imedi /  14 იანვარი 2019, 18:13 / სანდო წყარო

მესამე სექტორი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფში მეტ ადგილს ითხოვს

უზენაესი სასამართლო

სამოქალაქო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების მოსამზადებლად არსებულ სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლობის გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ვერძეულის თქმით, მესამე სექტორი ამ მოთხოვნის ოფიციალურად სამუშაო ჯგუფის უახლოეს შეხვედრაზე დააყენებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფში წარმომადგენლობა გაფართოვდეს, რადგან ითქვა, რომ არის მზაობა ფართო ჯგუფში შედგეს ამ საკითხების განხილვა, პირველ რიგში ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს და ეს საკითხი ჩვენი მხრიდან დადგება. შეუძლებელია 50 ადამიანში სამოქალაქო სექტორიდან ერთზე მეტი ადგილი ვერ მოიძებნოს და ამ დროს ვსაუბრობდეთ, რომ ნება არის ამ საკითხის ფართო სპექტრში განხილვის. მეორე საკითხი არის, რომ ჩვენ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ და რა გეგმა აქვს პარლამენტს. ჩვენ ვამბობთ, რომ მხოლოდ კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა შედეგის მომტანი ვერ იქნება. საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც ეს სისტემა შექმნეს და ამ ჩიხში შეიყვანეს მართლმსაჯულება, უნდა დატოვონ თანამდებობები, საბჭოს წევრები დაუჭერენ თუ არა მხარს კრიტერიუმებს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. არაფერი გვაზღვევს, რომ საბჭო იგივე პროცედურებს თავის თავზე არ მოირგებს. კრიტერიუმები დასადგენია, თუმცა რაც უფრო ფართო წარმომადგენლობით მოხდება ეს, მათ შორის ვენეციის კომისიის ჩართულობით, მით უკეთესი, თუმცა ჩვენი პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ჯგუფი გაფართოვდეს“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

12 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა. 

კობახიძის თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

მოგვიანებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა დააკონკრეტა რომელი ჯგუფი იმუშავებს და როდიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაზე.

4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2026, 10:06

რეგიონი

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

25 ივნისი 2026, 10:05

რეგიონი

მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

პეტრ პაველი

25 ივნისი 2026, 10:01

მსოფლიო

POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი განჩინება გამოსცა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 09:55

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.

25 ივნისი 2026, 09:50

კულტურა

გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ალილოს“ საიუბილეო საღამო გაიმართა

ანსამბლის შემოქმედების 25 წლის აღსანიშნავი კონცერტი, რომელსაც გასულ წელს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, მსმენელთა თხოვნით, განმეორებით ჩატარდა. „ალილო“ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეპერტუარითა და საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი სიმღერებით წარდგა. კონცერტში საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, ბენდი და მაესტრო დავით მაზანაშვილი მონაწილეობდნენ.

25 ივნისი 2026, 09:47

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე დებატები გამართეს. მონაწილე გუნდებმა საკმაოდ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად იმსჯელეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დებატები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

25 ივნისი 2026, 09:46

მსოფლიო

მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 09:43

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ჯიღაურაში, ზაქაროსა და ნავაზში. იგება ასფალტის საფარი, გარკვეულ ადგილებში ეწყობა სანიაღვრე არხები და წესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები. შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წეროვნის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც პარალელურად, ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის კეთილმოწყობაც გრძელდება.

25 ივნისი 2026, 09:39

კულტურა

ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს

ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" თამარ ქორიძის ხელმძღვანელობით ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს, რომლის სახელწოდებაცაა „მზისკენ’’და აგებულია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე.

25 ივნისი 2026, 09:32

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში მიიღებს. ამასთანავე, მარტყოფში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სრული განახლება მიმდინარეობს, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება სართიჭალაშიც.

25 ივნისი 2026, 09:28

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

მოქალაქეებს არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

25 ივნისი 2026, 09:25

საზოგადოება

ბათუმში დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა, საზღვაო განათლების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციამ, საერთაშორისო აღიარების გეოგრაფიის გაფართოებამ და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე და გააძლიერა ახალგაზრდების ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2026, 09:20

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება.

25 ივნისი 2026, 09:18

პოლიტიკა

ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

დავით მათიკაშვილი

25 ივნისი 2026, 09:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

25 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არიან დაღუპულები

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ახლოს 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

25 ივნისი 2026, 08:56

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი. ის მზად არის, რომ გააუქმოს თავისი სახელმწიფო და შეუერთოს სხვა ქვეყანას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

ლევან მახაშვილი

25 ივნისი 2026, 08:48

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი პროცესი და დოკუმენტი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს.

25 ივნისი 2026, 08:25

პოლიტიკა

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისმოდა მოწოდებებიც ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ.

25 ივნისი 2026, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში

25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.