imedi /  14 მარტი 2017, 17:04 / სანდო წყარო

ნაციონალები მარგველაშვილს ფარული მოსმენების კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ

"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი მარგველაშვილს ფარული მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიამ საჯაიამ პრეზიდენტთან ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით გამართული საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარიამ საჯაიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. 

საქართველოს პრეზიდენტმა ფარული მოსმენების კანონზე ხელმოწერის გადაწყვეტამდე, პოლიტიკურ ჯგუფებთან, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების დაწყება გადაწყვიტა. მარგველაშვილი დღეს "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ცალ-ცალკე შეხვდა.

პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა 21 მარტამდე უნდა გადაწყვიტოს - კანონს ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს.

კომენტარები ()