უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე პარლამენტისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ
ფოტო: უზენაესი სასამართლო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანი სიის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე კი საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხზე მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს და მოსამართლეების დანიშვნამდე საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
იუსტიციის საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დღეისათვის ყველაზე აქტუალური სასამართლო სისტემაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაა. მისი თქმით, ბევრ რამეს გადაწყვეტს ის, თუ როგორ და ვის აირჩევენ.
"არ უნდა დავუშვათ ჩინჩალაძის კლანის გაძლიერება. უზენაეს სასამართლოში როდესაც დასრულდება ეს ეტაპი და სასამართლოში ღირსეული ადამიანები შევლენ, შემდეგ შეგვეძლება სხვა რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება. უზენაესი სასამართლოს გადარჩენაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ.
პარლამენტს შეუძლია მხარი არ დაუჭიროს ამ სიას. კანონის თანახმად, ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე კი მიიჩნევს, რომ სიის განხილვამდე პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს, რომელიც მოსამართლეების ასარჩევად შესაბამის კრიტერიუმებსა და სტანდარტებს დაადგენს.
"აუცილებელია ჯერ ამ კრიტერიუმების დადგენა და სწორედ ამის შემდგომ უნდა მოხდეს სიის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში. მთავარი და მნიშვნელოვანია დავინახოთ რას აპირებს პარლამენტი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ „ქართულ ოცნებას“, რადგან ის არის მმართველი ძალა. თუ პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა იმ ცვლილებებზე, რომელიც ორგანულ კანონში განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, ამის შემდგომ უნდა მოხდეს სიის ხელახლა წარდგენა პარლამენტში.
სიის უკან გაწვევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან შეაჩერებს პროცესს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სიის გაწვევა, პარლამენტმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და თქვას, რომ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები, კონკრეტული კრიტერიუმებისა და სტანდარტების განსაზღვრა და სწორედ ამის შემდგომ სიის განხილვა. ოღონდ, ეს სია უნდა ეფუძნებოდეს უკვე ახალ სტანდარტებს", - განაცხადა სულხან სალაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანმა სიამ საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ეკა ბესელია ამბობს, პარლამენტში ამ სიის განხილვის პროცესის შესაჩერებლად მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. თუმცა ამ განცხადებას არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ის ამბობს, რომ სიის განხილვის შეჩერება ბესელიას მიერ პოსტის დატოვებას არ შეეძლო.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეხვედრაა დანიშნული, თუმცა უცნობია როდის გაიმართება.
24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 14:33
მსოფლიო
The Guardian: დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება
დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება. სტატიას ამ სათაურით The Guardian-ი ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 მაისი 2026, 14:33
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე: ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე
„ყველა ცდილობს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორ ერთადერთმა და განუმეორებელმა ლიდერმა ამ მოძრაობისა, იმიტომ რომ ეს ყველაფერ დანარჩენთან ერთად მატერიალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ამით უნდათ აჩვენონ - მე ვარ ის მთავარი ფიგურა, რომლისკენაც უნდა იყოს მომართული დასავლეთის ზოგიერთი წრიდან თანხები. ეს 1 და 2 დოლარი არ არის, საუბარია მილიონობით დოლარზე. მათ საკუთარი ნება არ გააჩნიათ. ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე?“ - კითხულობს შარმანაშვილი.
28 მაისი 2026, 14:30
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე გორში მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე
მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინა დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 14:18
სამართალი
ზურაბ ჩხაიძე გორში ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ: აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები - კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე
ექიმი-სპეციალისტების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა, - განაცხადა გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების შემდეგ პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.
28 მაისი 2026, 14:17
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია
გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები არის მიუღებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
28 მაისი 2026, 14:17
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატი: მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი. ჩვენების მიცემას როდესაც შეძლებს და როდესაც დაიბარებენ, აუცილებლად მისცემს
მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი, - განუცხადა „ქრონიკას“ გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაშვილმა.
28 მაისი 2026, 14:09
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სისტემური დანაშაულია, რომ გამოვა ხელისუფალი ტრიბუნასთან და იტყვის - არავითარი მოწყალება და არავითარი ტყვიის დაზოგვა, ყველა უნდა დაიხოცოს, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება. ასეთი პერიოდი გვახსოვს
„ხისტი ძალა შეიძლება გამოიყენეს პოლიციელმა, როცა სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
28 მაისი 2026, 14:01
ეკონომიკა
ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ფულის გათეთრების აღკვეთის და სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მარეგულირებელი ჩარჩო. აღინიშნა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC), ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ზემოხსენებული მიმართულებებით.
28 მაისი 2026, 14:00
ეკონომიკა
8200 კილოგრამი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
28 მაისი 2026, 13:58
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.
28 მაისი 2026, 13:57
საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.
28 მაისი 2026, 13:56
მსოფლიო
რუსეთი ყაზახეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 13:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას
„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 13:10
მსოფლიო
Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ
შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:00
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 12:47
პოლიტიკა
კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.
28 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.
28 მაისი 2026, 12:11
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 11:57
მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო
აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


