ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგული და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: არქივი
ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი ქმედითი თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგულ და ძლიერ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაციაზე „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება ნატოსთან, აშშ-სთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და მათ გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ამ თვალსაზრისით, ყოველდღიურად ვაძლიერებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება. წელს განახლდა და უფრო გაფართოვდა ის შესაძლებლობები, რომელიც ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელმაც ახლახან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან და ჩამოყალიბდა ნატოსთან აფილირებულ ცენტრად. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ წარმატებით იმართება აღნიშნული ცენტრი ქართველი სამხედროების მიერ. ნატოსთან თანამშრომლობის პარალელურად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც საყოველთაო შეფასებით, მათ შორის, ამერიკელი კოლეგების შეფასებით, არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. ჩვენ გავაფორმეთ და აქტიურად ვასრულებთ 3 წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანებსა და ვალდებულებებს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს ჩემი ვიზიტის დროს განახლდა 3 წლიანი ხელშეკრულება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებთან, თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო და განმარტა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სფეროში ურთიერთობები გაღრმავდა და უფრო ნაყოფიერი გახდა.
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კონტექსტში მან მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა და ნატოს წევრ ქვეყნებთან განხორციელებულ და დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებზე ისაუბრა.
„საერთაშორისო სწავლებების მზარდი დინამიკა და მასშტაბები კი, ნატოს წევრი ქვეყნებისა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილ მხარდაჭერასა და მუდმივ რეჟიმში ჩვენი ჯარის გაძლიერებას. 2020 წელს, კოვიდპანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) წარმატებით ჩატარდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ნდობის გამყარებას, საერთო მიზნისა და ღირებულებების დაცვასა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნის დონის ამაღლებას უწყობს ხელს.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 12:35
მსოფლიო
გერმანელების უმეტესობას სურს, რომ შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს
გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 59% მხარს უჭერს იდეას, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გამოკითხვაში მონაწილეთა 26% ამ იდეას ეწინააღმდეგება, ხოლო 15% არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი 2021 წლის ბოლოს გამართა. გერმანულმა მედიამ 1 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოლცს პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა სურს. თუ შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, გერმანიის კანცლერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს აღადგენს.
11 ოქტომბერი 2024, 12:18
სამართალი
სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და შოთა ჭიჭიაშვილს მისი თვალთვალი დაავალა - პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა
პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი:
11 ოქტომბერი 2024, 12:07
მსოფლიო
სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ს სთხოვენ ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს
სპარსეთის ყურის ქვეყნები თხოვნით მიმართავენ აშშ-ს ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი შეშფოთების მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ თუ ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყამს, თეირანის საპასუხო იერიშის დროს შესაძლოა სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ნავთობის ობიექტები დაზარალდნენ. კონფლიქტში ჩარევისგან თავიდან აცილების მიზნით საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბთა საამირომ და კატარმა ისრაელს ირანზე თავდასხმისთვის საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობაზე უარი განუცხადეს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ ვაშინგტონს აცნობეს.
11 ოქტომბერი 2024, 11:47
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
11 ოქტომბერი 2024, 11:45
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, Vlll ლეგიონისა და ქევხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:37
არჩევნები 2024
ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
11 ოქტომბერი 2024, 11:34
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:31
ტაბლოიდი
ამერიკელმა ქალმა კაზინოში წაგების შემდეგ ნაყიდი ლატარეის ბილეთით $50 ათასი მოიგო
სააგენტო UPI-ს ცნობით, ქალმა კაზინოში მხოლოდ 20 დოლარი მიიღო და სახლში დაბრუნებისას, რკინიგზის სადგურზე ამ თანხით ლატარეის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად მან 50 ათასი დოლარი მოიგო.
11 ოქტომბერი 2024, 11:29
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ იწრიასა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.
11 ოქტომბერი 2024, 11:21
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას
რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:13
არჩევნები 2024
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
11 ოქტომბერი 2024, 11:08
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:07
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:02
კულტურა
BBC „სიამაყისა და ცრურწმენის“ სპინოფს გადაიღებს🎩
შოუ 10 სერიისგან შედგება, სცენარი სარა კუინტრელმა დაწერა. სიუჟეტი ჯეინ ოსტინის საკულტო რომანის ნაკლებად პოპულარული პერსონაჟის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულს ეძებს.
11 ოქტომბერი 2024, 10:59
მსოფლიო
რუსეთმა ოდესის ოლქი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.
11 ოქტომბერი 2024, 10:55
პოლიტიკა
მაია ბითაძემ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
11 ოქტომბერი 2024, 10:51
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დასახლებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს, ასევე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.