კვლევა: ხელოვან ადამიანებში შიზოფრენიის რისკი მაღალია
ფოტო: shutterstock.com
"ფსიქიატრიის ბრიტანულ ჟურნალში” გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მდიდარი წარმოსახვის მქონე, შემოქმედებით (ე.წ. კრეატიულ) ადამიანებში შიზოფრენიის დიაგნოზის შანსი დაახლოებით 90 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.
კვლევა აჩვენებს, რომ მდიდარი წარმოსახვის ადამიანს საავადმყოფოში ბიპოლარული აფექტური აშლილობით მოხვედრის შანსი 62 პროცენტით მეტი აქვს, დეპრესიით - 39 პროცენტით მეტს. ლონდონის კინგსის კოლეჯის კვლევის მიხედვით, ამ დაავადებების განვითარების რისკი უმეტესად იმ ადამიანებში იკვეთება, ვისაც უმაღლესი განათლების დიპლომი ხელოვნების რომელიმე დარგში აქვს აღებული.
ახალმა კვლევამ შვედეთის მთელი მოსახლეობის, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის და ისლანდიიდან 86 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლა. ისლანდიელებს შორისაც შიზოფრენიასთან და ბიპოლარულ აშლილობასთან ისეთი ადამიანების გენეტიკური კავშირი გამოიკვეთა, რომლებიც პროფესიით უმეტესად მხატვრები, ან მუსიკოსები არიან. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია ხდება მაშინ, როცა ადამიანები საშუალოდ 34-36 წლის ასაკის არიან.
ნაშრომის კრიტიკოსებს პრეტენზიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად განმარტავენ ავტორები მდიდარი წარმოსახვის ქონას და რამდენად სწორად აჯგუფებენ ამ ტიპის ადამიანებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, შერლი კარსონმა ბრიტანულ მედიას უთხრა, რომ განმარტება იდეალური ვერ იქნება, რადგან ხელოვნებისადმი მიდრეკილ ყველა ადამიანს არ აქვს მუსიკოსის, ან მხატვრის დიპლომი და ისინი შეიძლება სულ სხვა სფეროში მოღვაწეობდნენ.
რაც შეეხება პროფესიით მხატვრებს და მუსიკოსებს, კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორს ჯერემი ჰოლსი მათ ურჩევს, არ ინერვიულონ. ის ამბობს, რომ ხელოვნების მუშაკებს ურჩევდა იმას, რასაც ყველა სხვას, ვისაც ფსიქიკური აშლილობის შიში აქვს: „არ მოწიოთ მარიხუანა და ეცადეთ ჯანსაღი წესით იცხოვროთ”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, შიზოფრენია მძიმე ფსიქოზური აშლილობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 21 მილიონ ადამიანს აქვს. ის გარშემო არსებული რეალობის, თუ საკუთარი თავის ადეკვატურად აღქმაზე მოქმედებს და ხშირად ხასიათდება ვიზუალური და/ან ხმოვანი ჰალუცინაციებით. დაავადება უმეტესად ვლინდება ორგანიზმის ზრდის და ჩამოყალიბების გვიან ფაზაზე, ან ზრდასრულ ადამიანში.
დღეს შიზოფრენიის მკურნალობის ბევრი ეფექტური საშუალება არსებობს და დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ შანსი იყონ პროდუქტიულები და საზოგადოებაში ინტეგრირებულები. ოღონდ, ამისთვის უმჯობესია, რომ მათი მოვლა სტიგმატიზაციის გარეშე, ოჯახის და გარშემომყოფების, მთელი თემის ჩართულობით და ხელშეწყობით მოხდეს - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ყველა სიახლე
30 მაისი 2026, 14:26
სამართალი
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით, ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, - განცხადება უწტებაში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ გააკეთა.
30 მაისი 2026, 13:48
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს
პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე გიორგი კვარაკვახიძე, პროკურორი აკაკი მოქერია, საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი კონსტანტინე არობელიძე და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მაია უსტალიშვილი მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
30 მაისი 2026, 13:48
მსოფლიო
სკოტ ბესენტმა ირანისთვის სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობა დაუშვა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დაუშვა, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს. თუმცა, აღნიშნული გარკვეულ გარემოებებთან იქნება დაკავშირებული.
30 მაისი 2026, 13:23
მსოფლიო
მიუნხენის აეროპორტი დრონის გამო რამდენიმე საათით დაკეტილი იყო
მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი ცაში დრონის აღმოჩენის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
30 მაისი 2026, 13:11
მსოფლიო
NBC News: ირანმა აპრილში აშშ-ის თვითმფრინავი F-15, სავარაუდოდ, ჩინური საზენიტო გადასატანი კომპლექსის მეშვეობით ჩამოაგდო
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა F-15 ტიპის ამერიკული გამანადგურებელი აპრილში სავარაუდოდ ჩინური წარმოების საზენიტო გადასატანი კომპლექსის მეშვეობით ჩამოაგდო. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
30 მაისი 2026, 13:00
სამართალი
პროკურატურის წარმომადგენლები ქუთაისის მოხუცთა სახლს ესტუმრნენ
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
30 მაისი 2026, 12:30
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა. ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.
30 მაისი 2026, 12:28
მსოფლიო
Bloomberg: ირანის მიერ ქუვეითზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად 5 ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ირანის მიერ რამდენიმე დღის წინ ქუვეითზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ხუთი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
30 მაისი 2026, 12:12
კულტურა
„კაენის სიზმარი“ - „ფორაქიშვილების დარბაზში“ ალექსანდრე ბრეუსის გამოფენა გაიხსნა
ექსპოზიცია აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, ლითოგრაფიასა და სკულპტურას. ნამუშევრებით ავტორი იკვლევს შიშის, დანაშაულის გრძნობის, მეხსიერებისა და ადამიანის გაუცხოების თემებს.
30 მაისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: როგორი ოპოზიცია სჭირდება ქვეყანას - რაც მოგვიტანა სხვა ქვეყნების ინტერესების პრიორიტეტად დაყენებამ და სუვერენიტეტზე უარის თქმამ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს უკვე იწვნია საქართველომ, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვითა თუ სხვა უბედურებებით
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მსჯელობს, თუ როგორი ოპოზიცია სჭირდება ქვეყანას. იგი აღნიშნავს, რომ რაც მოგვიტანა სხვა ქვეყნების ინტერესების პრიორიტეტად დაყენებამ და სუვერენიტეტზე უარის თქმამ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს უკვე იწვნია, საქართველომ, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვითა თუ სხვა უბედურებებით.
30 მაისი 2026, 12:02
საზოგადოება
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეო ქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარმოდგენა გაიმართა
პროექტი ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, აუდიტორიისათვის გაცნობასა და კიდევ ერთხელ გააზრებას ისახავს მიზნად. „ცოცხალი ტექსტები“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.
30 მაისი 2026, 11:52
რეგიონი
ანრი მეტრეველი: ვფიქრობ, სადაც არის დისკუსიის საშუალება, სწორედ იქ გაჩნდება ჭეშმარიტება და ის იქნება მომავლის გასაღები - იმ ხიდჩატეხილობის აღდგენის უალტერნატივო საშუალება, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება ქართველ ახალგაზრდებს
ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება ჩვენს შორის დისკუსიის გაჩენის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ანრი მეტრეველმა, სიღნაღში ახალგაზრდული კონფერენციის დაწყებამდე.
30 მაისი 2026, 11:47
პოლიტიკა
ნუგო შოშიაშვილი: გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის, აზრების გაცვლის უალტერნატივო საშუალება
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდებთან შეხვედრას კახეთში განაგრძობს. როგორც ორგანიზაციის ბორდის წევრი, ნუგო შოშიაშვილი აცხადებს, მსგავს შეხვედრებს და დისკუსიებს განგრძობითი ხასიათი ექნება.
30 მაისი 2026, 11:42
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია: გვინდა, მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივა და იდეა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრის, თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, სიღნაღში შეკრებილ ახალგაზრდებისგან, ორგანიზაციის წევრები ელიან სხვადასხვა ინიციატივისა და იდეის მოსმენას.
30 მაისი 2026, 11:41
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი ევროპას: ეპოქა, როცა აშშ მდიდარი ქვეყნების თავდაცვას აფინანსებდა, დასრულდა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და არა პროტექტორატები
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპის ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეპოქა, როცა შეერთებული შტატები მდიდარი ქვეყნების თავდაცვას აფინანსებდა, დასრულდა.
30 მაისი 2026, 11:40
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჯერადი ხასიათის და ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია შეხვედრებს კახეთში განაგრძობს. როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა განაცხადა, შეხვედრები ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი დიალოგის დამკვიდრებას ემსახურება.
30 მაისი 2026, 11:30
სამართალი
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
30 მაისი 2026, 11:18
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით და აუცილებლად გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა კონფერენციის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა სიღნაღში შეკრებილი ახალგაზრდების სიმრავლეს. მანვე აღნიშნა, რომ მხოლოდ თბილისის დასკვნითი შეხვედრით არ შემოიფარგლებიან და აუცილებლად გააგრძელებენ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციას.
30 მაისი 2026, 11:15
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მერვე რეგიონული კონფერენცია სიღნაღში იმართება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენისა და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის საუკეთესო სივრცედ იქცა. ეს უკვე არაერთხელ აღინიშნა და აჩვენა წინა შეხვედრებმა.
30 მაისი 2026, 11:10
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ირანთან ნებისმიერი გარიგება კარგი იქნება
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ახლა ირანთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება სასარგებლო იქნება.


