Imedi /  11 მაისი 2019, 07:47 / სანდო წყარო

პოდკასტები Google-ის საძიებო ველში გამოჩნდა

Google

Google-ის ახალ პოდკასტებზე ფოკუსირებული საძიებო შედეგები Desktop-ბრაუზერებისთვის ამოქმედდა. ამის შესახებ კომპანიამ მიმდინარე კვირას Google I/O 2019-ზე განაცხადა. ინფორმაციას The Verge-ი ავრცელებს

პოდკასტების ძიებისას საძიებო ველში ამიერიდან სამი ყველაზე ახალი ეპიზოდი გამოჩნდება, რომლის მოსმენაც პირდაპირ Desktop-ბრაუზერიდან, კონკრეტულად კი ვებგვერდიდან podcasts.google.com Google-ის ვებ-ფლეიერის მეშვეობით არის შესაძლებელი.

Google-ი არ არის პირველი კომპანია, რომელმაც ვებგვერდიდან პოდკასტების მოსმენა გახადა შესაძლებელი. აპრილში, Apple-მა პოდკასტების მოსმენის შესაძლებლობა მომხმარებელს პირდაპირ ვებგვერდიდან მისცა.

ყველა სიახლე

ლევან ხაბეიშვილი

25 იანვარი 2022, 14:44

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება

წინასწარ ცნობილია, რომ გუნდში ამ საკითხზე აზრთა სხვასხვაობაა. ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა როდის და რა ფორმით განაახლებს პარტია სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას.

პაატა მანჯგალაძე

25 იანვარი 2022, 14:39

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე „ნაცმოძრაობაზე“: დაკავებულია მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ მათ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იქნება ემოციაზე დაფუძნებული

მე მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა, დაკავებული არის მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და მათ უჭირთ მთელ რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იქნება ემოციაზე დაფუძნებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 იანვარი 2022, 14:39

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ორჯერ იყვნენ მოსულები სხდომათა დარბაზში, ორჯერვე ერთადერთი მიზნით - ამხტარიყვნენ მაგიდაზე, მოეწყოთ დებოში

„მათი საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნება დღეს უკვე სიახლის მომტანი არ არის, იმიტომ რომ 2 წელი ხელიდან გაუშვეს და ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში არც კრიტიკული თვალსაზრისით, არც საკანონმდებლო მუშაობის კუთხით, არ შემოუტანიათ. ორჯერ იყვნენ მოსულები პარლამენტში, სხდომათა დარბაზში და ორჯერვე ერთადერთი მიზნის გამო - ამხტარიყვნენ მაგიდაზე, მოეწყოთ დებოში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ივანე ჩხაიძე

25 იანვარი 2022, 14:27

COVID19

ივანე ჩხაიძემ განმარტა რა შემთხვევაში საჭიროებს კოვიდინფიცირებული ბავშვი ჰოსპიტალიზაციას

„ამ დროს შეიძლება გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მშობლებისთვის კარგად არის ნაცნობი და რასაც ვაკეთებდით ყოველ ზამთარს გრიპის შემთხვევების მატების დროს. ტემპერატურის მართვა კორონავირუსის დროს და ტემპერატურის მართვა გრიპის დროს არაფრით განსხვავდება. აბსოლუტურად ერთი და იგივე წესები. ასე რომ აუცილებლობა, რომ რახან ბავშვს აქვს კორონავირუსი, უნდა იყოს გადაყვანილი [კლინიკაში], მით უმეტეს „ომიკრონის“ შემთხვევაში, რომელიც „დელტაზე“ სამჯერ ნაკლებად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, არ არსებობს. სამჯერ ნაკლებია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთა მდგომარეობაც იმდენად მძიმეა, რომ სჭირდებათ საავადმყოფოში მართვა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძე

25 იანვარი 2022, 14:25

COVID19

ივანე ჩხაიძე: არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ

იაშვილის კლინიკაში ძირითადად ჰოსპიტალიზდებიან ბავშვები სწორედ მწვავე ფაზის შემდეგ გადატანილი მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ბავშვი არ შემოსულა, სადაც „ომიკრონი“ არის დადასტურებული, - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“, რითაც უპასუხა კითხვას - რამდენად მაღალია „ომიკრონის“ პირობებში ბავშვებში პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთების განვითარების ალბათობა.

25 იანვარი 2022, 14:25

COVID19

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი საათი რჩება „ომიკრონი“ პლასტიკურ ნაწარმსა და ადამიანის კანზე. დეტალურად

კიოტოს მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ შტამი პლასტმასისა და ადამიანის კანის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, წინა ვარიებზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში ცოცხლობს.

25 იანვარი 2022, 14:20

საზოგადოება

დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ეს ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. დიდი დიღმის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე, რომელზეც ძველი სპორტული მოედანი მდებარეობდა და გაყიდული იყო რამდენიმე მესაკუთრეზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა მოხდა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

25 იანვარი 2022, 14:08

თავდაცვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თეონა აქუბარდიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან, დავით ფერაძესთან შეხვედრა გამართეს.

25 იანვარი 2022, 14:04

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 355 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 71 709 180 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 868 512 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე საფრანგეთია (16 917 8464), მესამეზე კი ინდოეთია (39 799 202).

ირაკლი ღარიბაშვილი

25 იანვარი 2022, 13:51

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვალშიც გაგრძელდება, ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი არ იზრდება, რაც „ომიკრონის“ შტამის საკმაოდ სუსტ მიმდინარეობაზე მიუთითებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, საფრთხე მაინც მაღალია, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციას და ორჯერადად ვაქცინირებული პირების ე.წ ბუსტერ დოზით აცრას.

25 იანვარი 2022, 13:35

მსოფლიო

კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე დასწრების მცდელობისას, ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია

კამერუნში, სადაც აფრიკის ერთა თასის მატჩები იმართება, ერთ-ერთ თამაშზე დასწრების მცდელობისას, მოედნის შესასვლელთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთი ბავშვია. დაშავებულია 38 პირი.

25 იანვარი 2022, 13:23

COVID19

პირები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ.

25 იანვარი 2022, 13:18

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 143 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790 პროცენტით, მაქსიმალური 9.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.795 პროცენტით განისაზღვრა.

25 იანვარი 2022, 13:15

საზოგადოება

რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა, რომ თავიდან აიცილონ ელექტროენერგიის დავალიანების დაგროვება

დეკემბერში აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა გამოიწვია. მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის მეორე ქვითრის გადახდის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, იანვრის ბოლომდე გადავადდა.

ზურაბ ქადაგიძე

25 იანვარი 2022, 12:53

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: დიდი ხანია გუბაზი პირდაპირ სააკაშვილის რუპორად არის ქცეული. სწორედ, გუბაზის პირით შეუთვალა ოპოზიციას მიშამ, რომ არიან ნულები და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ

როგორც გაფუჭებული საათი დღე-ღამეში ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს, ხანდახან გუბაზის მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსებიც ამბობენ სიმართლეს. თუმცა, აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ეს უგვანო რას ამბობს, იმას აქვს მნიშვნელობა, რატომ ამბობს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას „ნულების პარადი“ უწოდა.

გუბაზ სანიკიძე

25 იანვარი 2022, 12:49

პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე ოპოზიციაზე: ნულების პარადია, ჩემ თავსაც ვგულისხმობ

„ნულების გადანაცვლებით, ნულების პარადია... ჩემ თავსაც ვგულისხმობ, ვინმეს კი ნუ ეწყინება“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში, „რეაქციაში“ სტუმრობისას.

25 იანვარი 2022, 12:48

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი განახლებული სპორტული მოედანი შეემატა

ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა კიდევ სამ მინი სტადიონზე. სპორტულ მოედნებზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 160 000 ლარი დახარჯა.

ამირან გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:42

COVID19

ამირან გამყრელიძე: უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ

უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

25 იანვარი 2022, 12:42

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე: თითქოს შურთ, რომ კონფლიქტი აქ არ არის და უკრაინაშია

ყველაფერს აკეთებ, რასაც შენგან საერთაშორისო საზოგადოება, შენი მეგობარი ხალხი და ქვეყანა, უკრაინა ელის, ამ დროს ოპოზიცია გეუბნება - ასე არა, რაღაც ქენი, თითქოს შურთ, რომ კონფლიქტი აქ არ არის და იქ არის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

25 იანვარი 2022, 12:42

რეგიონი

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

„აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება სოფელი ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით. ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გასტანს. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა კვლავ გადმოერთვება ცენტრალურ გზაზე“, - აღნიშნული დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.