფუნტი სტერლინგი, რაც ბორის ჯონსის მმართველობის პერიოდშიც კი უფრო ნაკლები დაფიქსირდა. ეს თანხები აკლდებოდა იგივე მოსახლეობას და პატრონს პოვებდა უკრაინაში და კაცმა არ იცის, ის იქ ხმარდებოდა თუ არა იმ საქმეს, რასაც უნდა მოხმარებოდა. აქედან გამომდინარე, მის 2-წლიან მოღვაწეობას შევაფასებდი, როგორც ფიასკოს და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არ იქცეოდა კლასიკური გაგებით ლეიბორისტი, თანამედროვე მემარცხენე ძალის წარმომადგენელი, მე ვვარაუდობ, რომ მას ამას აიძულებდნენ.