ნუნუ მიცკევიჩმა გამყოფი ხაზის მიმდებარედ აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
უწყების ინფორმაციით, ფახულანის, ლიის, ჭალისა და მუჟავას სკოლის მოსწავლეებს მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა და სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც მიცკევიჩმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ახალგაზრდებზე ზრუნვა და მათი ხელშეწყობა უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით კი გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამინისტრო არაერთ მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროგრამასა და სოციალურ პროგრამას.
ღონისძიების ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ მოსწავლეებს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული სამეცნიერო კონკურსების პირობები გააცნო. მათ შორის, ფონდის გენერალურმა დირექტორმა ახალგაზრდებთან მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი – „ლეონარდო და ვინჩი“ განიხილა და მათ კონკურსში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის კითხვები ძირითადად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებასა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსებას ეხებოდა.
საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ლობჟანიძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმაც მიიღეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც სისტემატურად გაიმართება, სადაც აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციას სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მიაწვდიან.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მისი ბიუჯეტი 5 000 000 ლარს შეადგენს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე ახორციელებს სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსების სოციალურ პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 2 520 000 ლარს შეადგენს.
ყველა სიახლე
26 მარტი 2026, 15:59
საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:55
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:45
კულტურა
ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, „ქართულ ფილმსა" და შპს „ქართულ კინო დისტრიბუციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, სს "ქართულ ფილმსა" და შპს "ქართულ კინო დისტრიბუციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:37
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 141,589 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეტადონს (ფუძე)“, საიდანაც ნაწილი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს, ხოლო ნაწილი სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
26 მარტი 2026, 15:30
ეკონომიკა
გია არაბიძე: ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება
„თუ სხვა მატებაზე არ იქნება საუბარი, 2023 წლამდე არსებული ელექტროენერგიის ტარიფის დაბრუნება მაინც, აუცილებლად მიმაჩნია. ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება”, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ სემეკში, 30 მარტს დაგეგმილ საჯარო სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ელექტროენერგიის ტარიფებზე იმსჯელებენ.
26 მარტი 2026, 15:25
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი საქართველოში დომინიკის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში დომინიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა), ელვის ანტონიო ალამ ლორას შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:25
სამართალი
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:22
ეკონომიკა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინიციატივით, საქართველოში Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა, რომელშიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ქართული კომპანიების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
26 მარტი 2026, 15:10
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში მაისში ჩავა
ეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო თითქმის 10 წლის განმავლობაში. ტრამპი ასევე გეგმავს, რომ წლის ბოლოს სი ძინპინს ვაშინგტონში უმასპინძლოს. როგორც პრეზიდენტმა ოთხშაბათს Truth Social-ზე დაწერა, ოფიციალური პირები უკვე „ასრულებენ მზადებას ამ ისტორიული ვიზიტებისთვის“.
26 მარტი 2026, 15:08
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სტუდენტები 200 და 300-ლარიან სტიპენდიებს მიიღებენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა სხდომაზე განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით დაგეგმილ საკითხებზე იმსჯელეს.
26 მარტი 2026, 15:06
საზოგადოება
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წელს ინვენტარიზაცია ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:05
საზოგადოება
მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლები საირიგაციო წყლის მიწოდების საფასურის სუბსიდირების სქემაში ჩაერთო. ინიციატივის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის ფინანსური ტვირთის მაქსიმალურად შემცირება, აგრარული საქმიანობის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სტაბილური პირობების შექმნა იმ რეგიონებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა დამატებით სირთულეებს უკავშირდება.
26 მარტი 2026, 14:54
საზოგადოება
მეუფე სტეფანე: თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი, 9 წელია მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით
„მე თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
26 მარტი 2026, 14:50
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.
26 მარტი 2026, 14:48
ეკონომიკა
ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს
ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს. ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის ლიდერებს ფინანსური სექტორის აქტუალური საკითხების, მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების განსახილველად.
26 მარტი 2026, 14:43
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ
ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
26 მარტი 2026, 14:39
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ცდილობენ, ელენე ხოშტარია წარმოადგინონ დევნის ობიექტად, გაამართლონ მისი უამრავი კანონსაწინააღმდეგო ქმედება - კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისგან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით შვედეთის და ნორვეგიის ელჩების განცხადებებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, მათ ამ განაჩენის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.
26 მარტი 2026, 14:37
საზოგადოება
დათა კობახიძე: სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი იმ ეროვნული ღირებულებისთვის, რასაც ტყის დაცვა ჰქვია
სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი იმ ეროვნული ღირებულებისთვის, რასაც ტყის დაცვა ჰქვია, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ.
26 მარტი 2026, 14:37
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: თუ სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან გარე ჩარევებისგან, ჩვენც გვაქვს ამის უფლება
თუ სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან გარე ჩარევებისგან, ჩვენც გვაქვს ამის უფლება, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულებების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე, რაზეც ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
26 მარტი 2026, 14:36
პოლიტიკა
ჩაკვეტაძე: ღიად ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოში არსებობს რაღაც შავი ხვრელი, რომელიც უნდა მოძებნონ იმისთვის, რათა დააფინანსონ სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი. აღმოჩნდა, თვითონ აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან
„ღიად ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოში არსებობს რაღაც შავი ხვრელი, რომელიც უნდა მოძებნონ იმისთვის, რათა დააფინანსონ სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი. აღმოჩნდა, რომ თვითონ აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან“, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.


