11 მაისი 2026, 13:25 / სანდო წყარო

მეუფე შიო: მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია

მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას.

მეუფე შიომ აღნიშნა ისიც, რომ ილია მეორის მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის
მომავალზე ფიქრი ავალდებულებს ყველას, განაგრძოს ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.

„1 700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიისა და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების. ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირების ღვაწლი, რომელთა მსახურებაც ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად, ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცესა და შენარჩუნებას ემსახურებოდა.

დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებითა და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს. მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, მე-20 საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს-პატრიარქებს - ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სულიერ მამას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

40 დღეზე მეტმა განვლო ილია მეორის გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, მწყემსმთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულითა და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთის სიტყვის მიტანა და მისიონერობა. საეკლესიო და სამონაზვნო ცხოვრების ღვთისმსახურებისა და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობისა და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვა.

სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო მსახურება ჩვენს მეხსიერებაში. მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

06 ივნისი 2026, 14:32

პოლიტიკა

კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ, ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების გავლენების გამტარებლები არიან

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ.

კახა კალაძე

06 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას. მანვე განმარტა, რომ გაერთიანდებიან თუ არა ისინი რომელიმე პლატფორმის ქვეშ, მათ შორის ბრძოლა პირველობისკენ მუდმივად იქნება.

კირილ ბუდანოვი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

06 ივნისი 2026, 14:29

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელთან უკრაინის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელის მინიჭების საკითხი განიხილა - არსებობს საზღვრები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეს ვარშავაში ის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს შეხვდა.

კახა კალაძე

06 ივნისი 2026, 14:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას რეალურად საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა.

06 ივნისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ხვალ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება - როგორია წინასაარჩევნო განწყობები. „ქრონიკა“ ერევნიდან

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. საარჩევნო სისტემა შერეულია. მოქალაქეებს ბიულეტენში 18 პოლიტიკური პარტია და ალიანსი დახვდება. სომხეთში არჩევნებს გააშუქებს „ქრონიკა“.

კახა კალაძე

06 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა

დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაანონსებულ დიალოგს, რომელიც 11 ივნისს ქართულ მხარესთან გაიმართება და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხს შეეხება.

06 ივნისი 2026, 13:46

მსოფლიო

უკრაინამ საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გიორგი ტიჰიმ ბოდიში მოუხადა საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც კუნძულ ლევკასთან იონიის ზღვაში მოხდა.

06 ივნისი 2026, 13:45

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის ფორმატში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებისა და მინისტრის შეხვედრაზე მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მაია ბითაძე

06 ივნისი 2026, 13:38

საზოგადოება

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

06 ივნისი 2026, 13:03

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ დრონებით პეტერბურგში მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების არსენალი, ბაზა კრონშტადტში და კრასნოდარის მხარეში ნავთობის ბაზა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, პეტერბურგთან ახლოს მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების არსენალი და ქალაქ კრონშტადტის ბაზა დაბომბეს.

06 ივნისი 2026, 12:48

პოლიტიკა

შალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. ახლა, ცალსახად უფრო მეტია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო

წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია, - განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუთუბ არხზე -„სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გახმაურებული საქმეებზე და იმდროინდელ ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრისას.

06 ივნისი 2026, 12:40

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურე, თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უწყებრივი მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ დააჯილდოვა, სამხედროების ნაწილს კი, ფასიანი საჩუქრები გადასცა.

06 ივნისი 2026, 12:38

სპორტი

ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ქვეყნის მასშტაბით მულტისპორტულ შეჯიბრებაში 12 რეგიონის 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა და გამარჯვებულები სპორტის 17 სახეობაში გამოვლინდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი 932 ქულით თბილისმა მოიპოვა. მეორე ადგილზე 369 ქულით აჭარა, ხოლო მესამეზე 288 ქულით იმერეთი გავიდა.

06 ივნისი 2026, 12:31

კულტურა

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მესამე საფესტივალო დღე დავით ხრიკულის კონცერტს დაეთმო

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული კლასიკური მუსიკის საღამო, სრული ანშლაგით შედგა. ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დავით ხრიკული მსმენელის წინაშე გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგა - მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. პროგრამაში წარმოდგენილი იყო ფრედერიკ შოპენისა და ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებები.

06 ივნისი 2026, 12:28

პოლიტიკა

რუსთავში ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას იწყებს.

06 ივნისი 2026, 12:27

რეგიონი

ახალციხე „გემო ფესტისთვის“ ემზადება

ახალციხე ყველაზე გემრიელი დღესასწაულისთვის ემზადება - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე „გემო ფესტი“ დღეს, 15:00 საათიდან გაიხსნება.

06 ივნისი 2026, 12:22

მსოფლიო

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა 185-185 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

06 ივნისი 2026, 12:21

პოლიტიკა

ოპოზიციაში დაპირსპირება გრძელდება - სააკაშვილი და გვარამია პოსტებს აქვეყნებენ

ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების ფონზე, რუსთავის ციხიდან, მსჯავრდებული სააკაშვილი წერს, რომ იდეა და იდეალისტი ხალხი იმარჯვებს და არა ინტერესები და ფული. პატიმარი ექსპრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მღვრიე წყალი დაიწმინდება. პოსტი გამოაქვეყნა ნიკა გვარამიამაც, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდება და წერს, რომ „პარტიაში ვითარება აშკარად ასრიალდა“.

06 ივნისი 2026, 12:13

ეკონომიკა

საქართველოს დელეგაციამ ათენში მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენციაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები და საპორტო ინფრასტრუქტურის ინვესტიციები განიხილა

დელეგაციამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების, გემთმფლობელების, საზღვაო ბიზნესის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველი მეზღვაურების მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციასა და ქვეყნის მზარდ როლზე რეგიონულ საზღვაო ინდუსტრიაში. ასევე ილაპარაკეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 ივნისი 2026, 12:05

მსოფლიო

NBC News: პენტაგონმა აშშ-ის წინააღმდეგ ისრაელის ჯაშუშური საქმიანობის საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა

ტელეკომპანია NBC News-ი ორ მოქმედ და ერთ ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ პენტაგონში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ ისრაელი აშშ-ის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობას აძლიერებს.