imedi /  10 თებერვალი 2023, 13:19 / სანდო წყარო

უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის გაყიდვა დაიწყო

უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის გაყიდვა დაიწყო სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის სმარტფონების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. სასიამოვნო სიახლე სამსუნგის ერთგულ მომხმარებლებს - თუ 10 თებერვლიდან შეიძენ Galaxy S23 Ultra-ს სამსუნგის ჰოლოგრამით, საჩუქრად მიიღებ სმარტ საათს - Galaxy Watch5 (44mm), ხოლო ოფიციალური Galaxy S23 და Galaxy S23+ მოდელების შეძენისას საჩუქრად უსადენო ყურსასმენი - Galaxy Buds2 გადმოგეცემა. სამსუნგის ჰოლოგრამიან სამივე მოდელზე მოქმედებს ოფიციალური 2 წლიანი გარანტია; ასევე მოქმედებს Trade-In აქციაც - შეგიძლია მიიტანო შენი არსებული სმარტფონი, შეაფასო და მიიღო ფასდაკლება უახლეს ფლაგმანზე.

სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი. ყოველთვის გახსოვდეს, რომ შეიძინო სამსუნგის სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს, Samsung Electronics Co. Ltd-მა უახლესი Galaxy S23 Ultra, Galaxy S23+ და Galaxy S23 წარუდგინა მსოფლიოს, რაც Galaxy სმარტფონების პრემიუმ გამოცდილების ახალი და კიდევ უფრო საინტერესო ეპოქის დასაწყისია.

Galaxy-ის ახალი მოდელების ეპიკური კამერა, კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს მომხმარებლებს აღმოაჩინონ და გამოავლინონ კრეატიულობა, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. Galaxy S23 Ultra პროფესიონალ თუ მოყვარულ მობილურ ფოტოგრაფს, ფენომენალაური კონტენტის გადაღებას ჰპირდება. მისი კამერის მოდული მორგებულია თითქმის ნებისმიერი განათების პირობებს და წარმოუდგენელ დეტალიზაციას გვთავაზობს. პირველად Galaxy სმარტფონებში, Galaxy S23 Ultra-ში ახალ, 200MP კამერას შევხვდებით, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს. S23 Ultra გვთავაზობს კამერის გადაღების რეჟიების ფართო ასორტიმენტს:

• ფოტო/ვიდეო პორტრეტის რეჟიმი - ფონის გაბუნდოვნებით, გაშავთეთრებით ან სხვა ეფექტის მიცემით

• პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღება პარამეტრების ხელით რეგულირების ფუნქციით

• ასტროფოტო 300-ჯერ აჩქარებით, ღამის ვარსვკლავებიანი ცის მოძრაობის აღსაბეჭდად

• ვიდეოგადაღების შესაძლებლობებიც შთამბეჭდავია: 8K ვიდეო, 4K ვიდეო 60@fps, FHD ვიდეო @120fps

• ფოტოების RAW ფორმატში გადაღება შემდგომში სიღრმისეული დამუშავებისათვის

• პრო ვიდეო (აკონტროლე: ISO, ჩამკეტი, თეთრის ბალანსი, ზუმის სიჩქარე, ფოკუსირების მანძილი, ხმის წყარო) პირველად სამსუნგის S სერიების ისტორიაში, საქართველოში ოფიციალურად გაყიდვაში იქნება Galaxy S23 Ultra Qualcomm-ის 4nm ფლაგმანური ჩიპსეტით. თამაშებისა და კონტენტის შექმნის მოყვარულებისათვის უმნიშნელოვანესია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც არღვევენ საზღვრებს და აჭარბებენ მოლოდინს.

„Snapdragon® 8 Gen 2 მობილური პლატფორმა Galaxy-ისათვის“ მსოფლიოს უსწრაფესი მობილური გრაფიკისა და ინოვაციური AI დახმარებით, თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას გვთავაზობს. Galaxy S23 Ultra-ს 5,000 mAh-იანი ელემენტი 20%-ით მეტ ხანს ძლებს. Galaxy S23 Ultra-ში ვხვდებით ჩაშენებულ სენსორულ კალამს S-Pen, რომელსაც Galaxy-ის ერთგული მომხმარებლები კარგად იცნობენ და უყვართ, რადგან იგი იძლევა ამოუწურავ შესაძლებლობას იყვნენ მეტად პროდუქტიულები და კრეატიულები. Galaxy S23 სერიის სმარტფონებში ყველა ახალი ინოვაცია თავმოყრილია მათ გასაოცარ დიზაინში, ხოლო მათი რეციკლირებული მასალებით წარმოება, კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის სწრაფვას eco-მდგრადობისაკენ.

„ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგია იზომება არა მხოლოდ იმით, თუ რის საშუალებას აძლევს იგი დღეს ადამიანებს, არამედ იმითაც, თუ როგორ უწყობს ხელს იგი უკეთეს მომავალს“ - განაცხადა TM Roh-მ, Samsung Electronics-ის Mobile eXperience Business-ის პრეზიდენტმა.

“Galaxy S23 სერია არის ახალი სტანდარტების მატარებელი სანდო, პრემიუმ კლასის სმარტფონები. სიმძლავრისა და ინოვაციების შერწყმით მივაღწიეთ მათ მაქსიმალურ წარმადობას, რომელსაც ნაკლები გავლენა აქვს გარემოზე.“

(R)

ყველა სიახლე

08 მაისი 2026, 19:16

მსოფლიო

Reuters: უკრაინა აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი ეწურება

რუსეთის ზამთრის მასირებული თავდასხმების კამპანიის შემდეგ, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი ეწურება. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა პარასკევს განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაია ომიაძე

08 მაისი 2026, 18:54

ეკონომიკა

მაია ომიაძე: დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და სწორედ ამიტომ ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა

„დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი ფრენები. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით easyJet კვირაში ორი სიხშირით, ხოლო British Airways კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

08 მაისი 2026, 18:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

პროკურატურა

08 მაისი 2026, 18:47

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.

ლევან მუხუზლა

08 მაისი 2026, 18:42

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ყველა რეფორმა, რასაც ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმართულია იმისკენ, რომ ვენახი გაშენდეს თანამედროვე წესებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფით

„ჩვენ გვინდა, ეს წარმატება არ იყოს შემთხვევითი, გვინდა მსოფლიოს ბაზარზე ადგილი მტკიცედ გავიმყაროთ. უმნიშვნელოვანესია ყურძენი და ვენახი და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენახი, რომელსაც ჩვენ გავაშენებთ, იყოს უმაღლესი ხარისხის და იყოს გაშენებული იმ თანამედროვე წესებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფით, რაც ვენახს მისცემს საშუალებას, რომ იყოს გრძელვადიანი წარმატებული ინვესტიცია“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

08 მაისი 2026, 18:31

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა

გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქტიურად მუშაობს და შესაბამის ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაიზარდოს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრისას.

ლევან მეხუზლა

08 მაისი 2026, 18:29

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ღვინოს მხოლოდ ქართული ჯიშებით ვაკეთებთ მაშინ, როდესაც მსოფლიოში დომინირებს რამდენიმე საერთაშორისო - საფრანგეთიდან და იტალიიდან გავრცელებული ჯიშები

ღვინოს მხოლოდ ქართული ჯიშებით ვაკეთებთ მაშინ, როდესაც მსოფლიოში დომინირებს რამდენიმე საერთაშორისო - საფრანგეთიდან და იტალიიდან გავრცელებული ჯიშები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა.

აბას არაღჩი

08 მაისი 2026, 18:28

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყოველ ჯერზე, როდესაც მაგიდაზე დიპლომატიური გადაწყვეტა დევს, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს დანებდება ზეწოლას“. მან დაგმო ირანზე განხორციელებული ამერიკული დარტყმები მას შემდეგ, რაც დაძაბული ზავის ფონზე, გუშინ მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

08 მაისი 2026, 18:28

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისის ისტორიულ უბანში, გუდიაშვილის მოედანზე, ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

08 მაისი 2026, 18:28

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განახლებული რეგულაციების დადგენას ითვალისწინებს.

08 მაისი 2026, 18:24

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 მაისი 2026, 18:23

მსოფლიო

CNN: გაეროს მონაცემები აჩვენებს, რომ სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ირაკლი ხელაძე

08 მაისი 2026, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ თურმე, ძალადობრივი დამხობის ორგანიზების ფაქტი მართლაც ყოფილა. მასში კონკრეტული პირები მონაწილეობენ და ამას დაგმობენ

დღეს, როდესაც განაჩენია დამდგარი და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი მხრიდან არის ის რაღაც მოჩვენებითი სიჩუმე, არ იბერტყავენ ყურებს, არ უნდათ, რომ ამაზე სიმართლეს თვალები გაუსწორონ და აღიარონ ის, რის წახალისებასაც თავად ახდენდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.

ლევან მეხუზლა

08 მაისი 2026, 18:19

საზოგადოება

ლევან მეხუზლა: გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მოხმარება კლებულობს მსოფლიო მასშტაბით. ამ ფონზე ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაარსება და აღიარება და ის, რომ საქართველოში გვექება დღე, როდესაც აღვნიშნავთ ქართული ღვინის კულტურას, ქართული ვაზის კულტურას. დადასტურებულად საქართველო არის ღვინის სამშობლო. 8 000 წლიანი ისტორია არის ერთგვარი პასუხისმგებლობა იმის, რომ ქართველებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული და საუკეთესო ღვინო“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით.

ირაკლი ხელაძე

08 მაისი 2026, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს - უკვე დროა, ევროკავშირის დაფიქრდეს სერიოზულად, გადახედოს დამოკიდებულებას, ურთიერთობას საქართველოსთან მიმართებაში

ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს. წერილი იწყებოდა ზუსტად იმის შეხსენებით, თუ რა ძირითად ღირებულებებზე და ფასეულობებზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი, გაერთიანება, რომელიც უნდა ყოფილიყო თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

ირაკლი ხელაძე

08 მაისი 2026, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ყველას, ამერიკა იქნება, ევროპა თუ სხვა, ვესაუბრებით საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით

ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან არის პოზიტიური გზავნილები, პოზიტიური სიგნალები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ირაკლი ხელაძე

08 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი

ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

მარკო რუბიო

08 მაისი 2026, 17:55

მსოფლიო

მარკო რუბიოს განცხადებით, ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით ჩიხშია შესული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის მიერ გაწეული ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, ჯერჯერობით უშედეგოა და ჩიხშია შესული.

08 მაისი 2026, 17:49

თავდაცვა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კრწანისში, JTEC-ში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

08 მაისი 2026, 17:47

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.