თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ფოტო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:
· Pevaton - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს დასავლეთ ევროპულ ბრენდებს (მწარმოებლებს) მცირე დამოუკიდებელ მაღაზიებთან (საცალო მოვაჭრეებთან);
· On-demand delivery management platform DeliverOn - პროექტის მიზანია გაამარტივოს და სრულიად შეცვალოს მიწოდების ჯაჭვის ბოლო და ყველაზე ძვირადღირებული ფაზის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
· Bugger Bluggers - პროექტი მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო თამაში VR-ის ბაზარზე;
· ViDooFood - ინოვაციური კონცეფციის მატარებელი სამზარეულო საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში;
· Legalle AI - ცენტრალიზებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა, რომელიც 10-ჯერ შეამცირებს სამართლის დარგის სპეციალისტების მიერ მოკვლევაზე დახარჯულ დროს;
· VISION - Blind Environment sensory system - უნივერსალური სენსორული სისტემა უსინათლოთა და შეზღუდული მხედველობის მქონე პირთათვის, რომელიც მათ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება;
· Cityscape Pro - რევოლუციური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ახდენს არქიტექტურული და ვიზუალური პროგრამების მომხმარებელთა სამუშაოს დიდი ნაწილის ავტომატიზაციას;
· Immune-S - ბიოლოგიური იმუნომოდულატორი, რომელიც გამოიყენება როგორც კიბოს მკურნალობის, ასევე იმუნური სისტემის გააქტიურებისათვის;
· Portal AGRoGEORGIA - სასოფლო მეურნეობის დისტანციური მართვის სისტემა;
· autoElement - პროექტის იდეაა, შექმნას საერთაშორისო კომპანია, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეცვლის ავტონაწილებით ვაჭრობის ინდუსტრიას მსოფლიოს 30 ქვეყანაში;
· Usoft - ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მართვის სისტემა;
· Atom Kids - ექსპერიმენტების ნაკრები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის და შესაბამისი ონლაინ აპლიკაცია;
· Mobile Travel Guide Biliki - ტურისტული მარშრუტების გლობალური სივრცე, რომელიც დაეხმარება მოგზაურებს ტურების დაგეგმვაში, ხოლო ოპერატორებს - ტურების უკეთ გაყიდვაში;
· WebApp - სილამაზის სალონების, ესთეტიკური ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების აპლიკაცია;
· House of the future - სამშენებლო სისტემა, რომელიც იყენებს ბუნებრივ, განახლებად რესურსებს. ეკომეგობრული, 100%-ით განახლებადი და ყველაზე ჯანსაღი სამშენებლო მასალები;
· PAYZE - სივრცე ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მათი ოპერაციების სწრაფ მასშტაბირებას მოახდენს გადახდის ახალი, ადვილად ინტეგრირებადი პლატფორმის, საშუალებებისა და ავტომატიზირებული ტრანზაქციების სქემების მეშვეობით;
· ultra-fast UV Sterilizer - ულტრაიისფერი სხივების სტერილიზატორი, რომელიც დაგვიცავს ვირუსების, ბაქტებიებისა და მიკრობებისგან, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების საგნების მეშვეობით გადადის;
· OMOFOX - ტვირთების მართვის ციფრული კომპანია;
· Rare Earth Elements and Their Alloys, Nano and Micron Sized Powder Production - ნანო და მიკრონის ზომის მიწის იშვიათი ელემენტების (REE) განვითარება და წარმოება;
· Sweeft KYC - პროექტის მიზანია ციფრული ონბორდინგის აპლიკაციის შექმნა. Sweeft KYC შესთავაზებს კლიენტებს მოწინავე ტექნოლოგიებს, რათა მათ შეძლონ მომხმარებლების თანამედროვე თაობის მოზიდვა და ამავე დროს საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება;
გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ტიმ ვაგნერი, ანილ გეჯუანი, შალვა დაუშვილი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. შემოსული 303 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 13:52
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა.
29 სექტემბერი 2026, 13:51
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოჩა ქოქოლაძის საქმე განიხილა
სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოჩა ქოქოლაძის საქმე განიხილა
29 სექტემბერი 2026, 13:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ, სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა რამდენიმე შეგახსენოთ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
29 სექტემბერი 2026, 13:46
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არის საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა და მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე - სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგ დამიზნებით იბრძვის დღეს რადიკალური ოპოზიცია
მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რადიკალური ოპოზიციის არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დავით საყვარელიძის ძალიან სახიფათო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს გლობალურ ძალთა ჭიდილში სამხედრო-ლოჯისტიკური ჰაბი, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი იქნება საქართველოსათვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის მიერ 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციის სახით შემოტანაზე საუბრისას.
29 სექტემბერი 2026, 13:41
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ „ქოცებსო", IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს - ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი „მხარდაჭერა" - 1 პროცენტი
ექსპერტი, ირაკლი ლატარია, IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „ქართული ოცნების" მისამართით გაჟღერებულ მუქარას.
29 სექტემბერი 2026, 13:40
საზოგადოება
ComCom-მა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გამართა
ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა ონლაინ დაცვის, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს დაეთმო. ComCom-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ITU-ს გამოცდილების მნიშვნელობას ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ITU-სთან ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიისა და შესაბამისი უნარების განვითარების მიმართულებით.
29 სექტემბერი 2026, 13:36
პოლიტიკა
ლიკა შარტავა: დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოხუმის დაცემის დღე -1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეულ თარიღს წარმოადგენს.
29 სექტემბერი 2026, 13:31
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან, - განაცხადა ორშაბათს პენტაგონმა.
29 სექტემბერი 2026, 13:27
პოლიტიკა
კახა კალაძე: კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზღვრა.
29 სექტემბერი 2026, 13:23
მსოფლიო
ესტონეთმა რუსეთის სპეცსამსახურები თავდაცვის საწარმოზე თავდასხმაში დაადანაშაულა
ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე აგვისტოში განხორციელებული ცეცხლის წაკიდების უკან რუსული დაზვერვა დგას.
29 სექტემბერი 2026, 13:23
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად
მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში პარალიმპიური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და შემთხვევითი არ არის, რომ მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
29 სექტემბერი 2026, 13:22
საზოგადოება
გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოში გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
29 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
ლიკა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერზე: ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება -საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ.
29 სექტემბერი 2026, 13:08
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
29 სექტემბერი 2026, 13:02
პოლიტიკა
გია აბაშიძე: რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს
რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 12:58
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში, ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმის ვ. ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი) შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ასევე, გამოვლინდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
29 სექტემბერი 2026, 12:54
მსოფლიო
Financial Times: გერმანიამ ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით ულტიმატუმი წამოაყენა
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და ევროკავშირის კიდევ ხუთი ლიდერი იმუქრებიან, რომ ბლოკის მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე „ასობით მილიარდი“ ევროს ოდენობის ხარჯების შემცირება არ იქნება უზრუნველყოფილი, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
29 სექტემბერი 2026, 12:52
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს
„მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის გამო და ამ სასიხარულო ფაქტს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით, ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეამატა თბილისის მეტროს.
29 სექტემბერი 2026, 12:43
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ
ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას. მისი თქმით, ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordze) ცნობილი სიმღერა მხოლოდ შეუარცხმყოფელი სიმღერა არ ყოფილა.
29 სექტემბერი 2026, 12:42
მსოფლიო
ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა მოსკოვს კიევის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს.


