imedi /  07 ნოემბერი 2018, 14:35 / სანდო წყარო

ვაშაძე: მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ვამაყობ ამით

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამაყობს, რომ ის საბჭოთა კავშირის დიპლომატი იყო. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა.

ჟურნალისტმა გრიგოლ ვაშაძეს მისი და მისი ოპონენტის დიპლომატიურ ურთიერთობებზე ჰკითხა: "თქვენ ორივე საგარეო საქმეთა მინისტრები იყავით, თუმცა ზურაბიშვილი ფრანგი დიპლომატია, თქვენ კი საბჭოთა. ეს თქვენთვის პრობლემაა?"

ამ შეკითხვაზე გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ საბჭოთა კავშირის დიპლომატად მუშაობით მან "ფანტასტიკური სკოლა" გაიარა.

„არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ვამაყობ და ფანტასტიკური სკოლა გავიარე. ე.წ. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ ჩემი ბიოგრაფიით ითამაშონ და ამბობენ, რომ მე კა-გე-ბეს აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს", - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინს, ვაშაძე პასუხობს: „არა, იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორი იქნება კრემლის რეაქცია. საქართველომ თავისი დამოუკიდებლობით რუსეთს კავკასიაში სტრატეგიული როლი წაართვა, რუსეთი კი მის დასაბრუნებლად იბრძვის. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები - ეს რუსული პრობლემის მოგვარება არაა".

გრიგოლ ვაშაძემ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გააკეთა განცხადებები. 

ვაშაძემ ასევე შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, ისაუბრა სააკაშვილის და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებისი შეწყალებაზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამასთან პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის სააკაშვილისგან დამოუკიდებელია.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია წარმოშობით ბელარუსმა პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა და რუსეთის მოქალაქეებმა წარმართეს. 7 კაციანი PR-ჯგუფი არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ვაშაძის შტაბში რუსული შეძახილებით ზეიმობდა. რუსეთის ყოფილი მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე და მისი პოლიტიკური ჯგუფი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის პროექტს არა ისინი, არამედ მათი მთავარი ოპონენტი წარმოადგენს.

ყველა სიახლე

გოგა ხაინდრავა

14 ივლისი 2026, 20:51

საზოგადოება

ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ივლისი 2026, 20:49

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.

14 ივლისი 2026, 20:43

პოლიტიკა

ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.

14 ივლისი 2026, 20:42

რეგიონი

მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან

კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.

კაია კალასი

14 ივლისი 2026, 20:32

პოლიტიკა

შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.

14 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

14 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

14 ივლისი 2026, 20:24

სამართალი

ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.

14 ივლისი 2026, 20:23

სამართალი

500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.

14 ივლისი 2026, 20:22

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.

14 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.

ბორის ჯონსონი

14 ივლისი 2026, 19:40

მსოფლიო

The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა

ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 19:26

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.

ზურაბ პატარაძე

14 ივლისი 2026, 19:17

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.

დავიდ სანჩესი

14 ივლისი 2026, 19:16

მსოფლიო

POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის

ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.

14 ივლისი 2026, 19:06

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

14 ივლისი 2026, 18:47

მსოფლიო

ორბანი: ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანონოდ იქნება დანიშნული, ვერ იქნება ლეგიტიმური - თუ პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს ექნება წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ჩვენ ასეც მოვიქცევით

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ აღიარებს უნგრეთის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მე-17 შესწორებას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის გარკვეულ გარემოებებში თანამდებობიდან გადაყენების საშუალებას იძლევა.

14 ივლისი 2026, 18:40

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.

ნინო თანდილაშვილი

14 ივლისი 2026, 18:31

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: შეიქმნა ეროვნული მობილური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება გაფრთხილებების გაცემა და ყველა მოქალაქეს შეეძლება რომ ისარგებლოს ამ საჯარო სერვისით. პლატფორმის საჯარო წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება

საქართველო მასპინძლობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის პასუხისმგებელი ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ის აქტივობები, რასაც ჩვენ ადრეული გაფრთხილების სისტემებს განვითარების კუთხით ვაკეთებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

14 ივლისი 2026, 18:28

მსოფლიო

პოლონეთის პარლამენტის წევრი: ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის, თუ მის დროშებზე OUN-UPA-ს დამნაშავეების კულტი იქნება - სწორედ ამიტომ წარვადგინე სეიმში რეზოლუციის პროექტი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

პოლონეთის პარლამენტის წევრმა (პარტია „კანონი და სამართლიანობა“) და განათლების ყოფილმა მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების მოთხოვნით სეიმში სპეციალური რეზოლუციის პროექტი წარადგინა.