არქივი

27 თებერვალი 2026, 15:07

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის განცხადება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ. სრულად

„დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული.

27 თებერვალი 2026, 15:06

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 13 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი და 9 ცალი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

27 თებერვალი 2026, 15:01

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა.

27 თებერვალი 2026, 15:00

რეგიონი

„საქართველოს მელიორაცია“: ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს სარწყავი წყლის ეფექტიან განაწილებას

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

27 თებერვალი 2026, 14:53

პოლიტიკა

შემოსავლების სამსახურის უფროსი, ირაკლი (დაჩი) ბერაია საქართველოში ვიზიტით მყოფ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, სეზაი უჩურმაქთან. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია, რათა სწრაფად მოხდეს გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება.

კახა კალაძე

27 თებერვალი 2026, 14:48

სპორტი

„მილანი“ კახა კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს - „გახსოვთ, მერმა რამდენი ტიტული მოიგო „როსონერისთან“ ერთად?“

იტალიის ცნობილი საფეხბურთო კლუბი “მილანი“ თბილისის მერს, კახა კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

27 თებერვალი 2026, 14:40

ეკონომიკა

Apple TV-ის სერიალის „DROPS OF GOD“ მეორე სეზონმა, რომელიც საქართველოსაც ეძღვნება, კრიტიკოსთა და მაყურებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა

ფილმებისა და სერიალების შეფასების წამყვან ამერიკულ ვებგვერდზე „Rotten Tomatoes“, Apple TV-ის სერიალის „DROPS OF GOD“ მე-2 სეზონი კრიტიკოსთა 89%-იან და მაყურებელთა 91%-იან მაღალ შეფასებას იღებს, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით.

შოთა ბერეკაშვილი

27 თებერვალი 2026, 14:32

პოლიტიკა

ბერეკაშვილი: საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტია რესურსის, გვქონდეს მისი შემოყვანის საშუალება და სადაც ჭარბი არის მიწოდება, იქ დაცული იყოს შრომითი ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ შრომით რესურსს ჰქონდეს უპირატესობა

საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტი არის შრომითი რესურსის, გვქონდეს სისტემურად შრომითი რესურსის შემოყვანის საშუალება და სადაც ჭარბი არის მიწოდება, იქ დაცული იყოს შრომითი ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ შრომით რესურსს ჰქონდეს უპირატესობა იმიტომ, რომ ზედმეტი კონკურენცია არ გვჭირდება, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებზე საუბრისას.

27 თებერვალი 2026, 14:28

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საფეხბურთო კლუბ „სიონის“ ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის ცენტრალური სტადიონის საკონფერენციო დარბაზში კლუბის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მიმდინარე სპორტული სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნეს, რომლის შემდეგაც „სიონის“ ახალი მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი, საფეხბურთო გუნდის კაპიტანი და ახალწვეულები წარადგინა.

27 თებერვალი 2026, 14:26

მსოფლიო

Ipsos-ის კვლევის თანახმად, უკრაინელების 37% აცხადებს, რომ ქვეყანა „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება, 29% მიიჩნევს, რომ „სწორი მიმართულებით“ მიდის

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Ipsos-ის მიერ უკრაინაში თებერვალში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, უფრო მეტი უკრაინელი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ვიდრე სწორი მიმართულებით, თუმცა, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია.

რატი იონათამიშვილი

27 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ პატივცემული სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილის წერილს ყურადღებით წაიკითხავს დილა-საღამოს, მისთვის უკეთესი იქნება და იქნებ განცდები ზოგიერთ გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც გაუზიაროს

თუ პატივცემული სტეფანჩუკი მას ყურადღებით წაიკითხავს დილა-საღამოს, მისთვის უკეთესი იქნება და იქნებ განცდები ზოგიერთ გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც გაუზიაროს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 თებერვალი 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი სტეფანჩუკის განცხადებაზე: ის მხარდაჭერა, რაც ჩვენ პირველივე დღიდანვე გამოვუცხადეთ, მათთვის არასაკმარისი და მიუღებელი იყო. მათი ხედვაა, რომ ამ ომში საქართველოც უნდა იყოს ჩართული

ის მხარდაჭერა, რაც ჩვენ პირველივე დღიდანვე გამოვუცხადეთ, მათთვის არასაკმარისი და მიუღებელი იყო. მათთვის მთავარი იყო საქართველო ყოფილიყო ერთგვარი პირდაპირი დაპირისპირების ხაზი რუსეთთან, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის რადას თავმჯდომარის ბრალდებებთან დაკავშირებით.

კოტე ჟღენტი

27 თებერვალი 2026, 14:20

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: გახსოვთ ხალხის მხარდამჭერი რიგები ბანკ „ქართუსთან“? ასევე იქნება „იმედის“ ბანკთან, ვიდრე ნაც-აგენტურისა და მათ მხარდამჭერთა პოლიტიკურ კუბოში ბოლო ლურსმანს არ ჩავაჭედებთ!

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, კოტე ჟღენტი ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილებას, შექმნას საკუთარი ბანკი.

რატი იონათამიშვილი

27 თებერვალი 2026, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ბრიტანეთის ელჩზე: მართალი ადამიანები უკანა შესასვლელიდან არ გადიან. თუ რაიმე აქვთ სათქმელი პირდაპირ ამბობენ. როდესაც იპარებიან, ეს არის აღიარება, რომ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები არანაირ არგუმენტებს არ ეფუძნება

მართალი ადამიანები უკანა შესასვლელიდან არ გადიან. თუ მათ რაიმე აქვთ სათქმელი პირდაპირ ამბობენ ხოლმე და როდესაც იპარებიან, ეს არის აღიარება, რომ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები არანაირ არგუმენტებს არ ეფუძნება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 თებერვალი 2026, 14:14

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი თავისუფალი მედიების დასანქცირებაზე: „მეხუთე კოლონის“ იდეოლოგიური და პოლიტიკური მიზნები საქართველოში დამარცხდა არჩევნებში, თავისუფალი მედიის სივრცეში და ამიტომ ერთგვარი ვენდეტა წამოიწყეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და POSTV-ის დასანქცირებას.

27 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს წევრებმა UCLG-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქის საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.

27 თებერვალი 2026, 14:06

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ მუშაობა დაიწყო

გარდაბნის კულტურის სახლში, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი საბჭოს წევრების დაახლოება და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა იყო.

სულხან თამაზაშვილი

27 თებერვალი 2026, 14:06

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი: აჭარა ყოველთვის იყო და არის ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული კერა

,,კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების და პატივისცემის გამოხატვას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის, ქართული კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 თებერვალი 2026, 13:59

საზოგადოება

გივი მიქანაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

27 თებერვალი 2026, 13:49

მსოფლიო

აშშ საკუთარ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებს ისრაელის დატოვებისკენ მოუწოდეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც საკუთარ დიპლომატებსა და მათ ოჯახის წევრებს ისრაელის დატოვებისკენ მოუწოდებს.

27 თებერვალი 2026, 13:37

პოლიტიკა

როგორ დააბრალა „იმედს“ „მითების დეტექტორმა“ ფაშინიან-ჰაკობიანის ოჯახის შესახებ ინფორმაციის გაყალბება და როგორ გაავრცელა თავად დეზინფორმაცია

„მითების დეტექტორმა“ ტელეკომპანია „იმედი“ ფაშინიან-ჰაკობიანის ოჯახის შესახებ ყალბი ამბის გავრცელებაში დაადანაშაულა, რეალურად კი, ამ ბრალდებით თავად გაავრცელა ყალბი ამბავი „იმედის“ შესახებ, რისი ერთადერთი მიზანიც ტელეკომპანიის დისკრედიტაციაა. „მითების დეტექტორმა“, რომლის მისიაც თითქოს ფაქტების გადამოწმებაა, მიზანმიმართულად გაავრცელა სიყალბე, რომ „იმედმა“ მცდარი ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქმე ეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახს.

მელანია ტრამპი

27 თებერვალი 2026, 13:20

მსოფლიო

მელანია ტრამპი პირველად გაეროს ისტორიაში უშიშროების საბჭოს სხდომას გაუძღვება

აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

27 თებერვალი 2026, 13:12

რეგიონი

ღვინის ეროვნული სააგენტო: ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება გრძელდება

ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება სავალდებულოა ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენების, არენდით გადაცემის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ მეტრეველი

27 თებერვალი 2026, 13:03

პოლიტიკა

მეტრეველი: ევრობიუროკრატების მოწოდებების ფონზე, საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტაზე, ბულგარეთმა კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო მასალების შეძენა რუსეთიდან

სინამდვილეში როგორ ამცირებს ევროკავშირი რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას - იცოდე სიმართლე. ევროპელი ბიუროკრატების საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის ისტერიული მოწოდებების ფონზე, ბულგარეთის მთავრობამ კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენა რუსეთიდან, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

27 თებერვალი 2026, 13:00

რეგიონი

დასავლეთ საქართველოში თხილის ხმობის საკითხზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „თხილის უეცარი (სწრაფი) ხმობის მიზეზების კვლევა და მისი პრევენცია“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2026, 12:58

მსოფლიო

მედია: ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა, ბრედ კუპერმა, რომელიც ამერიკის ცენტრალური სარდლობის სარდლის რანგში ახლო აღმოსავლეთში საჯარისო შენაერთებს ხელმძღვანელობს, პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს მოახსენა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სავარაუდო სამხედრო მოქმედებების შესახებ. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

27 თებერვალი 2026, 12:37

მსოფლიო

პაკისტანი აცხადებს, რომ ავღანეთთან „ღია ომში“ იმყოფება

პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა მუჰამად ასიფის განცხადებით, მისი ქვეყანა ავღანეთთან ღია ომში იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

27 თებერვალი 2026, 12:33

საზოგადოება

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს და გზები ინტენსიურად იწმინდება

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად თოვს. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური გზები. იმისათვის, რომ ავტომობილებით გადაადგილება არ შეფერხდეს, კოჯრის, წავკისისა და წყნეთის დასახლებებში, ბეთანიისა და პანტიანის გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.

შალვა პაპუაშვილი

27 თებერვალი 2026, 12:24

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია, უკრაინული დელეგაციები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მიმართ ყველა მტრულ გადაწყვეტილებას. ეს წესიერი საქციელია, ეს არის მადლიერება? ჩვენკენ როცა გადმოიხედებიან, უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს

ჩვენ, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლება პრეტენზიების ტონით არ უნდა გველაპარაკოს. მე გუშინ ჩემს პასუხში მას [რულან სტეფანჩუკს] მივწერე კიდევაც, რომ თუკი უკრაინის ხელისუფლება მოელის, რომ ყველამ აწონ-დაწონოს სიტყვა მათ მიმართ, ასევე მოველით ჩვენ ყველას მხრიდან, რომ აწონონ საკუთარი სიტყვა და გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველ ხალხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი

27 თებერვალი 2026, 12:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის

თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის, - განაცხადა ელენე ხოშტარიას მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.