GITA-ს თავმჯდომარე 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს სასათბურე მეურნეობაში ეწვია
ფოტო: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორებს GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე სასათბურე მეურნეობაში ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია „ჯი ეს ეი ტექნოლოგიები“ მიზნად ისახავს, საქართველოში პირველად დანერგოს სოფლის მეურნეობის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი თანამედროვე სასათბურე მეურნეობა, რომლის ეფექტურობის წყაროა აეროპონიკის სისტემაში ინტეგრირებული მცენარეთა ვეგეტაციის პროცესის მართვის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფა (software).
„პროექტის ინოვაციურობა, რომელიც ტექნოლოგიის დატესტვის პერიოდში გამოიკვეთა, არის ის, რომ მსგავს ტექნოლოგიებში “ჭკვიანი აეროპონიკა” პირველია, რომელსაც ერთწლოვან კულტურებთან ერთად მრავალწლოვანი კულტურებიც მოჰყავს.
კომპანიის უახლოეს გეგმებში შედის პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანა და ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ბაზრების ათვისება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
13 იანვარი 2025, 17:21
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვნახეთ, რომ ის ყბადაღებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელზეც მიგვითითებდნენ და ხაზს უსვამდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, საბოლოოდ მისი გაუქმების მომენტში აღმოჩნდა ნულოვანი ღირებულების მქონე
ჩვენ ვნახეთ, რომ ის ყბადაღებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელზეც არაერთ შემთხვევაში წლების განმავლობაში მიგვითითებდნენ და ხაზს უსვამდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, საბოლოოდ მისი გაუქმების მომენტში აღმოჩნდა ნულოვანი ღირებულების მქონე იმიტომ, რომ რეალურად არც არაფერი შეცვლილა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
13 იანვარი 2025, 17:17
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვლი 16 იანვარს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 16 იანვარს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 17:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა
„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრისას.
13 იანვარი 2025, 17:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: თუკი რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ დადგინდება და დადასტურდება ჯაშუშობის ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ შესაბამისი რეაგირება
თუკი რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ დადგინდება და დადასტურდება ჯაშუშობის ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
13 იანვარი 2025, 17:11
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში შიშობენ, რომ ტრამპი უკრაინის საკითხზე პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს
ევროკავშირში შიშობენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს. სტატიას ამ შინაარსით Euractiv-ი ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 16:19
საზოგადოება
სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
13 იანვარი 2025, 16:01
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაცია - საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა, აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო
ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაციული საქციელი- საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ამჯერად ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა. აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს სასტუმროს რესტორანში სრულიად შემთხვევით შეესწრო და ქართველ დეპუტატებს ემოციურად მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წვერი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
13 იანვარი 2025, 15:54
მსოფლიო
პოლონეთში IKEA-ს საწყობში რამდენიმე ასეულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს მიაგნეს
პოლონეთში, ავეჯის მაღაზია IKEA-ს საწყობში რამდენიმე ასეულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს მიაგნეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 15:52
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესაც გადადიხარ ძალადობაზე და გაქვს სურვილი, მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ გამოვა, მეგობრებო
„დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით და, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ფაქტზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
13 იანვარი 2025, 15:49
პოლიტიკა
კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება
„ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელი ის ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, მაგრამ ამის გამო ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ და მიაყენონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, რასაც ვუყურეთ წინა დღეებში, არის ჩვეულებრივი ფაშიზმის გამოვლინება. არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის ვითარებაა და ეს ფაშიზმი ყველგან დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
13 იანვარი 2025, 15:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო აქციოს კოლონიად
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
13 იანვარი 2025, 15:36
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? საზოგადოებას და მითუმეტეს თანამშრომლებს არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ
როცა დასაქმებულთან ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას - ან ვაგრძელებთ, ან - არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურების ხელმძღვანელებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. კახა კალაძემ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული სიის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც თითქოს თბილისის მერიის სამსახურების უფროსები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით უშვებენ.
13 იანვარი 2025, 15:26
მსოფლიო
ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალენემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს უკრაინას.
13 იანვარი 2025, 15:21
პოლიტიკა
კახა კალაძე: არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას
არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
13 იანვარი 2025, 15:21
პოლიტიკა
კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ
ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
13 იანვარი 2025, 15:11
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: 2025 წელს პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს მიხაელ როთი, ეს გათხოვილი კაცი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ეს იქნება ძალიან კარგი
„ვამბობდით, რომ დაამარცხებდა მიხაელ როთის ლგბტ დროშით „კოლექტიური ნაცმოძრაობას“ ეს კაცი და დაამარცხა. მერე წარუმატებელი იქნებოდა მათი ნებისმიერი ფაფხური და წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ჩემი სურვილია, რომ გათხოვილ კაცს მიხაელ როთს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მომავალი გასამართლებული „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. აი ვნახავთ, 2025 წელს პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს მიხაელ როთი, ეს გათხოვილი კაცი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ეს იქნება ძალიან კარგი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
13 იანვარი 2025, 15:09
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციისთვის დემოკრატია ქაოსია, დემოკრატიული ქვეყნებისთვის კი - წესრიგი. სწორედ ეს წესრიგი არ მოსწონთ და სურთ რეპრესიებად მონათლონ, საზოგადოების უმეტესობას კი, სიმკაცრეს ითხოვს
დროა ხელისუფლებამ უფრო მკაცრად დაიცვას „დემოკრატიული სახელმწიფოს წესრიგი” საქართველოში. დღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი სწორედ ამას ითხოვს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს აფასებს.
13 იანვარი 2025, 15:04
პოლიტიკა
კახა კალაძე კულებას განცხადებაზე: მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ
მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.
13 იანვარი 2025, 14:57
ეკონომიკა
საქსტატი: 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა რვა პროცენტით გაიზარდა
2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 429.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.0 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აქედან, ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 868.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 8.1 პროცენტით).
13 იანვარი 2025, 14:54
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე: ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ
ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე საუბრისას.