რა სქემა აღწერა გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე
ფოტო: IMEDI
გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით 10 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციისა და შემდეგ განვითარებული მოვლენები განმარტა. დეტალები გენერალურმა პროკურატურამ დღეს ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
სქემა, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, 2008 წელს იწყება. კერძოდ საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2008 წლის 21 მარტს "თიბისი ბანკი" კომპანია "სამგორი M-ზე" 7 მლნ 800 ათასი დოლარის სესხს გასცემს, 29 აპრილს დამატებით 1 მლნ 300 ათას დოლარს.
ამ დროის მონაცემებით, "სამგორი M"-ის წარმომადგენლებად პროკურატურის ინფორმაციაში, ვახტანგ წერეთელი და ნოე თოფურია არიან მოხსენიებული. ამ სესხების გაცემიდან დაახლოებით ერთ კვირაში "თიბისი ბანკი" მორიგ სესხს გაცემს, ისევ ორ ტრანზაქციად, ჯამურად სესხის ოდენობა 7 მლნ 564 ათასი დოლარი იყო. ამ კომპანიის წარმომადგენლადაც პროკურატურის ინფორმაციაში დასახელებულები არიან ვახტანგ წერეთელი და დავით ჭუბაბრია.
ამის შემდეგ, როგორც საგამოძიებო უწყება ამბობს, ორივე კომპანია სესხის მიღებისთანავე, თანხებს უბრუნებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ანუ იმ ბანკის დამფუძნებლებს, საიდანაც სესხი აიღეს. კერძოდ, მამუკა ხაზარაძე 21 და 29 აპრილს "სამგორი M"-ისგან სესხის სახით ჯამში 8 მლნ 982 ათასზე მეტ ლარს იღებს, ხოლო ბადრი ჯაფარიძე იმავე თარიღებში და იმავე კომპანიისგან ჯამურად 4 მლნ 236 ათას ლარზე მეტს.
მორიგი ტრანზაქცია, დაახლოებით ერთ კვირაში ისევ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებზე და ამჯერად "სამგორი თრეისისგან" ხორციელდება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2008 წლის 7 მაისს მამუკა ხაზარაძე "სამგორი თრეიდისგან" სესხულობს 7 504 ათას ლარზე მეტს, ხოლო ბადრი ჯაფარიძე 3 მლნ 539 ათას ლარზე მეტს.
გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც "თიბისი ბანკის" მიერ ორ კომპანიაზე გაცემული სესხი ასევე სესხის სახით მიდის ამავე ბანკის დამფუძნებლებთან, ისინი პროკურატურის მტკიცებით, პირადი სესხების გადასაფარად მთლიან თანხას რიცხავენ ფიზიკური პირებისა და ოფშორული კომპანიის ანგარიშებზე.
ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან ეს ფიზიკური პირები.
რაც შეეხება ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას, პროკურატურის ინფორმაციით, სქემა ასე გრძელდება, სესხების გაცემიდან 4 წლის შემდეგ, 2012 წელს "სამგორი M"-ის და "სამგორი თრეიდის" სასესხო ვალდებულებები ოფშორულმა კომპანიამ გადაიწერა, ისე, რომ მსესხებლების მიმართ, კერძოდ ვახტანგ წერეთელს, ნოე თოფურიას და დავით ჭუბაბრიას მიმართ, არანაირი სანქციები არ გატარებულია. ის ოფშორული კომპანია კი, რომელმაც საბოლოოდ გადაიწერა, "თიბისი ბანკის" მიერ "სამგორი M"-სა და "სამგორი თრეიდზე" გაცემული სესხები არის "მარტელო გრუპ ლიმიტედი", რომლის წამომადგენლად პროკურატურის მონაცემებში პაატა ღაძაძე ფიქსირდება. ღაძაძე მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო. ახლა ის "თიბისი დაზღვევის" ხელმძღვანელია და დღეს "ქრონიკასთან" საუბარში ამბობს, რომ 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე არაფერი ახსოვს.
დღეს გენერალურ პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ "თიბისი ბანკის" საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა გრძელდება. თუმცა ვინ აძლევს გამოძიებას ჩვენებას ამის გამჟღავნება პროკურატურას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გენერალური პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი ჩაშლილ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხი იყო.
"იქ ბრალდება არ მომისმენია, ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციებისა, რომელიც არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია და არანაირად არ შეიძლება, სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა პროკურატურის კომპეტენცია იყოს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ახლა რაც არ უნდა იხტუნაონ, ფულის გათეთრება გამორიცხულია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთო წერეთელმა სააგენტო GBC-ს განუცხადა. მისივე თქმით, ბანკის მიერ ვალის ჩამოწერის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
„ჩამოწერა ერქვა, ახალახანს რომ განხორციელდა, „თიბისიმ“ მსესხებლებს 10 მილიონი რომ ჩამოაწერა. რატომ ამაზე არაფერს ამბობენ“, - აცხადებს ავთო წერეთელი.
ამასთან, პროკურატურის ლექსიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც მისი ვინაობის გაცხადებისგან დღევანდელ ბრიფინგზე თავი შეიკავა, წინა შემთხვევისას კი დაასახელა, რის გამოც, გაუთქმელობის შეთანხმების დარღვევაზე შეუძლია მხარემ უჩივლოს და თავს ვერც გაიმართლებს.
ავთო წერეთელი აცხადებს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა – აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ვისაც უნდა იმას მისცემდა.
21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბანკიდან წავიდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.


