ზურაბიშვილი: მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს სიმშვიდისკენ.
"ძალიან დიდი დანაშაული იყო რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი. თუმცა ეს არანაირად ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე ღია აგრესია.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი. ახლა გადახედეთ და ნახეთ ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.
და ბოლოს სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს! დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ,"- წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.„მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს!“ - წერს სააკაშვილი.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე დატოვა. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.
დღესვე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
მომხდარ ფაქტს მანამდე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.
რუსი დეპუტატების ვიზიტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 19:52
რეგიონი
რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირება იწყება
უნდა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს საფესტივალო სივრცეები, დაიგეგმოს ამფითეატრის რეაბილიტაცია, ველოსიპედის, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ტბაზე და კუნძულზე გადასასვლელი ხიდები, დამატებითი სატრანსპორტო კავშირები და ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ ახალი ნავმისადგომის მშენებლობა.
07 აგვისტო 2026, 19:51
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა Financial Times: ევროკავშირი არ არის მზად უკრაინას დაჩქარებული წესით წევრობა მიანიჭოს - სრულფასოვანი წევრობის გზაზე უდიდეს დაბრკოლებად კვლავ რჩება ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონე
ევროკავშირი არ არის მზად უკრაინას დაჩქარებული წესით წევრობა მიანიჭოს - სრულფასოვანი წევრობის გზაზე უდიდეს დაბრკოლებად კვლავ რჩება ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონე, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
07 აგვისტო 2026, 19:16
სამართალი
საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურა ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
07 აგვისტო 2026, 18:43
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა
საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.
07 აგვისტო 2026, 18:27
მსოფლიო
ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე
ესპანეთმა პარასკევს იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე.
07 აგვისტო 2026, 18:11
პოლიტიკა
გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს
ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი სიხარულიძე აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს. საინიციატივო ჯგუფის წევრი ამბობს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძესთან შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
07 აგვისტო 2026, 17:58
პოლიტიკა
შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციონერი კოლეგის განცხადება სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
07 აგვისტო 2026, 17:55
პოლიტიკა
ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას
დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროცესების შეფასება, როგორც „უკანონო ქაოსური მშენებლობებისა“, არასწორია და რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ამ საკითხზე თავად საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ლაპარაკობენ.
07 აგვისტო 2026, 17:50
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ
„ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მტკიცე მეგობრობასა და პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბანაკების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის კულტურა, ისტორია და ტრადიციები, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები და კიდევ უფრო გააძლიერონ კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, ასეთი პროგრამები მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართულ-ბერძნული მეგობრობის განმტკიცებაში", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
07 აგვისტო 2026, 17:45
საზოგადოება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 8 აგვისტოს 22:00 საათამდე, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას კუთხიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის №37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების 1000 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე რთული ტექნიკური დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია გზის სავალი ნაწილის დაკეტვა.
07 აგვისტო 2026, 17:42
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბურ კრიზისებზე რეაგირების წვრთნას ჩაატარებს
POLITICO-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბურ კრიზისებზე რეაგირების წვრთნას ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შესაძლო სრულ გათიშვასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეზე რეაგირებას გამოცდიან.
07 აგვისტო 2026, 17:32
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე. ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორისაც შუღლი ჩამოვარდეს
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ და საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტს წარედგინება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
07 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
07 აგვისტო 2026, 17:24
მსოფლიო
The Guardian: გლობალურმა სასურსათო ფასებმა სამ წელიწად-ნახევარში მაქსიმუმს მიაღწია - მიზეზი სიცხე, ომები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაძვირებაა
გლობალური სასურსათო ფასები ბოლო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა. ამის მიზეზად გაერო ზაფხულის ექსტრემალურ სიცხესა და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს ასახელებს, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისა და მიწოდების ხარჯები გაზარდა, იუწყება The Guardian-ი.
07 აგვისტო 2026, 17:16
საზოგადოება
კახა ლაბუჩიძე: ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განიხილა.
07 აგვისტო 2026, 17:14
პოლიტიკა
შალვა ოგბაიძე: თბილისის საავტობუსო პარკი რეგიონსა და ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მოწესრიგებულია
„ჩვენ ვსაუბრობთ საკითხისადმი სისტემურ მიდგომაზე, რაც განსაზღვრულია სატრანსპორტო პოლიტიკით. სხვათა შორის, 2025 წელს, 2011 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და 320 მილიონი შეადგინა“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
07 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
Euractiv: ისლანდია ბრიუსელს მოუწოდებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმში არ ჩაერიოს
Euractiv-ის ცნობით, ისლანდიის მთავრობამ ბრიუსელს მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში დაგეგმილ რეფერენდუმში არ ჩაერიოს.
07 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი 2008 წლის ომის წლისთავს და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან მორიგი ყიჟინაა ატეხილი იმ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.
07 აგვისტო 2026, 16:35
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: საიდან მოიტანა, რომ ტყვეებს ვხვრეტდით - ეს აბსურდი და ბოდვაა
„მეც დავდიოდი და ბარამიძეც, მაგრამ ამასობაში არჩევნები ჩატარდა, ბარამიძე პარლამენტის წევრი გახდა და კომისიის მუშაობიდან ამოვარდა. მე კომისიაში მუშაობას ვაგრძელებდი, ბარამიძე პარლამენტში იყო და ზოგჯერ გვეხმარებოდა. იშვიათად ჩამოდიოდა, როცა ტყვეთა გაცვლა იყო. შეიძლება იყო ფრაგმენტები, მაგრამ ეს არ იყო რეგულარული. მაჩვენოს ერთი პროტოკოლი, სადაც ტყვეთა გაცვლისას ბარამიძის გვარია. ვერ მოიტანს. ყველგან ჩემი გვარია. ამ ყველაფერს მე ვმართავდი“.
07 აგვისტო 2026, 15:54
მსოფლიო
კაროლ ნავროცკი: პოლონეთის ინტერესშია, რომ ბანდერას დროშები ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში არ ფრიალებდეს
პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის განცხადებით, პოლონეთის ინტერესს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას დროშებმა ვარშავასა და სხვა ქალაქებში არ იფრიალოს.


