Imedi /  07 მაისი 2019, 11:58 / სანდო წყარო

ცნობილია რა სიახლეებს წარადგენს Google-ი დეველოპერების კონფერენციაზე

Google I/O

Google I/O

Google-ის დეველოპერების კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. 7 ათასამდე დეველოპერი კონცერნის აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიჩაის გამოსვლისთვის კალიფორნიაში იკრიბება. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

ტექნოლოგიური გიგანტის კონფერენციაზე Google-ი უახლესი მიღწევების შესახებ ილაპარაკებს.

დეველოპერების კონფერენციაზე Google-ის წარმომადგენელი Pixel-ის სმარტფონებზე (3A და 3A XL) და მის ტექნიკურ მახასიათებლებზე ილაპარაკებს. ღონისძიებაზე წარადგენენ Nest Hub Max-საც, რომელსაც 10-ინჩიანი HD ეკრანი და სტერეო სპიკერები ექნება. კონფერენცია არ ჩაივლის Android Q-ს პრეზენაციის გარეშე. Android Q Google-ის ოპერაციული სისტემის მე-17 ვერსია იქნება. მეტი დეტალი გახდება ცნობილი Google Stadia-ს შესახებაც. ილაპარაკებენ განახლებული ხმოვანი ასისტენტისა და Google Lens-ის შესახებ. ყურადღება გამახვილდება Google Photos გაუმჯობესებასა და სხვა უამრავ დეტალზე. 

Google-ის დეველოპერების კონფერენცია 7-9 მაისს აშშ-ში იმართება. ღონისძიება თბილისის დროით დღეს, 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ეთერისთვის თვალის მიდევნება 20:30-დან იქნება შესაძლებელი. 

ყველა სიახლე

ტოჩინოშინი

22 მაისი 2019, 12:37

სპორტი

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცხდა

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცდა. ტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე მაეგაშირა აბი იყო. ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ნაცუ ბაშოზე სულ 15 ბრძოლა იმართება, შესაბამისად, დარჩენილი 4 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთის მოგებაც საკმარისია.

სკოლა

22 მაისი 2019, 12:29

საქართველო

ექიმის ვარაუდით, ბავშვებში ტყვიის მომატების მიზეზი შესაძლოა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოყენებული საღებავები იყოს

"დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც ამ რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და სულ უფრო მეტი კონცენტრაციის მიღება ხდება ბავშვთა ასაკში ამ მეტალისა“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ.

ბათუმი

22 მაისი 2019, 12:23

საქართველო

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს "ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნება. სლოგანის მსგავსად „ზაფხული იწყება აქ“ უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც. ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დახვდებათ.

ნაყინი

22 მაისი 2019, 12:15

ეკონომიკა

ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია. მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.

22 მაისი 2019, 11:57

საქართველო

თბილისის ისტორიულ ნაწილში გარკვეული სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდება

რეგლამენტი ისტორიულ ქალაქში ჩარევების ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს განსაზღვრავს, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ რეგულაციებს ჩაანაცვლებს.

კახა კალაძე

22 მაისი 2019, 11:54

საქართველო

კალაძე: ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს

„კვების რაციონზე ბევრი ვიმუშავეთ, ამაში დაგვეხმარა საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩემი მოადგილე და ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელიც იყვნენ ჩართული და შემიძლია ვთქვა, რომ კალორაჟი შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ ყოფილა და არც იქნება სამომავლოდ. ჩვენთვის ბავშვების ჯანსაღი კვება არის პრიორიტეტი“, - განაცხადა კალაძემ.

22 მაისი 2019, 11:46

საქართველო

მერია ჭავჭავაძეზე ნაგვის ურნების მიწის ქვეშ ჩატანას გეგმავს

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწის ქვეშ ჩაიტანენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, პროექტი ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია განხორციელებული და საქართველოში პირველად ის ჭავჭავაძის ქუჩაზე საპილოტედ გაკეთდება.

22 მაისი 2019, 11:45

საქართველო

ბორჯომში კავკასიური ფიჭვის 2 500 ნერგი დაირგო

ბორჯომში გაიმართა „ბორჯომის გმირი 2019-ის“ დაჯილდოების ცერემონიაც. კომპანიის ინიციატივით, „ბორჯომის გმირი 2019-ის“ სტატუსი მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის „იმედის“ პროდიუსერს შორენა ცხოვრებაშვილს მიენიჭა. ეს სტატუსი მიანიჭეს ასევე სამცხე-ჯავახეთის მთავარ მეტყევეს,კობა სილაგაძეს.

კურტ კობეინი

22 მაისი 2019, 11:40

ტაბლოიდი

კურტ კობეინის მიერ გამოყენებული ერთჯერადი თეფში 22 400 დოლარად გაიყიდა

ჯგუფ Nirvana-ს ლიდერის კურტ კობეინის მიერ გამოყენებული ერთჯერადი თეფში აუქციონზე 22 400 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. კობეინმა თეთრ თეფშზე შავი ფლომასტერით 1990 წლის 23 აპრილს ვაშინგტონის კონცერტზე Nirvana-ს მიერ შესრულებული სიმღერების სია დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის შემდეგ თეფში ჯგუფ THUD-ის წევრმა ჯონი რიგსმა წაიღო და მას სახლში თითქმის 30 წელი ინახავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო

22 მაისი 2019, 11:35

ძალოვნები

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ 4 ფეხბურთელს პატიმრობა შეეფარდა, 7-ს კი - 10 000 ლარიანი გირაო

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ოთხ დაკავებულს - ნიკა დაუშვილს, ირაკლი ხუჭუას, ვახტანგ ჯაყელს და ლაშა ჩაფიძეს პატიმრობა შეეფარდა, ხოლო დანარჩენ 7 ბრალდებულს - გიორგი ბედიაშვილს, ირაკლი ბაჯელიძეს, ჯონი შეროზიას, რობერტ იმერლიშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნოდარ კიკნაველიძესა და ნიკოლოზ მაისურაძეს 10-10 000 ლარიანი გირაო.

22 მაისი 2019, 11:34

ეკონომიკა

წელს Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს გააორმაგებს

30 მაისს სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

Elsevier

22 მაისი 2019, 11:12

საქართველო

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა ექნებათ

ქართველ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თავიანთი უნივერსიტეტებიდან შეეძლებათ ისარგებლონ ისეთი ბაზების სამეცნიერო რესურსებით, როგორებიცაა: Scopus და Science Direct, Funding Institutional (Scival Funding).

მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება

22 მაისი 2019, 11:09

ძალოვნები

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის არასრულწლოვანი დედა დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.

22 მაისი 2019, 10:55

კულტურა

ბუკერის პრემია ომანელმა მწერალმა ჯოხა ალჰარტიმ მიიღო

2019 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი ომანელი მწერალი ჯოხა ალჰარტი გახდა რომანისთვის „ციური სხეულები“. ალჰარტი პირველი ლაურეატია, რომელიც არაბულ ენაზე წერს. 50 000 ფუნტი სტერლინგის ფულად ჯილდოს ის წიგნის ინგლისურ ენაზე მთარგმნელს მერილინ ბუტს გაუყოფს.

პოლიცია

22 მაისი 2019, 10:51

მსოფლიო

ჯაკარტაში არეულობის ორგანიზების ბრალდებით 20 ადამიანი დააკავეს

მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, 17 აპრილის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ქუჩაში გამოსულებმა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება გააპროტესტეს, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრელებული მონაცემების მიხედვით ხმათა 55. 5 პროცენტი მოიპოვა.

„ჯორჯიან მანგანეზი“

22 მაისი 2019, 10:36

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზი“: დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვეს

"შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს,"- წერია განცხადებაში.

ალადინი

22 მაისი 2019, 10:35

კულტურა

გაი რიჩის „ალადინის“ პრემიერა გაიმართა

მსახიობი ალადინის ახალ ეკრანიზაციაში ჯინის როლს ასრულებს. გმირი მაყირებელმა 25 წლის წინ შექმნილ მულტფილმში ლეგენდარული მსახიობის, რობინ უილიამსის გახმოვანებით შეიყვარა.

Trey Songz

22 მაისი 2019, 10:04

ტაბლოიდი

Trey Songz მამა გახდა

ამერიკელი მომღერალი და რეპერი Trey Songz მამა გახდა. სიახლის შესახებ ინფორმაცია კი თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში. ახალშობილ ბიჭს ნოა დაარქვეს.

სოხუმი

22 მაისი 2019, 09:50

ტაბლოიდი

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება

როგორც უკვე ცნობილია, თავდაპირველად არჩევნები 21 ივლისს იყო დაგეგმილი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ე.წ. ოპოზიციონერ ასლან ბჟანიას ოჯახი ე.წ. არჩევნების ახალ თარიღს დათანხმდა, რადგან ოპოზიციონერი ე.წ. საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას შეძლებს.

შინაგან საქმეთ სამინისტრო

22 მაისი 2019, 09:36

ძალოვნები

შსს-მ ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. მანამდე სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროვებაში დაადანაშაულა.