Imedi /  07 ივნისი 2019, 17:16 / სანდო წყარო

როგორი იქნება ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილი

დედაქალაქის მერმა ვიდეოჩართვისას იმ ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა, რომლის წარმოება საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ე.წ. „ქარშეარინგის“ ფარგლებში იმოძრავებენ და მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მსგავსი ავტომობილების დანერგვა გარემოსდაცვით სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. 
 
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სმარტფონებზე „ქარშეარინგის“ აპლიკაცია გადმოწეროს, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილი აიყვანოს და ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეს. დღეს მე წარმოგიდგენთ ავტომობილს, რომლის წარმოება, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა, ქუთაისში მოხდება. დღეს ჩვენ ქალაქში ბევრი ელექტრომობილი გვჭირდება იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს და ეს ყველაფერი, სხვა ეკოლოგიური ღონისძიებების, მაგალითად, მშენებლობის რეგულაციებისა და გამწვანების სამუშაოების პარალელურად უნდა მოხდეს. საბოლოოდ, ამ ღონისძიებების შედეგად, ქალაქი უნდა გახდეს ეკოლოგიურად მოწესრიგებული.  ტექნიკური მონაცემებით, სრულად დატვირთული აკუმულატორი, დაახლოებით, 400 კილომეტრს გაგატარებთ. ვფიქრობ, სახელწიფო დაწესებულებები ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე, რომ საზოგადოებას მივცეთ სტიმული,  ელექტრომობილები შეიძინონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენებს ამონტაჟებს.  

„რაც ყველაზე მთავარია, ქართული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ელექტრომობილებს აწარმოებს, გვეუბნება, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა. ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქში მაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ. ვესაუბრებით ბენზინგასამართ სადგურებს, შესაბამის კომპანიებს, რათა მათი ჩართულობითა და დახმარებით, ეს პროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოში განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქარშეარინგის“ სერვისი თბილისში აპრილის დასაწყისიდან არის ხელმისაწვდომი.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ტრამპის სექსისტურ და რასისტულ განცხადებას კონგრესმენმა ქალებმა უპასუხეს

ახლად არჩეულმა დემოკრატმა ქალმა კონგრესმენებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „რასისტულ გამონათქვამს“ პრესკონფერენციაზე უპასუხეს. კონგრესმენები ამერიკელებს მოუწოდებენ, „ანკესზე არ წამოეგონ“. აიანა პრესლის თქმით, პრეზიდენტის მიზანი მათი მარგინალიზაცია და გაჩუმება იყო.

მარკ ესპერი

16 ივლისი 2019, 10:06

მსოფლიო

თეთრმა სახლმა თავდაცვის მდივნის პოსტზე მარკ ესპერი წარადგინა

ესპერი თავადაცვის მდივნის მოვალეობას ივნისის შუა რიცხვებიდან ასრულებს. ახლა კი, სანამ მის კანდიდატურას სენატი წამოაყენებს და დაამტკიცებს, ესპერი ფორმალურად თავის წინა თანამდებობას დაუბრუნდება. კერძოდ კი აშშ-ის არმიას.

16 ივლისი 2019, 09:50

მსოფლიო

ევროკავშირმა თურქეთს სანქციები დაუწესა

სანქციების თანახმად, თურქეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანას, ფინანსური დახმარება შეუმცირდება. გარდა ამისა, ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივლისი 2019, 09:33

საქართველო

ზურაბიშვილი მიუნხენში ქართულ დიასპორასა და სტუდენტებს შეხვდა

პრეზიდენტმა ევროკავშირში სექტორული გაწევრიანების ამოცანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი ეტაპი განათლების, კულტურის, ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის მიმართულებით ევროკავშირის პროგრამებში გაწევრიანებაა.

ზაქარია ქუცნაშვილი

16 ივლისი 2019, 09:22

საქართველო

პარლამენტში ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სხდომაზე დღეს ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ნეიმარი

16 ივლისი 2019, 09:10

სპორტი

მედია: ნეიმარმა „პსჟ“ წასვლის შესახებ გააფრთხილა

ნეიმარი „პსჟ“-ში ჯერ კიდევ 8 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მედიის ცნობით, სპორტსმენი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მისი კლუბიდან წასვლის პროცესი ჭიანურდებოდა, რის გამოც ვარჯიშზე უარი თქვა. სავარაუდოდ ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნდება.

ანაკლია

16 ივლისი 2019, 08:51

კულტურა

ანაკლია მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლები ,,მასპინძელი“ ქალაქ ლონდონიდან და ,,ზურმუხტი“ დუბლინიდან. უცხოელი მომღერლები მეგრულ სიმღერებს შეასრულებენ.

16 ივლისი 2019, 08:40

კულტურა

კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ფოლკლორული კონცერტები გაიმართება

კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის ცენტრში პირველი კონცერტი ანსამბლმა ,,სახიობამ" ჩაატარა. შესრულდა ხალხური სიმღერები. მათ შორის „მრავალჟამიერი“ და „ჩაკრულო“. ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით, ერთსაათიანი კონცერტები ყოველკვირეულად გაიმართება.

16 ივლისი 2019, 08:27

საქართველო

პარლამენტში საინიციატივო ჯგუფისა და დამოუკიდებელი ადვოკატების შეხვედრა გაიმართება

დამოუკიდებელი იურისტები პარლამენტს რეზოლუციის პროექტით მიმართავენ, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოში არსებული პრობლემების შეფასებასა და მისი დაძლევის მიზნით საკანონმდებლო ღონისძიებების დაგეგმვას. შეხვედრას პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები, იურისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 ივლისი 2019, 08:13

მსოფლიო

ზელენსკი 12 ქვეყანაში ელჩებს ცვლის

„პრეზიდენტის მიერ ინიცირებულია უკრაინის დიპლომატიური კორპუსის განახლების დაწყება. უკვე მიღებულია მთელ მსოფლიოში საელჩოების 12 ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება. ამის პარალელურად მიმდინარეობს ახალი ელჩების შერჩევისა და გაფორმების სამუშაო“, – ნათქვამია განცხადებაში.

16 ივლისი 2019, 01:08

საქართველო

საგარეო უწყება დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

„მნიშნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან, სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

16 ივლისი 2019, 01:02

მსოფლიო

ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელის დედა მეორედ გაიტაცეს

ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელის სამსონ სიასიას დედა მეორედ გაიტაცეს. ინფორმაციას The Guardian Nigeria ავრცელებს. ქალი საკუთარი სახლიდან ორი დღის წინ შუაღამისას გაიტაცეს. გამტაცებლები ჯერ კონტაქტზე არ გამოსულან.

ჯულიან ასანჟი

16 ივლისი 2019, 00:36

მსოფლიო

CNN: ასანჟი ეკვადორის საელჩოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის იყენებდა

ასანჟმა 2016 წელს საელჩოში საეჭვო შეხვედრები გამართა. ამ დოკუმენტების თანახმად, Wikileaks-ის დამფუძნებელი საელჩოს მართვის პუნქტად იყენებდა. ამავე ინფორმაციით, ასანჟი ხვდებოდა რუსებს და მსოფლიო დონის ჰაკერებს. გარდა ამისა, მან მოიპოვა ძლიერი კომპიუტერული და ქსელური აღჭურვილობა მონაცემების გადასაცემად.

16 ივლისი 2019, 00:27

ტექნოლოგიები

Twitter-მა ვებგვერდი განაახლა

15 ივლისს Twitter-მა ვებგვერდის განახლებული ვერსია ჩაუშვა. განახლებული გვერდი კომპიუტერის ვებ-ბრაუზერზეა ხელმისაწვდომი. კომპანიის ცნობით აღნიშნული გადაწყვეტილება კონტენტის კონტროლს უკავშირდება.

15 ივლისი 2019, 23:45

მსოფლიო

უკრაინამ რუსულ პროდუქციაზე ემბარგო ძალაში 2021 წლამდე დატოვა

უკრაინის ხელისუფლებამ რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს მოქმედების ვადა 2020 წლამდე გადასწია. შესაბამისი განკარგულება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ნაწარმი უკრაინის ბაზარზე ვერც 2020 წელს შევა.

15 ივლისი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს

საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის დასანერგად სიხშირის გამოყოფაზე ტენდერს გამოაცხადებს. რეგულატორის ინფორმაციით, ტენდერი ჯერ ფიქსირებული ფასით გამოცხადდება, შემდეგ კი ბაზრის მოთამაშეებისთვის აუქციონი გაიმართება.

15 ივლისი 2019, 22:40

სპორტი

ვიდეორგოლი, რომლითაც საქართველო FIBA ევროპის ბორდის წინაშე წარდგა

2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ ცნობილი დღეს მიუნხენში გამართულ ცერემონიაზე გახდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ვიდეოგოლი გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველო FIBA ევროპის ბორდის წინაშე წარდგა.

15 ივლისი 2019, 22:21

ეკონომიკა

ფრანგული LVMH-ი Stella McCartney-ის აქციების 10%-ს ყიდულობს

ფრანგული მოდის გიგანტი LVMH მოდის სახლ Stella McCartney-ის 10% ყიდულობს. მოდის სახლი 2001 წელს შეიქმნა სტელა მაკარტნი ბიზნესს მართავდა და აქციების საკონტროლო პაკეტი ამ დრომდე შეინარჩუნა.

გველი

15 ივლისი 2019, 22:18

ტაბლოიდი

ამერიკელმა უნიტაზში შხამიანი გველი იპოვა. ვიდეო

შემთხვევა ქალაქ ჩატანუგაში მოხდა. „ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემს ტუალეტში საშიშ გველს ვიპოვიდი. ძალიან შემეშინდა. როცა მსგავს ამბებს ტელევიზიით იგებ, ვერასდროს იფიქრებ, რომ მსგავსი რამ შესაძლოა შენც დაგემართოს"- წერს ქალი სოციალურ ქსელში.

ლევან ბერძენიშვილი

15 ივლისი 2019, 22:06

საქართველო

ლევან ბერძენიშვილი: გოგებაშვილის სახელმძღვანელოს სკოლაში დაბრუნება მავნებლობაა

მისი თქმით, ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. „დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ“, - წერს ბერძენიშვილი.