imedi /  15 ნოემბერი 2019, 12:05 / სანდო წყარო

ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგური

ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

„მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, „კონსერვატიული“ ფრაქციის წევრმა, მივიღე გადაწყვეტილება, უმრავლესობის რიგებისა და თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში გულწრფელები ვიყავით, როდესაც ვარწმუნებდით საზოგადოებას, რომ ასეთი ტიპის ცვლილებას განვახორციელებდით.

იმედი გვქონდა, რომ ყველა პარტიას მიეცეოდა შესაძლებლობა და მრავალფეროვნება იქნებოდა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. მინდა განვაცხადო იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, რომლებმაც უარი განაცხადეს, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. „კონსერვატორებს“ არასდროს გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპებისთვის. არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რბილი სიტყვა შევარჩიო, თუმცა სხვა სიტყვაც მადგება პირზე“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა „კონსერვატორთა“ ფრაქციის კიდევ ორმა წევრმა - ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს. რაც შეეხება ფრაქციის დანარჩენ წევრებს - მუხრან ვახტანგაძეს, რუსლან გაჯიევსა და პაატა კვიჟინაძეს, მათი პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველი გუნდი გიორგი ბეგაძემაც დატოვა. ის მე-9 დეპუტატია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან 14 ნოემბერს წავიდა. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

27 მაისი 2026, 12:30

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

27 მაისი 2026, 12:29

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 მაისი 2026, 12:28

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.

27 მაისი 2026, 12:27

საზოგადოება

ბავშვთა დაცვის დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გასართობი აქტივობები გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძე

27 მაისი 2026, 12:27

საზოგადოება

კახა კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ - ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი

„უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის“ მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ - ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის“.

27 მაისი 2026, 12:25

საზოგადოება

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებლის გამზირის N184-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს.

27 მაისი 2026, 12:24

რეგიონი

სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია“.

27 მაისი 2026, 12:22

ჯანდაცვა

თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა

დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა იმისთვის, რომ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან

მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე

„სერგო ორჯონიკიძეზე რომ ვსაუბრობთ ხოლმე, ხომ გვაინტერესებს რა ადამიანი იყო, რატომ ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა - საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარს შემოუძღვა და ისე დააკარგვინა დამოუკიდებლობა. შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე. ასეთები იყვნენ. ხომ გვიკვირს ხოლმე , როგორ ცხოვრობდნენ ისინი იმ საზოგადოებაში, როგორ ჰქონდათ ურთიერთობა სხვებთან. აი, შეხედეთ გიორგი კანდელაკს. ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, თავისი გულშემატკივრებიც და გარშემო ხალხიც ჰყავს - ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთმანეთს აგულიანებს და ამ ღალატში ამყარებს. მაგრამ როგორც სერგო ორჯონიკიძის უკან იდგა სხვების ხელი და ზრახვები, ზუსტად ასე დგას გიორგი კანდელაკის უკანაც სხვების ხელი და განზრახვები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

27 მაისი 2026, 12:02

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო

დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მოჰამედ ოდე

27 მაისი 2026, 11:59

მსოფლიო

„ცაჰალმა“ „ჰამასის“ ახალი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) გუშინ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის მოჰამედ ოდეს ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაციას „ცაჰალი“ ავრცელებს.

27 მაისი 2026, 11:58

საზოგადოება

თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 11:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ფეისბუკის ერთი ფრენდლისტი ხალხი არის შეკრებილი, რომელთაც აქვთ, „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგია. ეს ის ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში უცხოელმა განსაზღვროს ჩვენი დღის წესრიგი, ამ იდეოლოგიით აქვთ მოწამლული გონება

ეს სამწუხარო მოვლენაა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის რამდენიმე ათასი ადამიანი „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელი, რომელიც მზად არის დაამხოს ქვეყანა და დაუქვემდებაროს სხვას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 11:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით

„ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით. ვნახოთ, დაველოდოთ. მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რაც აქამდე უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების მიმართ ჰქონდა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 11:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური აკადემიის შექმნაზე: მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა

მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური აკადემიის შექმნასთან დაკავშირებით.

27 მაისი 2026, 11:47

სამართალი

,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მალულად განთავსებული არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

27 მაისი 2026, 11:46

რეგიონი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 11:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი დიქტატორული რეჟიმი გამოვიდა ქუჩაში და საბედნიეროდ, სულ რამდენიმე ათასიღა შემორჩენილან მათი იდეოლოგიის გამზიარებელნი

გუშინ წინა რიგში ვიხილეთ „ნაცმოძრაობის“ ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის პლაკატებით, მიხეილ სააკაშვილის პროკურორებით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების საბჭოს მდივნებითა და მინისტრებით, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელ ადამიანთა რიცხვს კიდევ ბევრი გამოაკლდება.