გურამ კაშიას მხარდაჭერას „დინამო ბათუმი“ უცხადებს
გურამ კაშია
ფოტო: facebook
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას მხარდაჭერას ამჯერად „დინამო ბათუმი“ უცხადებს. ამის შესახებ განცხადება გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"დინამო ბათუმი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთით დატკბეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და როგორ თამაშობ, ეს თანასწორი თამაშია. წარმატებები გურამს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად,"- წერია განცხადებაში.
კაშიას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც სოლიდარობას უცხადებს.
28 აგვისტოს ფეხბურთელმა გურამ კაშიამ თავისი Facebook-ის გვერდი გააუქმა და ამის მიზეზი მოგვიანებით განმარტა. „მე სანამ ერთი გულშმატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი კულტურა, რელიგიური ადამიანი ვარ“, - დაწერა კაშიამ Instagram-ზე.
გურამ კაშიას მიმართ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გასულ სეზონში ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, მან საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტნის მსგავსად, ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაური გაიკეთა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა. მოგვიანებით, კი სამკლაურის გაკეთების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, კოლეგებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
ფეხბურთელის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მარშის წევრები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
ყველა სიახლე
01 მარტი 2026, 14:30
საზოგადოება
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზების წმენდა გრძელდება. გაიწმინდა თბილისის ქუჩები არსებული გადასასვლელები, გაჩერებები. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
01 მარტი 2026, 14:24
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
01 მარტი 2026, 14:23
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: საერთაშორისო კრიზისების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს
„საბრძოლო მოქმედებები ჯაჭვური რეაქციის რისკს მოიცავს, რომლის კონტროლსაც ისედაც არასტაბილურ რეგიონში უკვე ვერავინ შეძლებს. საერთაშორისო კრიზისების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. მდგრადი მშვიდობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიალოგითა და მოლაპარაკებებითაა მიღწევადი“, - განაცხადა გუტერეშმა.
01 მარტი 2026, 14:19
მსოფლიო
ევროკავშირი ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს
„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩართვის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ. ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“, - წერს კალასი.
01 მარტი 2026, 14:14
ეკონომიკა
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა
1 მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში, უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.
01 მარტი 2026, 14:10
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ, რომ სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სოციალურ ქსელში ეხიანება და აცხადებს, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობსა და სტაბილურობას.
01 მარტი 2026, 14:04
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო დარტყმების ვიდეომასალას ავრცელებს
შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ამერიკული რაკეტების გაშვება და მათ მიერ ირანში სამიზნეების განადგურებაა ასახული. სამხედრო უწყების განცხადებით, ირანი გაფრთხილებულია, რომ არმია შემდგომი ქმედებების შესახებ განკარგულების მოლოდინშია.
01 მარტი 2026, 13:45
რეგიონი
ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
01 მარტი 2026, 13:31
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა
„ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა... აღიქმება, როგორც ღია ომის გამოცხადება მუსლიმების, და განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით შიიტების წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.
01 მარტი 2026, 13:15
მსოფლიო
ირანში ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბაზების დაბომბვის შესახებ განაცხადეს
ირანის არმია აცხადებს, რომ პილოტებმა ბაზებს რამდენიმე ეტაპად წარმატებით დაარტყეს და დასძინა, რომ რეგიონში არსებული ყველა „მტრის სამხედრო ცენტრი“ საჰაერო ძალების გამანადგურებლების წვდომის ზონაშია.
01 მარტი 2026, 13:07
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს: სერგო ორჯონიკიძემაც ზუსტად ის გააკეთა, რასაც თქვენ ცდილობთ - უცხოტომელებთან მივიდა და უთხრა, მე თქვენი იდეოლოგიის მიმდევარი ვარ და დამეხმარეთ, ჩემს სამშობლოში მოწინააღმდეგეები გავანადგუროო
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს მიმართავს, რომ ისინი სერგო ორჯონიკიძის გზას ადგანან. ჩიხელიძეს სწორედ ორჯონიკიძის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ოპოზიცია უცხო ძალების მხარდაჭერით ცდილობს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვებას.
01 მარტი 2026, 12:54
რეგიონი
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
01 მარტი 2026, 12:52
მსოფლიო
ისრაელი თეირანს ბომბავს
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ თეირანში ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმებს ახორციელებენ.
01 მარტი 2026, 12:52
სპორტი
ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია
ლაშა ბექაურმა იონგჰუნ კიმი იპონით დაამარცხა და ტაშკენტის გრან სლემის ნახევარფინალში გადავიდა, - ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
01 მარტი 2026, 12:29
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დაიხურა. აეროპორტებში ათობით ათასი ტურისტია ჩარჩენილი
ავიაკომპანიამ Emirates Airlines დუბაის მიმართულებით და პირიქით ყველა რეისი სულ მცირე 1 მარტის შუადღემდე შეაჩერა. Qatar Airways-ის მონაცემებით, კატარის აეროპორტი სულ მცირე 2 მარტის დილამდეა დაკეტილი. საჰაერო სივრცე ასევე დახურული აქვთ ირანსა და ისრაელს.
01 მარტი 2026, 12:06
რეგიონი
ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
01 მარტი 2026, 12:05
თავდაცვა
კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
01 მარტი 2026, 11:52
მსოფლიო
ასობით დემონსტრანტი კარაჩიში აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა
პოლიციამ და სამხედროებმა დემონსტრანტების დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მოჰამად ჯავადმა. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი დემონსტრანტი მოკლულია, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ირანული მედიის მონაცემებით, დაღუპულია 10 დემონსტრანტი.
01 მარტი 2026, 11:49
რეგიონი
„24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება“ - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე
ზვავსაშიშროების საფრთხე გუდაური-კობის მონაკვეთზე ისევ მაღალია, აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. ასევე, ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე.
01 მარტი 2026, 11:25
პოლიტიკა
დამოუკიდებელი მედიების მისამართით განხორციელებულ თავდასხმაზე ბრიტანეთის საელჩო მე-6 დღეა, დუმს
მე-6 დღეა, დუმს ბრიტანეთის საელჩო, დამოუკიდებელი მედიების მისამართით განხორციელებულ თავდასხმაზე, უარგუმენტო და აბსურდულ ბრალდებებზე.


