imedi /  30 ივნისი 2020, 12:24 / სანდო წყარო

ბიზნეს ასოციაცია: ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული ყოველი მესამე სინჯი საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებთან შეუსაბამოა

ავტოგასამართზე საწვავის კონტროლი

აუცილებელია საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაყვანა - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე.

ასოციაცია საწვავის ხარისხის კონტროლის აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიესალმებიან უკანასკნელ პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უხარისხო საწვავის მიმოქცევის აღმოფხვრის კუთხით გადადგმულ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს.

„უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საწვავის ხარისხი რჩება მნიშვნელოვან პრობლემად მთელი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისათვის. წლების მანძილზე საწვავის ხარისხის მონიტორინგის არასრულფასოვანი სისტემა ვერ უმკლავდებოდა ბაზრის არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების „მოჭარბებულ“ ძალისხმევას - საქართველო ექციათ უხარისხო საწვავის რეალიზაციის შესაძლო ადგილად.

ვფიქრობთ, საკითხი აქტუალურია ნებისმიერი ადამიანისათვის - უხარისხო საწვავის თითოეული წვეთი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეკოსისტემისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტივობამ ყველას დაანახა პრობლემის მასშტაბი და სიღრმე: 2020 წელს ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებთან. ანუ, ვიღებთ რეალობას, როდესაც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა ზიანდება რიგი კომპანიების კანონდარღვევების გზით მოღვაწეობის ხარჯზე, რაც, მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისათვის.

უკიდურესად აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნაწარმოები ნავთობპროდუქტები დაექვემდებაროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივ მონიტორინგს. ფაქტია, რომ საწვავის ხარისხის კონტროლის არსებული სისტემა საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს და თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაყვანას, ხოლო საკანონმდებლო ბაზა საწვავის ბაზრის ნებისმიერი ოპერატორის მიერ ამ სახის კანონდარღვევებისათვის უმკაცრესი რეგულაციების დაწესებას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კვლავაც გააგრძელებს სიტუაციის ანალიზს, მონიტორინგს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდება საწვავის ხარისხის კუთხით დღეისათვის არსებული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგებას.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უხარისხო საწვავის მიმოქცევის აღმოფხვრის კუთხით გადადგმულ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზაზე ყველას გვმართებს თანაბარი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა გავექცეთ“, - ნათქვამია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

04 მარტი 2026, 13:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად

როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, გახსოვთ, როგორ აგრესიულად, უპასუხისმგებლოდ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დღეს იგივე ადამიანები იმავე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე, საქართველო უნდა დადგეს „ისტორიის სწორ მხარეს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან მაჭავარიანი:

04 მარტი 2026, 13:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს

ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული საქმეები ამაზე მეტყველებს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

04 მარტი 2026, 13:30

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარე გოგა გულორდავა ITU-ს ამერიკელ გენერალურ მდივანს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (MWC) ფარგლებში, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU)ამერიკელ გენერალურ მდივანთან, დორინ ბოგდან-მარტინთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ComCom ავრცელებს.

არჩილ ბერიძე

04 მარტი 2026, 13:20

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით

დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შეცდომებიც შესაძლებელია - ეს ბუნებრივია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ააშენონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძე

04 მარტი 2026, 13:20

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სუვერენიტეტი.ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით.ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვით და ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სუვერენიტეტი.ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვითდა ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძე

04 მარტი 2026, 13:19

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ჩვენი რეგიონის და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად, იზრდება გარე ძალების ინტერესიც - საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული, სრულად დაქვემდებარებული ხელისუფლება

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გულწრფელად და მკაფიოდ ავუხსნათ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები — რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რატომ არის ეს პერიოდი ასეთი დაძაბული და რა არის არსებული თუ განვლილი პოლიტიკური ტურბულენტობის გამომწვევი რეალური მიზეზები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 13:13

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს რეგიონში

საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად და ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს რეგიონში, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კირცხალია

04 მარტი 2026, 12:57

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არცერთი მტრის წინაშე დაჩოქებას

თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად - ეს ერთი შეხედვითაც აშკარაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

04 მარტი 2026, 12:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს.

პედრო სანჩესი

04 მარტი 2026, 12:50

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერი: 23 წლის წინ აშშ-ის სხვა ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში სხვა ომში ჩაგვითრია. ომში, რომელიც, როგორც მაშინ ამბობდნენ, თეორიულად სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებისთვის იყო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ირანში შეიარაღებული კონფლიქტის გამო აშშ-თან ჩამოყალიბებულ დაძაბულ ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე 
ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 12:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს: გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს

„მოხარულნი ვართ, რომ ძალიან დადებითი დინამიკაა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მოხარულნი ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათაშორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველვყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა, გავუსვათ ხაზი ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს“.

04 მარტი 2026, 12:45

საზოგადოება

მიმდინარე წელს მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა.

ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 12:44

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს. ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით

„არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისთვის და ვიზიტებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ირაკლი კობახიძე

04 მარტი 2026, 12:42

პოლიტიკა

პრემიერი: სომხეთთან გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია, ტურიზმის კუთხით კი სამეულში, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი

დღეს, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას - განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში და მიუხედავად ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, ყველა მიმართულებით არსებობს ამ პარტნიორობის განვითარების შემდგომი პოტენციალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ზურაბ ქადაგიძე

04 მარტი 2026, 12:40

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს

თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

04 მარტი 2026, 12:39

საზოგადოება

გლდანში, ლიბანის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყობა

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

04 მარტი 2026, 12:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის

„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის მაღალი დონე, თუმცა, არსებობს მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღეს, კომისიის სხდომაზეც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

04 მარტი 2026, 12:33

საზოგადოება

კახა კალაძე: მიმდინარეობს უხვი ნალექის მიერ გამოწვეული ზარალის დათვლის პროცესი - ეტაპობრივად ყველა დაზარალებულს მივხედავთ

თბილისში მოსული უხვი ნალექის პერიოდში არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე, - განაცხადა თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძე

04 მარტი 2026, 12:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის

„საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამდენად, რასაკვირველია, ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ, როგორც ირანის მოსახლეობას, ისე ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობას. მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია განვითარება და წინსვლა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაიხურა. საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან დუბაიში, აბუ დაბიში“.

მაკა ბოჭორიშვილი
არარატ მირზოიანი

04 მარტი 2026, 12:21

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა

2026 წლის 4 მარტს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.