imedi /  24 აპრილი 2020, 21:00 / სანდო წყარო

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონი აღარ განახლდება

ნიდერლანდების ჩემპიონატი

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონი აღარ განახლდება. BBC-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

შესაბამისად, 1945 წლის შემდეგ პირველად, ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატს გამარჯვებული არ ეყოლება და ქვედა ლიგაშიც არავინ დაქვეითდება. ევროსაგზურები კი გადანაწილდება იმ სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, რა პოზიციებსაც გუნდები ჩემპიონატის შეწყვეტის დროს იკავებდბნენ.

მომდევნო სეზონში „აიაქსი” ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური, „ალკმაარი“ კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. „ევროპა ლიგაზე“ კი ნიდერლანდებს „ფეიენოორდი”, პსვ და „ტილბურგი” წარადგენენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ნიკა მელია

03 ივნისი 2020, 17:05

პოლიტიკა

ნიკა მელია: მეც რომ პატარა პარტია ვიყო, შეიძლება დიდი პარტიების კომპლექსი მქონდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთგულია შეთანხმების და რა მოლაპარაკებებიც იყო პარტიებს შორის. ახლა აბსოლიტურად გაუგებარია რატომ იფიქრა ვინმემ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სხვა აზრი აქვს-ამის შესახებ ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ევროპული საქართველოსა“ და ასევე ირაკლი ოქრუაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

03 ივნისი 2020, 17:02

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისთვის გიორგი რურუა არის საბაბი, რომ შეთანხმებიდან გადაუხვიონ და ქუჩაში გამოვიდნენ

ოპოზიციურმა სპექტრმა კეთილი უნდა ინებოს და გიორგი რურუაზე აპელირებას თავი დაანებოს, იმიტომ, რომ რურუა, ამ შემთხვევაში, უფრო საბაბია, ვიდრე - მიზეზი, - ამის შესახებ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა „PosTV-ს“ ეთერში, „პოლიტიკურ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა.

03 ივნისი 2020, 16:59

COVID19

ჯანმოს რეკომენდაციები პანდემიის პერიოდში სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები კოვიდ პანდემიის პერიოდში სასწავლო დაწესებულებების გახსნისა და მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმის დაგეგმვა, უნდა გაიხსნას თუ არა სასწავლო დაწესებულებები სექტემბერში, შეუძლებელია. მაია ბუწაშვილის განმარტებით, წინ კიდევ სამი თვეა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში როგორი იქნება, ეს არავინ იცის

ეკა ბესელია

03 ივნისი 2020, 16:54

სამართალი

ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

„დღეს ინიცირებულ კანონპროექტში იცვლება შემდეგი წესი - პირველი, იუსტიციის საბჭოს ექნება ვალდებულება, რომ ყველა კანდიდატი, რომელიც დარეგისტრირდება მოსამართლეობის ვაკანტურ პოზიციაზე, აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პირობებს, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. ეს არის ფორმალური პირობები და ყველა ასეთი დასაბუთებული გადაწყვეტილებით და კენჭისყრით წარუდგინოს პარლამენტს. მეორე - გათვალისწინებულია მოთხოვნა, რომ უნდა იყოს გადაწყვეტილება დასაბუთებული. მესამე, რომ უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

03 ივნისი 2020, 16:52

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30 ქუჩაზე დაასრულა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები და მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილ ვადაში განახორციელა.

კორონავირუსი პლაქვენილი

03 ივნისი 2020, 16:45

COVID19

საფრანგეთმა Lancet-ს ჰიდროქსიქლორინის შესახებ სტატიაში გამოყენებული მონაცემების გადამოწმება მოსთხოვა

წერილს ხელს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი აწერს. გასულ კვირას, ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების გამო საფრანგეთმა კორონავირუსის მკურნალობაში პრეპარატის გამოყენება შეაჩერა.

გიგა მანდარია

03 ივნისი 2020, 16:44

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: გამრიცხველიანება აუცილებელი პირობაა, რომ ლაგოდეხის მოსახლეობამ 24-საათიანი წყლის მიწოდებით ისარგებლოს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, ლაგოდეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით ათი დღის ვადაში შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები მოხდება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ,,მოსახლეობა დათანხმდა გამრიცხველიანებას, იმისათვის რომ მათ 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლონ. უნდა ითქვას, რომ გამრიცხველიანება ეს არის აუცილებელი პირობა, რომ მოხდეს სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება და ლაგოდეხის უწყვეტი წყალმომარაგება.

03 ივნისი 2020, 16:43

საზოგადოება

მედიაკრიტიკის პლატფორმა Mediacritic.ge-ს 5 თვეში 170 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს

2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აამუშავა ვებპლატფორმა mediacritic.ge, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს პროფესიულსა და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას.

03 ივნისი 2020, 16:41

ეკონომიკა

„თიბისი“ სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.

ირაკლი კოვზანაძე

03 ივნისი 2020, 16:34

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ქვეყანას სჭირდება

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ-დიალოგისას განაცხადა.

03 ივნისი 2020, 16:28

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 1 081 ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოსპინსკის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით 1 081 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი 106 181-ს მიაღწია. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 1 831 821-ს შეადგენს, 646 260 კი გამოჯანმრთელდა.

03 ივნისი 2020, 16:27

სამართალი

საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

კარლ ჰარცელი

03 ივნისი 2020, 16:18

სამართალი

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია. მას ცხინვალის გავლით ქვეყნიდან არალეგალურად გატაცება ემუქრება, - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვნის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან, ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.

სალომე ზურაბიშვილი და იანოშ არდენი

03 ივნისი 2020, 16:17

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტთან ტურისტული დერეფნების საკითხი განიხილა

„შარშან უნგრეთის პრეზიდენტ ადერს ვუმასპინძლე. სასიამოვნო იყო დღეს პრეზიდენტთან საქართველოსა და უნგრეთს შორის უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხზე საუბარი და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ გლობალური კრიზისის ერთად დასაძლევად“, - წერს ზურაბიშვილი.

03 ივნისი 2020, 16:12

COVID19

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში 300-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიში კორონავირუსით ინფიცირების 342 შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულებთა საერთო რაოდენობამ კი 182 370-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ინფექციიით 29 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიამ მთლიანობაში 8 851 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 167 300-ია.

მამუკა მდინარაძე

03 ივნისი 2020, 16:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე

„მხოლოდ კონცენტრირება და აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე და ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე

03 ივნისი 2020, 16:01

პოლიტიკა

განიხილება თუ არა ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ მაჟორიტარ კანდიდატად

ბურჯანაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში, ნინო ბურჯანაძის შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატურაზე განაცხადა.

03 ივნისი 2020, 15:55

საზოგადოება

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ოთხმა ახლობელმა პირი ამოიკერა

ბათუმში, ე.წ. „კანონიერი ქურდის“, მინდია გორაძის იგივე „ლავასოღლის“ ოთხმა ახლობელმა პირი ამოიკერა. გორაძის ახლობლებმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მინდია გორაძის დის, ლია გორაძის განცხადებით, მინდია გორაძე შიმშილობს.

შალვა კიკნაველიძის შეხვედრა ფერმერებთან

03 ივნისი 2020, 15:53

საზოგადოება

შალვა კიკნაველიძე: მიზნად დავისახეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, დავით ჯინორიძესთან ერთად, სოფელ აჯამეთში, მამუკა ხაჩიძის საზამთროს ბაღი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

ბექა ლილუაშვილი

03 ივნისი 2020, 15:49

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი ბიუჯეტზე: ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას

სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მცდელობას, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, როდესაც მთავრობა საუბრობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა მიმდინარე ხარჯებს 300 მილიონი ლარით ამცირებს, იგულისხმება ყველა ხარჯი, რომელიც ბიუჯეტში იყო მოცემული პანდემიის დაწყებამდე.