06 მარტი 2025, 11:34 / სანდო წყარო

ჰარვარდის მეცნიერი ხსნის ფორმულას, რომელიც მისი აზრით, ღმერთის არსებობას ამტკიცებს

ჰარვარდის მეცნიერი, ასტროფიზიკოსი და აეროკოსმოსური სფეროს ინჟინერი ვილი სუნი აცხადებს, რომ მათემატიკური ფორმულა სინამდვილეში ღმერთის არსებობას ამტკიცებს, - წერს DailyMail-ი.

მისი თქმით, ფიზიკური კანონები და სამყაროს პირობები იდეალურად უხდება სიცოცხლის არსებობას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიმატერია და მატერია ერთდროულად დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა, თუმცა სამყაროში ნაკლები ანტიმატერიაა.

ვილი სუნმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ასიმეტრია მატერიასა და ანტიმატერიას შორის სამყაროში მიუთითებს იმაზე, რომ არსებობდა ჩანაფიქრი. მან აღნიშნა, რომ ფიზიკასა და მათემატიკაში არსებობს ისეთი მომენტები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ რეალურ სამყაროსთან, მაგრამ ისინი მაინც სწორია ისევე, როგორც კემბრიჯის პროფესორის პოლ დირაკის თეორია, რომელმაც ფიზიკის ცნობილი კანონები დაარღვია. დირაკს აინტერესებდა გაეგო, რატომ შეეძლოთ ნაწილაკებს სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობა.

ატმოსფეროს ფენებში განლაგებულ კოსმოსურ სხივებზე დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა ანტიმატერიის პირველი ნაწილაკები აღმოაჩინეს, რითაც დირაკის ჰიპოთეზა დამტკიცდა. მისმა აღმოჩენამ ფიზიკაში ახალი კარი გააღო, რომელიც ველის კვანტური თეორიით არის ცნობილი. 1963 წელს დირაკმა სამეცნიერო ჟურნალებში ღმერთი აღწერა, როგორც უმაღლესი დონის მათემატიკოსი.

„შესაძლოა, სიტუაციის აღწერა შეიძლება ასე, რომ ღმერთი არის უმაღლესი დონის მათემატიკოსი და მან სამყაროს აგებისთვის მოწინავე მათემატიკა გამოიყენა“, - წერდა დირაკი.

მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ გრავიტაცია შედარებით სუსტი რომ ყოფილიყო, სამყაროში ვარსკვლავები და პლანეტები ვერ შეიქმნებოდა, ან პირიქით, გრავიტაცია შედარებით ძლიერი რომ ყოფილიყო, სამყარო შავ ხვრელში შეიკუმშებოდა. ასევე, პროტონისა და ელექტრონის თანაფარდობა სხვაგვარი რომ ყოფილიყო და არა ისეთი, როგორიც არის, ვერც ფუნდამენტური ქიმია, ვერც დნმ იარსებებდნენ. ეს ყველაფერი კი, მეცნიერების აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ სამყაროს შექმნის ჩანაფიქრი არსებობდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

21 სექტემბერი 2026, 17:23

მსოფლიო

სი ძინპინი აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით 23 სექტემბერს ჩავა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად. ჩინეთის ლიდერი ამერიკაში 23 სექტემბერს გაემგზავრება და ამერიკელ კოლეგასთან ორმხრივ ურთიერთობებსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს.

არჩილ გორდულაძე

21 სექტემბერი 2026, 17:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე: გვახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ შეკრული კავშირი ჰქონდათ და აქვთ გახარიელებსაც. მათ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას

გვახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ შეკრული კავშირი ჰქონდათ და აქვთ გახარიელებსაც. მათ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

გურამ ფალავანდიშვილი

21 სექტემბერი 2026, 17:22

პოლიტიკა

გურამ ფალავანდიშვილი: ზოგადად, „არაბიზაცია“ ხდება დასავლეთში, ამიტომ ლეგიტიმურია შიშები, უბრალოდ საქართველოში საბედნიეროდ ეს არ ხდება. ვაი პოლიტიკოსების მხრიდან არის ეს თემა სპეციალურად ანგაჟირებული

ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსის მიზანი არის პოლიტიკური აქტიურობა და მთავრობის წინააღმდეგ ხალხის განწყობა, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა „ქრონიკასთან“.

21 სექტემბერი 2026, 17:20

მსოფლიო

Bloomberg: უნგრეთი აშშ-ს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო სანქციებისგან გათავისუფლების გაგრძელებას სთხოვს

Bloomberg-ის ცნობით, უნგრეთი რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვის გამო ამერიკული სანქციებისგან თავის გადარჩენას ცდილობს და ვაშინგტონს გამონაკლისის დაშვებას სთხოვს. უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარტონ გაიდუს განცხადებით, მან ამერიკულ მხარეს გარდამავალ პერიოდში ენერგომატარებლების შესყიდვაზე სანქციებისგან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 17:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო, საკუთარ დიზელის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. ეს სასაცილო და უსასრულო ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს

სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო, საკუთარ დიზელის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და სულ მცირე, დროებით მწყობრიდანაა გამოსული.

21 სექტემბერი 2026, 17:11

თემა

მემარცხენე პარტიის გამარჯვებამ ბერლინში ბიზნეს-სექტორი შეაშფოთა

ბიზნესმენები შიშობენ, რომ მსხვილი საბინაო კომპანიებისადმი მემარცხენეების ექსპროპრიაციული გეგმების გამო შექმნილმა გაურკვევლობამ შეიძლება წლები გასტანოს. გერმანიაში მოქმედმა ებრაელთა ცენტრალურმა საბჭომ მოწოდება გაავრცელა, რომ მემარცხენე პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არ უნდა მიეცეს.

21 სექტემბერი 2026, 17:02

თავდაცვა

აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ენდრიუ ლუმისს უმასპინძლეს. ენდრიუ ლუმისმა შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან.

21 სექტემბერი 2026, 16:43

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, - აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 სექტემბერი 2026, 16:36

თავდაცვა

აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა. კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

21 სექტემბერი 2026, 16:34

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა

J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

21 სექტემბერი 2026, 16:24

სამართალი

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 16:09

მსოფლიო

ტრამპი რამდენიმე მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის გაუქმებაზე: თეთრი სახლი არ ესხმის თავს თავისუფალ პრესას. ეს არის თავდასხმა ყალბ ახალ ამბებზე, რომლებიც კიბოსავით გავრცელდა ჩვენს საყვარელ ამერიკის შეერთებულ შტატებში

„თეთრი სახლი არ ესხმის თავს თავისუფალ პრესას, მე მას ძალიან ვაფასებ. ეს არის თავდასხმა ყალბ ახალ ამბებზე, რომლებიც კიბოსავით გავრცელდა ჩვენს საყვარელ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის კორუმპირებული, მიზანმიმართული, ყოვლისმომცველი, სრულად კოორდინირებული და აბსოლუტურად უკონტროლო მოვლენა. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და უნდა შეჩერდეს, ახლავე!“ - დაწერა ტრამპმა.

21 სექტემბერი 2026, 15:51

რეგიონი

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 15:47

მსოფლიო

Politico, CNN-ი და MS NOW თეთრ სახლში ჟურნალისტების არდაშვების გამო ტრამპს უჩივიან

„დღეს დილით მთავრობას ვაცნობეთ, რომ შეგვაქვს სარჩელი აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული ჩვენი უფლებების დასაცავად და იმ პრინციპის დასამკვიდრებლად, რომლის მიხედვითაც მთავრობას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რა უნდა გააშუქოს ან გამოაქვეყნოს პრესამ“, - აცხადებენ მედიაორგანიზაციები.

21 სექტემბერი 2026, 15:45

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნის გამო ევაკუაციის რეკომენდაცია 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო

იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 6 პრეფექტურაში - იბარაკიში, ტიბაში, ტოკიოში, კანაგავაში, შიძუოკასა და საიტამაში​ ევაკუაციის რეკომენდაცია 1 908 645 ადამიანს მიეცა. ევაკუაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.

21 სექტემბერი 2026, 15:42

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

21 სექტემბერი 2026, 15:20

მსოფლიო

ევროკავშირმა არჩევნების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

„გადაწყვეტილებამ, ფედერალური სიით არ დაეშვათ პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატები, კიდევ უფრო შეზღუდა რუსი ამომრჩევლის არჩევანი, რადგან საარჩევნო პროცესს ჩამოაცილა ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ოპოზიციური ძალა და ერთადერთი პარტია ომის საწინააღმდეგო პროგრამით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

21 სექტემბერი 2026, 15:16

რეგიონი

ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

21 სექტემბერი 2026, 15:03

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაში

ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

21 სექტემბერი 2026, 14:43

საზოგადოება

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სადღესასწაული წირვის შემდეგ.