Imedi /  02 თებერვალი 2019, 10:04 / სანდო წყარო

დეზინფორმაციასთან მებრძოლმა კომპანიებმა Facebook-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს

Facebook

ორმა წამყვანმა კომპანიამ, რომელებიც სოცქსელში გავრცელებული ინფორმაციის სანდოობას ამოწმებდნენ, Facebook-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს. მიზეზი ყალბ ამბებთან ბრძოლის კუთხით სოციალური მედიაგიგანტის სუსტი ძალისხმევაა. ამის შესახებ BBC წერს

Facebook-ი The Associated Press-სა და Snopes-ს დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის კუთხით უხდიდა, თუმცა ორივე კომპანია 2018 წლის მიწურულს შეთანხმდა, რომ სოცქსელთან კონტრაქტს აღარ განაახლებდა. 

სოციალური მედიაგიგანტი აცხადებს, რომ ის ყალბი ამბების გავრცელებას ებრძოდა და ამ მიმართულებით მუშაობას 2019 წელს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში Facebook-მა პირობა დადო, რომ სენსიტიურ და პროვოკაციულ მასალებზე წვდომას შეამცირებდა.  ამავე წლის ზაფხულში კი დაანონსა, რომ სოცქსელის მომხმარებლის სანდოობას შეამოწმებდა. ამას კი იმის მიხედვით განსაზღვრავდა თუ რამდენად ხშირად გაავრცელებდა ყალბ ახალ ამბებს ინდივიდი.

რას გულისხმობს Facebook-ზე ახალი ამბების წილის შეზღუდვა და რატომ არის ეს დარტყმა მედიისთვის ვრცლად ინფორმაციას მისაღებად გაეცანით imedinews-ის მიერ მომზადებულ თემას.

ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

სმარტფონი

19 თებერვალი 2019, 12:55

ტექნოლოგიები

მსოფლიოს საუკეთესო სმარტფონები დასახელდა

გამოცემა Business Insider-მა 20 საუკეთესო სმარტფონის რეიტინგი შეადგინა. პირველ ადგილას, ძლიერი აკუმულატორის დამსახურებით და ფოტოს გადაღების მაღალი ხარისხით, ჩინური OnePlus 6T გავიდა. ექსპერტების თქმით, გარდა იმისა, რომ ის სმარტფონი ვიზუალურად მომხიბვლელია, ის მისი კონკურენტებისგან განსხვავებით იაფი ღირს.

ევაკუაცია

19 თებერვალი 2019, 12:46

მსოფლიო

რომის აეროპორტიდან ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა

რომში ჩამპინოს აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის მიზეზი შენობაში გაჩენილი ხანძარი გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აეროპორტიდან ყველა მგზავრისა და აეროპორტის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

რუსული ტუ-95

19 თებერვალი 2019, 12:44

მსოფლიო

ეუთოს მონიტორინგის მისიამ დონბასის საჰაერო სივრცეში რუსული ბომბდამშენები შეამჩნია

ეუთო-ს ინფორმაციით 15 თებერვალს დონეცკის სიახლოვეს მეთვალყურეებმა რუსული თვითმფრინავები "ტუ-95“ და "ტუ-142" შენიშნეს და გადაიღეს. ეუთო-ს მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბომბდამშენები სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ.

19 თებერვალი 2019, 12:36

საქართველო

ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის საბჭოს მიმართავს, რომ მოსამართლეთა არაეთიკური ქმედებები აღკვეთოს

ადვოკატთა ასოციაციის წევრების განმარტებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადვოკატთა საერთო კრების მიერ რეზოლუციის მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგი მოსამართლე წევრების მხრიდან მოჰყვა მოსამართლის საპატიო სტატუსთან შეუსაბამო ქმედებები. ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ მოსამართლეთა არაეთიკური ქმედებები აღკვეთოს.

სტუდენტები

19 თებერვალი 2019, 12:24

საქართველო

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი თავის მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. კახა კალაძემ სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა.

19 თებერვალი 2019, 12:21

ეკონომიკა

Huawei-ს დამფუძნებელი: აშშ-ს ჩვენი განადგურება არ შეუძლია

კომპანია Huawei-ის განადგურება აშშ-ს არ შეუძლია, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, რენ ჟენფეიმ ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. რენ ჟენფეიმ მისი ქალიშვილის, Huawei-ის ფინანსური დირექტორის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

19 თებერვალი 2019, 12:20

საქართველო

პენიტენციური სამსახურის თქმით გუანტანამოდან პატიმრებს არავინ ჩამოიყვანს

სამსახურის თქმით რუსთავის ახალ დაწესებულებებში მხოლდო საშუალო რისკის მქონე პატიმრების განთავსება იგეგმება და გუანტანამოს ციხიდან დამნაშავეების ჩამოყვანას არავინ აპირებს. რუსთავში მშენებარე ორი ციხიდან ერთი 120 პატიმარზე, მეორე კი 700 პატიმარზეა გათვლილი.

19 თებერვალი 2019, 12:12

საქართველო

საქართველოს ქალაქებში მწვანე სივრცეებს კაპიტალური მშენებლობისგან კანონი დაიცავს

ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებაში არსებული ყველა პარკი და მწვანე ზონა საკანონმდებლო დონეზე იქნება დაცული. საპარლამენტო უმრავლესობა ახალი ინიციატივით გამოდის. კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი „მწვანე ხაზები“და სწორედ ამ ხაზებით იქნება შემოსაზღვრულ აღნიშნული ტერიტორიები..

კობა დავითაშვილი

19 თებერვალი 2019, 12:07

საქართველო

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ის ამბობს, რომ 2019 წლის შუალედურ არჩევნებში კენჭის იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რადგან ქართული ოცნების მიერ გაცნობიერებულმა თუ გაუცნობიერებლობით გადადგმული ნაბიჯები შესაძლებელს ხდის ქავეყანის სათავეში „ნაციონალურო მოძრაობა“ დაბრუნდეს, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

19 თებერვალი 2019, 11:51

საქართველო

ძლიერმა ქარმა სამგორის რაიონში საწყობის სახურავი მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა თბილისში შენობები დააზიანა. დიღმის მასივში, ახმეტელის ქუჩაზე მე-11 სართულიდან აივნის კონსტრუქცია ჩამოვარდა, სამგორის რაიონში კი პოლიციის ქუჩაზე ერთ-ერთი საწყობის სახურავი მოგლიჯა.

ივანე მაჭავარიანი

19 თებერვალი 2019, 11:49

საქართველო

მაჭავარიანი: ანაკლიას და „თიბისი ბანკს“ არ ემუქრება არანაირი საფრთხე

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მამუკა ხაზარაძის ანაკლიის პროექტის შეფერხებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „მე გამოვრიცხავდი, რომ ანაკლიას უკავშირდებოდეს, პირიქით, ანაკლიის პროექტის შემთხვევაში ხელისუფლება მაქსიმალურად მხარს უჭერს ამ პროექტის განვითარებას.

19 თებერვალი 2019, 11:47

მსოფლიო

ამერიკელმა მეხანძრეებმა გაფუჭებული ატრაქციონიდან 16 ადამიანი ჩამოიყვანეს

BBC-ის ინფორმაციით გონდოლაზე ჩარჩენილი რამდენიმე ადამიანი უსაფრთხოების სპეციალური ქამრებით ჩამოიყვანეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით ატრაქციონის მუშაობა ძლიერმა ქარმა შეაფერხა. ამინდის ეროვნული სააგენტოს თქმით ინციდენტის დროს +9 გრადუსი იყო.

19 თებერვალი 2019, 11:41

საქართველო

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედარს ოჯახი 44 დღეა ელოდება

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დღემდე არ გადმოუსვენებიათ. დავით რაზმაძის ცხედარს ოჯახი 44 დღეა ელოდება. გარდაცვლილის ახლობლები სახელმწიფო უწყებებს დროულ რეაგირებას სთხოვენ.

19 თებერვალი 2019, 11:39

კულტურა

ვივიენ ვესტვუდმა მოდურ ჩვენებაზე პოლიტიკური პერფომანსი გამართა

ბრიტანელმა დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა ლონდონის მოდის კვირეულზე პოლიტიკური პერფომანსი მოაწყო. პოდიუმზე მოდელებმა გლობალური დათბობის მიმართ დამოკიდებულება გამოხატეს, ასევე Brexit-ის და ხელოვნური ინტელექტის თაობაზე.

19 თებერვალი 2019, 11:35

საქართველო

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 250 მილიონ ევროს გამოუყოფს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.ბანკი საქართველოს 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს.ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს.კერძო სექტორში კი 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.

19 თებერვალი 2019, 11:17

საქართველო

სტიქიური უბედურების პრევენციისთვის 70 მილიონი დოლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობა იწყებს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან.

სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2019, 11:05

საქართველო

ზურაბიშვილი მაკრონთან შეხვედრაზე: ეს იქნება მოთხოვნების შეხვედრა

სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში დღეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ.

დღგ

19 თებერვალი 2019, 10:43

ეკონომიკა

19 თებერვლიდან ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია

ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრისა და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით მოხდება. დაბალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილი დეკლარაციების არანაკლებ 90% იქნება, ყოველთვიურად აისახება დღგ-ის დაბრუნების ბარათზე.

19 თებერვალი 2019, 10:20

მსოფლიო

გაერო: ავსტრალიის გვალვა უპირველეს ყოვლისა აზიანებს ბავშვებს

ავსტრალიის დიდი ნაწილი რამდენიმე თვის განმავლობაში ძლიერი გვალვის გამო იტანჯებოდა. გვალვამ განსაკუთრებით დააზიანა სოფლის მეურნეობა. გაეროში აცხადებენ, რომ ბავშვებს დრო აღარ აქვთ სკოლისთვის და გართობისთვის და ისინი მშობლებს ეხმარებიან მუშაობაში.

დაკავება

19 თებერვალი 2019, 10:13

ძალოვნები

პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს რუსთავში, „ნოკიას“ ფირმის ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.