პატრიარქი: უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა, ეს არის ამოსავალი წერტილი
ილია მეორე
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა - უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა, ეს არის ამოსავალი წერტილი, - ამის შესახებ ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი აღნიშნავს, რომ თუ თითოეული ჩვენგანი ერთი წლის განმავლობაში თუნდაც ერთ არასწორ ჩვევასა ან თვისებას აღმოფხვრავს, ცხოვრება უკეთესი გახდება.
„ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი ... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია.
ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს ... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.
უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი.
თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 13:01
საზოგადოება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპს იწყებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ ყველა აპლიკანტს, დროულად გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ქულასა და რეიტინგულ სიაში დაკავებულ პოზიციას პლატფორმაზე - vet.ge და დადგენილ ვადაში დაადასტურონ საბოლოო არჩევანი. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპლიკანტი შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს.
25 ივნისი 2026, 12:54
მსოფლიო
The Telegraph: ნავთობის ფასები ირანთან ომის დაწყებამდე არსებულ დონემდე დაეცა
გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ტანკერებმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება განაახლეს, ნავთობის მსოფლიო ფასები იმ ნიშნულამდე შემცირდა, რომელიც ირანთან ომის დაწყებამდე იყო.
25 ივნისი 2026, 12:53
საზოგადოება
ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადება: ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია - Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს და მათ კოლეგებს ვთხოვთ ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს
ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია.- ამის შესახებ ნინი მთვარაძე წერს და ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადებას აქვეყნებს.
25 ივნისი 2026, 12:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ელენე ხოშტარიას მიმართ რაიმე სხვა სახის მიდგომები არ არის. თუკი აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას სჭირდება
პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის, ისევე როგორც სხვა მსჯავრდებულისთვის, შექმნილია სათანადო პირობები, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
25 ივნისი 2026, 12:29
ეკონომიკა
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.
25 ივნისი 2026, 12:20
სამართალი
გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებაზე: წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ექიმის შესაბამისი სერტიფიკატი და წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება დაწესებულებაში. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ნომერ მეხუთე დაწესებულებაში არ მოსულა
ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა. განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ გააკეთა.
25 ივნისი 2026, 12:17
მსოფლიო
Reuters: რუსეთი ყაზახეთს 50 ათასი ტონა ბენზინის მიწოდებას სთხოვს
რუსეთი ყაზახეთთან დაახლოებით 50 ათასი ტონა AI-92 მარკის ბენზინის იმპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერებითა და დაუგეგმავი სარემონტო სამუშაოებით გამოწვეული შიდა დეფიციტი შეამსუბუქოს. ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 12:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში
ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 12:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ცხინვალის და მოსკოვის ურთიერთობებზე: ეს არის იმ ოკუპაციის შედეგები, რის წინაშეც საქართველო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნურმა, გარედან წაქეზებულმა პოლიტიკამ დააყენა
„თქვენ რა გგონიათ, 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციისკენ რომ გვიბიძგებდნენ, ამის შედეგი რა იქნებოდა? ასეთი სულელი არავინაა ბრიუსელში, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს ესკალაცია და რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამას. ამას ავარიდეთ თავი, მაშინ როდესაც აი ამ შენობაში რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა, რომ პარლამენტის გამოყენებით შევეთრიეთ ესკალაციაში და დღეს გვქონოდა შედეგები, რომელთა გამოსწორებაც კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოწვევა, რომელიც ოკუპაციის სახით გვაქვს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და, შესაბამისად, ყველა ამგვარი თანმდევი გამოწვევაც ოკუპაციასთან ერთად დასრულდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 12:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პარლამენტში პრემიერის ხვალინდელ გამოსვლაზე: ეს იქნება მოხსენება, რომელიც აჩვენებს, თუ რას ნიშნავს გონივრული პოლიტიკა და რამდენად გაუმართლა საქართველოს, რომ ამ კრიზისულ პერიოდში ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“ და არა ის, აგენტურული ქსელები, რომლის მოყვანაც ასე ძალიან უნდა ზოგიერთს, სხვა ქვეყანაში
ეს იქნება მოხსენება, რომელიც აჩვენებს, თუ რას ნიშნავს გონივრული პოლიტიკა და რამდენად გაუმართლა საქართველოს, რომ ამ კრიზისულ პერიოდში ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“ და არა ის, აგენტურული ქსელები, რომლის მოყვანაც ასე ძალიან უნდა ზოგიერთს, სხვა ქვეყანაში, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ხვალ დაგეგმილ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაზე საუბრისას.
25 ივნისი 2026, 12:08
სამართალი
გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, კვლევების პასუხები საბედნიეროდ, არის უარყოფითი, კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებაში, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ განმარტება გააკეთა.
25 ივნისი 2026, 12:03
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
„მაშინ, როდესაც ზოგიერთი კვლავ პოლიტიკური საჩივრებისა და მორიგი „დიპლომატიური დასმენების“ ძიებით არის დაკავებული, თანაც იმ ქვეყნებში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ადგილობრივი მთავრობების გადადგომა ფორმდება ან მწიფდება, თბილისში ურთიერთჩანაცვლებით იმართება საერთაშორისო ფორუმები, რომლებიც ტექნოლოგიებს, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ განვითარებას ეძღვნება,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც თბილისში ჩატარებულ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს ეხმიანება.
25 ივნისი 2026, 11:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან - ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით
მე მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართავს ამ ორივე ინსტიტუციას და აქცევს იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
25 ივნისი 2026, 11:50
საზოგადოება
N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში მშობლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“
ტრენინგი „თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მზრუნველობის სააგენტოს“ მიერ განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მას სააგენტოს დირექტორი თენგიზ ფოფხაძე ესწრებოდა.
25 ივნისი 2026, 11:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა. აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ. სინამდვილეში ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის
„რაც შეეხება მათ შემდეგ ნაბიჯებს, მთავარი პრობლემაა, რომ საქმე არ გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც საერთოდ ვინმეს წარმოადგენენ. ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გარე დაკვეთით და ერთადერთი, რაზეც ერთმანეთთან კამათი მოსდის, ეს არის კამათი არა იმაზე თუ როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს, არამედ ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარე ძალებს და ვინ იქნება მათი დაკვეთების უკეთესი შემსრულებელი და ვინ უფრო მეტ ნადავლს მიართმევს ლანგრით უცხო პოლიტიკურ ჯგუფებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად, არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე
ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად, არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 11:37
მსოფლიო
პოლონური რადიო: პოლონეთის საზოგადოება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს
პოლონეთის საზოგადოება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს. ინფორმაციას პოლონური რადიო კომპანია IBRiS-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე
ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 11:30
პოლიტიკა
სოზარ სუბარი გენერალურ პროკურორს: რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?
პარლამენტში, გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წესით ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესის გაჭიანურებაზე ისაუბრა და პროკურორს დამატებითი ყურადღებისკენ მოუწოდა.
25 ივნისი 2026, 11:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: საქართველო არასდროს დაექვემდებარება განხილვის გარეშე რაღაც დირექტივის გამოგზავნას და ამის შესრულებას ისე, რომ არც კი მოისმინონ ჩვენი მოსაზრებები
საქართველო არასდროს დაექვემდებარება განხილვის გარეშე რაღაც დირექტივის გამოგზავნას და ამის შესრულებას ისე, რომ არც კი მოისმინონ ჩვენი მოსაზრებები, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შეფასებისას.


