გორელმა ბავშვმა თავისი გატაცების ამბავი მოიგონა
ფოტო: shutterstock.com
შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს შეტყობინება ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 10-წლამდე ბავშვმა ამბავი მოიგონა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
შემთხვევა დღეს მოხდა. მოსწავლემ სკოლიდან შინ მისვლა დააგვიანა. დაგვიანების მიზეზად დედასთან აღნიშნა, რომ იგი უცნობი პირმა გაიტაცა.
ბავშვის მონათხრობით, სკოლიდან გასვლისას შავ მანქანაში სათვალიანმა პირმა ძალით ჩასვა. შემდეგ ,,გამტაცებელმა" მანქანა იგოეთთან გააჩერა და ტელეფონით დაიწყო საუბარი. ,,დრო ვიხელთე, მანქანიდან გადავხტი და ლეხურას პირზე დავეშვი," - უამბო ბავშვმა მშობელს.
მოზარდი მშობელთან ერთად პოლიციის შენობაში დასაკითხადაც იყო. პოლიციამ სკოლიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღო. გაირკვა, რომ ბავშვმა ამბავი მოიგონა და პოლიციამაც მოკვლევა შეწყვიტა.
ყველა სიახლე
10 აგვისტო 2026, 09:30
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ტრამპის მიერ შემუშავებული 15-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე უარს ამბობს
ისრაელი ტრამპის მიერ შემუშავებული 15-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე უარს ამბობს, - აცხადებს ისრაელის პრემიერი. საქმე „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას ეხება, რომლის ინიციატორიც შტატების პრეზიდენტია. გეგმა ჰამასის განიარაღებას და სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას ითვალისწინებს.
10 აგვისტო 2026, 09:26
მსოფლიო
ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა დაარტყეს
ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა დაარტყეს. დრონებით იერიში ჯიზანში მდებარე საწარმოზე განხორციელდა. დაჯგუფების მიერ გავრცელებული ცნობით, თავდასხმა „საუდის არაბეთის მტრული დრონების საადის და ჰაჯის პროვინციების საჰაერო სივრცეში შეჭრის საპასუხოდ“ განხორციელდა.
10 აგვისტო 2026, 09:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იყოს ტორპედირებული
გამოძიება ჩაუღრმავდება თუ რა მოტივები იყო და რა წყაროებს ეყრდნობოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებას.
10 აგვისტო 2026, 09:10
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება, ან უნებლიედ დაშვებული შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა
ეს არის ბოროტი სიცრუე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
09 აგვისტო 2026, 23:34
სპორტი
სპორტის მინისტრი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონიას დაესწრო
თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის პირველობა გაიმართა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
09 აგვისტო 2026, 22:01
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები გაიხსნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში
პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
09 აგვისტო 2026, 21:38
საზოგადოება
გივი მიქანაძე: თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება, სკოლა მშობელთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომლის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან
თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება, სკოლა მშობელთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
09 აგვისტო 2026, 21:34
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია
სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება 25-25 ლარით, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
09 აგვისტო 2026, 21:16
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს
2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
09 აგვისტო 2026, 18:40
პოლიტიკა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ ბორჯომში. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
09 აგვისტო 2026, 18:15
მსოფლიო
მოლდოვაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა
წინასწარი მონაცემებით, ადგილზე საბრძოლო დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების სპეციალისტები გაემგზავრნენ.
09 აგვისტო 2026, 17:38
მსოფლიო
პენტაგონმა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს წარმოების ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდა
ბოლო კვირებში პენტაგონი პროცესების დაჩქარებაზე მუშაობს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს ხდება „უფრო ფართო მოდერნიზაციული ძალისხმევის ფარგლებში“, რომელიც ჯერ კიდევ ირანთან ომამდე დაიწყო.
09 აგვისტო 2026, 17:27
სპორტი
დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება
დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება.
09 აგვისტო 2026, 17:21
მსოფლიო
რომის პაპი: ომი მხოლოდ მეტ ომსა და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შეჩერდეს ძალადობა. დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას
„ტრაგიკული ინციდენტები მრავლდება, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მუდმივად მზარდ რაოდენობას იწვევს. კვლავ გულწრფელად მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და შეწყდეს თავდასხმები მშვიდობიან სამიზნეებზე“, - განაცხადა პაპმა.
09 აგვისტო 2026, 17:19
საზოგადოება
თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. გაზრდილი ნაკადების პარალელურად, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით, გზის ცალკეული მონაკვეთები გაფართოვდა, რაც, როგორც აღინიშნა, გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს ხდის.
09 აგვისტო 2026, 17:13
მსოფლიო
ირანულ მედიაში მოჯთაბა ხამენეის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა
ირანულმა მედიამ ქვეყნის სულიერი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გაავრცელა, კადრებში აიათოლა სტუდენტებს შორის ზის და, სავარაუდოდ, რელიგიის გაკვეთილს ატარებს. როდისაა ვიდეო გადაღებული, ირანული სააგენტო არ აკონკრეტებს.
09 აგვისტო 2026, 17:07
მსოფლიო
აბას არაღჩი: ამ მომენტში ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკება არ შედგება, სანამ არ შეწყდება უკვე მიღწეული შეთანხმების დარღვევა, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
09 აგვისტო 2026, 17:01
მსოფლიო
ფილიპინებზე ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა, ჩინეთში კი ევაკუაცია გამოცხადდა
ფილიპინებსა და ჩინეთს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. განსაკუთრებით დაზარალდა ფილიპინები. ტაიფუნმა იქ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრში 8 რეგიონი მოექცა, სადაც, საერთო ჯამში, 380 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 7 კი დაშავდა.
09 აგვისტო 2026, 16:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა წყევლიან კრემლს, გამოჩნდნენ ზუსტად მაშინ და თქვეს ზუსტად ის, რაც დაწყებული ქართულ-აფხაზური პროცესის ისევ კრემლისთვის ხელსაყრელ ისტორიულ ჩიხში დაბრუნებას უწყობს ხელს. არის თუ არა ეს კლასიკური სამშობლოს ღალატი?
პარტია „ ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ახლახან თურქეთში სოხუმის დე ფაქტო „სრულუფლებიანი წარმომადგენელი“ დაადანაშაულეს თურქეთის მიერ აფხაზური პასპორტების აღიარების შეფერხებაში. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამავე ადამიანს ადანაშაულებენ ქართულ მხარესთან ქართული საქონლის დაშვების საკითხზე კონტაქტებში მონაწილეობაში.
09 აგვისტო 2026, 16:15
სამართალი
პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


