არასამთავრობოები პრეზიდენტს სთხოვენ ხელი არ მოაწეროს თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებს
არასამთავრობოები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტისგან თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, პრეზიდენტსაც მიმართავენ და სთხოვენ, ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.
" მოგმართავთ თხოვნით, ხელი არ მოაწეროთ კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოთ პარლამენტს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესში დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა, რომლითაც დადგენილია შესაბამის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვის სავალდებულო წესი.
ამასთან დაკავშირებით გამოვხატავთ მზაობას საკითხის დეტალურად განსახილველად შეგხვდეთ თქვენთვის სასურველ დროს",- წერია მიმართვაში.მიმართვას ხელს აწერენ:
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
2. სამოქალაქო კულტურის საერთაშრისო ცენტრი;
3. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“;
4. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
6. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
7. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი;
8. საქართველოს მედია კლუბი;
9. სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
10. რეგიონის განვითარების ცენტრი.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება გაასაჩივრეს და მოვითხოვეს, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ. პარალელურად, დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ცვლილებებით, მცირდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და 2014 წელს რეფორმის ფარგლებში გაყოფილი მუნიციპალიტეტები ერთიანდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა შეიტანეს.
"თვითმმართველობის შესახებ კანონში“ცვლილებების შესახებ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო, უკვე საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა. დადგენილებას პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური აწერს ხელს და დოკუმენტი 15 ივნისით თარიღდება. განსახილველ საკითხთა სიაშია ასევე ცვლილებები კანონში, რომელიც ამ ცვლილებების ვადებს დაადგენს.
დადგენილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაზე უკვე შეუქმნა უხერხულობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რადგან პარალელურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრებს განსაზღვრავს. ამ დოკუმენტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები ცალ-ცალკე ოლქებად არის მითითებული.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 08:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე ნიკა გვარამიას ისევ უპირისპირდება
„სანამ მოვიცლი, სადმე გადააბით, თორემ ნამეტანი გაფუჭდა. თავის მეორე „კარაქიან პურ ბიჭთან“ ერთად. ამხელა „მერაბ კოსტავას“ კაცმა ისიც ვერ ისწავლა, რომ თუ რამე უნდა, სადაც არ ვარ, იქ ჩუმად ნუ მლანძღავს. თუ სათქმელი აქვს - საჯაროდ მელაპარაკოს, მიკროფონს არ წავართმევთ.მე კი საჯაროდ, დოკუმენტებითა და მისი ხელფასის ამონაწერით წარვდგები. ოღონდ კორექტორით მოვიდეს და შეცდომები დაითვალოს“, - წერს წითლიძე.
08 სექტემბერი 2026, 08:11
რეგიონი
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 134-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მონაწილეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს.
08 სექტემბერი 2026, 08:05
რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე დღეს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მეზღვაურების სწავლება-სერტიფიცირების საკითხებზე იმსჯელებენ
ბათუმში მიმდინარე ფორუმი რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო სივრცეა, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის განვითარებაში მის როლს ეთმობა. დისკუსიებში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვაო და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
08 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
08 სექტემბერი 2026, 00:46
მსოფლიო
ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება
აშშ იკვლევს შესაძლებლობას, შეძლებენ თუ არა უკრაინა და რუსეთი ზამთარში ომის დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და იმავდროულად მოლაპარაკებების განახლებას უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს.
08 სექტემბერი 2026, 00:33
მსოფლიო
გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.
08 სექტემბერი 2026, 00:08
მსოფლიო
The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია
გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია - ასე ეხმაურება ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას რეგიონულ არჩევნებში.
07 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე პოზიტიური დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, სუვერენიტეტის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
07 სექტემბერი 2026, 22:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობას კავშირების გასაძლიერებლად.
07 სექტემბერი 2026, 22:12
მსოფლიო
კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს
ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს.
07 სექტემბერი 2026, 21:42
მსოფლიო
ევროკომისიის სპიკერი: ალბათ, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება მოხდეს ვიზალიბერალიზაცია სომხეთთან
ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად რეალურია შეფასება, რომ 2029 წლისთვის სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.
07 სექტემბერი 2026, 21:28
საზოგადოება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შესაბამის დოკუმენტაციას ხელი მოეწერა. პროექტმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს თანამედროვე, სწრაფ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას და გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილების ხარისხს.
07 სექტემბერი 2026, 21:27
მსოფლიო
The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს
როდესაც კვირას აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ პატარა რეგიონში ულტრამემარჯვენე პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამის ექო ლონდონის დაუნინგ-სტრიტიდან პარიზის ელისეს სასახლემდე გაისმა - იშვიათად თუ შეფასებულა რეგიონული არჩევნების შედეგი ევროპული დემოკრატიის ბედისთვის ასეთი ავისმომასწავლებელი მნიშვნელობით, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ულტრამემარჯვენეების გამარჯვება გერმანიის რეგიონში მთელ ევროპაში ავისმომასწავლებელ ნიშნად აღიქმება“.
07 სექტემბერი 2026, 21:07
ეკონომიკა
მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი - ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანმა სარეზერვო აქტივებმა 8 მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეზერვები 613 მილიონი დოლარით შეივსო.
07 სექტემბერი 2026, 21:04
სამართალი
ქვეყანაში ქორწინების საბაბით ბინადრობის უფლების მიღების მსურველთა სტატისტიკა მკვეთრად შემცირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი რეგულაციებით ყალბი ქორწინების ორგანიზებასა თუ მასში მონაწილეობაზე პატიმრობა დაწესდა, პროცესის გადამოწმებას კი სპეციალური უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს.
07 სექტემბერი 2026, 20:53
მსოფლიო
Le Figaro: სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 20:50
მსოფლიო
ირმჰილდ ბოსფორდი: ადამიანები, რომლებიც აქამდე არასდროს აძლევდნენ ხმას, მივიდნენ და ხმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მისცეს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ AfD-ს აკრძალავდნენ, მაგრამ შედეგს ვხედავთ
საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებისა და მმართველი პარტიის დამარცხების ფაქტს ევროპარლამენტარი, პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ირმჰილდ ბოსფორდი გამოეხმაურა.
07 სექტემბერი 2026, 20:49
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სამართალდამრღვევთა გამოვლენა და ჯარიმები სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რამდენიმე ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. რვა მოქალაქეს, რომლებმაც სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.
07 სექტემბერი 2026, 20:46
პოლიტიკა
დასუსტებული ოპოზიცია - შიდა დაპირისპირებების მორიგი სერია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ურთიერთბრალდებების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა გვარამიას ოპოზიციური ერთობის დაშლასა და სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
07 სექტემბერი 2026, 20:45
მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას და პირობა დადო, რომ განახორციელებს ზეწოლას AI-კომპანიებზე იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც, მისი უწყების განცხადებით, მოიცავს მომსახურების სფეროების, კომუნიკაციებისა და დემოკრატიული სისტემების შეფერხებას.


