imedi /  17 ივლისი 2017, 20:03 / სანდო წყარო

ჩეჩენი ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის თქმით, ის საქართველოში არ დაუკავებიათ

ტუმსო აბდურახმანოვი

ჩეჩენი ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის თქმით, ის დააკავეს, თუმცა არა საქართველოში, არამედ სხვაგან. თუ სად, ეს უცნობია. ამის შესახებ ბლოგერის მეგობარი და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ზვიად მჭედლიშვილი აცხადებს, რომელიც აბდურახმანოვს ტელეფონით ელაპარაკა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

"მითხრა, რომ მართლაც დააკავეს, მაგრამ არა საქართველოში. როგორც ტუმსომ მითხრა, თბილისი ცოტა ხნის წინ დატოვა. რომელ ქვეყანაში იმყოფება ახლა, ან რატომ დააკავეს, არ დაუზუსტებია. მითხრა, რომ შემოწმებას გადიოდა", - აცხადებს ზვიად მჭედლიშვილი.

დღეს, Эхо Кавказа-მ გაავრელა ინფორმაცია თბილისში სააგენტო Кавказ Реалии-ის თანამშრომლის ტუმსო აბდურახმანოვის დაკავების შესახებ.

რედაქციის ინფორმაციით, ტუმსო აბდურახმანოვზე, ჩეჩნეთის ძლოვანმა უწყებებმა უკანონო თვალთვალი და დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბლოგერმა, რამზან კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის ისლამ კადიროვის კორტეჟს, გროზნოში გზა არ დაუთმო.

კომენტარები ()