არქივი

კიბო

10 თებერვალი 2019, 23:53

ტექნოლოგიები

როგორია კიბოს სიმპტომები კაცებში

სპეციალისტები კაცებს ასევე ექიმთან მისვლას ურჩევენ, თუ ისინი გამუდმებით ახველებენ. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია სისხლის ამოხველება. გარდა ამისა, მედიკოსების რეკომენდაციაა კაცებმა ყურადღება მიაქციონ წონის მკვეთ კლებას, შარდასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სათესლე ჯირკვლების ფორმის ან ზომის ცვლილებას.

სექსი დიდ ქალაქში

10 თებერვალი 2019, 23:36

ტექნოლოგიები

კვლევა: ქალების ჯანმრთელობისთვის კვირაში ორჯერ მეგობრების ნახვა აუცილებელია

ფსიქოლოგი და კვლევის ავტორი რობინ დუნბარი ამბობს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება თუ ის კვირაში ორჯერ ოთხ საუკეთესო მეგობართან ერთად ატარებს დროს და სხვადასხვა რამით კავდება.

ავღანეთი

10 თებერვალი 2019, 23:29

მსოფლიო

ავღანეთში თალიბების თავდასხმას რვა სამართალდამცველი ემსხვერპლა

ავღანეთში მოძრობა „თალიბანის“ თავდასხმას 8 პოლიციელი ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა. შემთხვევა სარი-პულის პროვინციაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. მედიის ცნობით, ტერორისტებმა იარაღი და პოლიციის ტრანსპორტი გაიტაცეს. სხვა დეტალები უცნობია.

თემურ ბაბლუანი

10 თებერვალი 2019, 23:14

კულტურა

ბაბლუანების ინიციატივით თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლა გაიხსნება

მამა-შვილი თემურ და გელა ბაბლუანები ახალ პროექტზე მუშაობენ მუშაობენ. მათი ინიციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლას ჩაეყრება საფუძველი და ის ფრანგული კინო აკადემიის "ესეკის" ანალოგი იქნება.

სირია

10 თებერვალი 2019, 22:46

მსოფლიო

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო ბაზაზე იერიში დაიწყო

ოპერაციის დასრულება თებერვლის ბოლოს იგეგმება. ქალაქში სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ 400-დან 600-მდე მებრძოლი იმყოფება. გარდა ამისა, ბაგუზში 500-დან 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს. ოპერაციის დაწყებამდე იქაურობა 20 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი

10 თებერვალი 2019, 22:38

პოლიტიკა

სააკაშვილი: დღეს საქართველოში ჩასასვლელად სიტუაცია მზად არ არის

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს შეხვდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, ახლა საქართველოში არ არის მზად ის სიტუაცია, რომ დაბრუნდეს. ექსპრეზიდენტის თქმით, მან და მისმა მხარდამჭერებმა საქართველოში მის ჩასასვლელად "ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ".

ელიავას ბაზრობა

10 თებერვალი 2019, 22:08

ეკონომიკა

როგორ შეიძლება მოგვარდეს ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული პრობლემები

1990-იანი წლების შემდეგ ელიავას ბაზრობის ტერიტორია თანდათან ფართოვდება. დღეს ბაზრობის ფართობი 15 ჰექტარზე მეტია. აქ უკვე პრობლემა მხოლოდ ესთეტიკური მხარე აღარ არის, აქ გარემო დაბინძურებულია, რაც ჯანმრთელობის პრობლემებსაც ქმნის. საგანგაშო სიგნალი წერეთლის გამზირზე ინთება.

ვარლამ ლიპარტელიანი

10 თებერვალი 2019, 22:04

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გადამწყვეტ დაპირისპირებაში იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა. შეხვედრა ლიპარტელიანის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ქულა ვაზარით აიღო.

მიხეილ სააკაშვილი

10 თებერვალი 2019, 21:57

პოლიტიკა

ლიეჟში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს თემურ შაშიაშვილი დარბაზიდან გააძევეს

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს ხვდება, დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა. ის სააკაშვილის მხარდამჭერებმა დარბაზიდან გაიყვანეს. შაშიაშვილი მაშინ შევიდა დარბაზში როდესაც ექსპრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა.

მიხეილ სააკაშვილი

10 თებერვალი 2019, 21:33

პოლიტიკა

როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას

"იმ წუთში, როდესაც მე დავინახავ, რომ ოპოზიცია მანდ მზად არის, რომ ჩემი 72-საათიანი თავისუფლად ყოფნა უზრუნველყოს, მე იმ წამში გავჩნდები საქართველოში", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. როდის და რა გზით გაჩნდება საქართველოში ამას ჯერ არ აზუსტებს.

გრიგოლ ვაშაძე

10 თებერვალი 2019, 21:18

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: ყელში ამოვიდა თქვენი განსხვავებული აზრი

„განსხვავებული აზრის გამო ჩავიდნენ ბიძინასთან. აქ მაინც დაგვალაპარაკეთ თავისუფლად, კაცო. ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი. ეს პარტიული შეკრება არ არის, ეს არის პატრიოტების შეკრება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

10 თებერვალი 2019, 21:10

პოლიტიკა

ლიეჟში სააკაშვილთან შეხვედრაზე დაშავებულ რამდენიმე ემიგრანტს სასწრაფო დახმარება დასჭირდა

ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დარბაზში, სადაც შეხვედრა იმართება, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. ამას დაპირისპირებაც მოჰყვა. ემიგრანტები ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს მათ წინააღმდეგ გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს.

ჯამალ ჰაშაღი

10 თებერვალი 2019, 20:58

მსოფლიო

ჯამალ ჰაშაღის საცოლემ მოკლული ჟურნალისტის შესახებ წიგნი გამოსცა

მემუარების პრეზენტაცია სტამბოლში გაიმართა. წიგნი ჩენგიზის ინტერვიუს ინტერვიუს, მის პირად დღიურებსა და მკვლელობის გამოძების ვერსიებს ეყრდნობა. 228-გვერდიანი წიგნი, რომელიც მან თურქ ჟურნალისტებთან თანაავტორობით გამოუშვა, ინგლისურ, თურქულ და არაბულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

სტოკჰოლმი აფეთქება

10 თებერვალი 2019, 20:36

მსოფლიო

სტოკჰოლმში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. პოლიციამ ახლოსმდებარე შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. მედიის ცნობით, შენობაში ბომბი აფეთქდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დადასტურებულა.

ჰიგიენა

10 თებერვალი 2019, 20:26

პოლიტიკა

საქართველოში გამოკითხული ყოველი მესამე ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს. სტატისტიკა

ერთ ჯერზე, ადამიანი საშუალოდ, 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე, მაშინ, როცა რეკომენდებული ხანგრძლივობა 40-60 წამია. IPM კვლევების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ქართველები დღის განმავლობაში ხელს არც ისე ხშირად იბანენ.

ლიეჟი

10 თებერვალი 2019, 20:14

პოლიტიკა

ლიეჟში ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილს სააკაშვილთან შეხვედრაზე არ უშვებენ

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. დარბაზში სიტყვიერი და მცირედი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ემიგრანტების ნაწილი ამბობს, რომ მათ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა შეხვედრაზე არ უშვებენ.

დაავადებები

10 თებერვალი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

4 ახალი საშიში ინფექცია, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის

ამ ბაქტერიის შესახებ 1980-იან წლებში გახდა ცნობილი. ამ დროისთვის მისი მატარებელი პლანეტის მოსახელეობის 1-2%-ია, ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდები. ხშირად ეს დაავადება სიმპტომების გარეშე ვითარდება ან ისეთი სიმპტომები ვლინდება, როგორებიც აქვს გონორეას და ქლამიდიოზს.

სპორტი

10 თებერვალი 2019, 20:04

სპორტი

იამაიკელი მორბენალი შეჯიბრიდან საავადმყოფოში მოხვდა

მორბენალი იამაიკელი სპორტსმენი კიმოი ქემპბელი ნიო-იორკში კაცებს შორის 3 000 მეტრ დისტანციაზე გამართული შეჯიბრის დროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 28 წლის სპორტსმენი პირველივე წრეზე გახდა ცუდად, მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება თუმცა საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

შიმპანზე

10 თებერვალი 2019, 19:51

ტაბლოიდი

ბელფასტის ზოოპარკში შიმპანზეები ვოლიერიდან გაიპარნენ. ვიდეო

ბელფასტის ზოოპარკიდან რამდენიმე შიმპანზემ ვოლიერიდან გაქცევა შეძლო. შიპმანზეებმა კედელზე გასასვლელად ხის ტოტი გამოიყენეს - მასზე როგორც კიბეზე ისე ავიდნენ და ბეტონის ბარიერი გადალახეს. ერთ-ერთი შიმპანზე იქვე ჩამოჯდა, დანარჩენებმა კი ადამიანების სავალ ნაწილზე გაისეირნეს.

გიორგი სამუშია

10 თებერვალი 2019, 19:36

პოლიტიკა

ლიეჟში სააკაშვილთან შესახვედრად წამებაში ბრალდებული გიორგი სამუშიაც ჩავიდა

ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ემიგრანტებთან შეხვედრაა დაგეგმილი, გიორგი სამუშიაც ჩაფრინდა, რომელიც საქართველოში წამების ბრალდებით იყო დაკავებული. გიორგი სამუშიამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ხანძარი

10 თებერვალი 2019, 19:11

მსოფლიო

ნიგერიაში საარჩევნო კომისიის ოფისი არჩევნებამდე 6 დღით ადრე დაიწვა

ხანძრისას დაიწვა ყველაფერი რაც კი არჩევნებისთვის საჭირო იყო, მათ შორის ბიულეტენები და საარჩევნო ყუთები. პრესსპიკერმა მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა და თქვა, რომ საბოტაჟზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

10 თებერვალი 2019, 19:11

მსოფლიო

ათენში პასპორტების გაყალბების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

ათენის ცენტრში სირიის ორი და ერაყის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საბერძნეთის და გერმანიის პასპორტების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილი. პასპორტის ფალსიფიკაციისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი 800 დან 1200 ევრომდე იღებდა, პირადობის და მართვის მოწმობის ფასი 150-500 ევრო იყო.

10 თებერვალი 2019, 19:05

მსოფლიო

ჰაიტიზე საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

დემონსტრანტები პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ქვეყნის პირველ პირს კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობაში, ეკონომკის დასუსტებაში, ვალუტის გაუფასურებასა და ინფლაციის ზრდაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქში პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და შენობას ქვები დაუშინეს.

ზაზა ფაჩულია

10 თებერვალი 2019, 18:50

სპორტი

„დეტროიტი“ ზაზა ფაჩულიას დაბადების დღეს ულოცავს

„დეტროიტის“ ქართველ კალათბურთელს მისმა თანაგუნდელებმა დაბადების დღე Facebook-ზე პოსტით მიულოცეს. ზაზა ფაჩულია დღეს 35 წლის გახდა. "დეტროიტში" ზაზა ფაჩულიას დებიუტი 2018 წლის ოქტომბერში შედგა. მანამდე ის "გოლდენ სტეიტში" თამაშობდა.

სალომე ზურაბიშვილი

10 თებერვალი 2019, 18:42

პოლიტიკა

პრეზიდენტი: ქუთაისმა საქართველოს კულტურული დედაქალაქის სახელი უნდა დაიბრუნოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ქუთაისშია ჩასული, სადაც ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვითაც გამოვიდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ის "რეგიონების პრეზიდენტი" იქნებოდა.

10 თებერვალი 2019, 18:40

კულტურა

ვიარეჯოში კარიკატურების პერსონაჟების კარნავალი გაიმართა

ვიარეჯოს კარნავალის თემები ყოველთვის მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენებია, დაწყებული პოლიტიკიდან ესტრადით დასრულებული. წელს ორგანიზატორებმა ისეთ თემებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორებიცაა: სკოლებში ჩაგვრა, ეკოლოგია და ფემინიზმი.

ადოლფ ჰიტლერი

10 თებერვალი 2019, 18:27

კულტურა

გერმანიაში აუქციონზე სავარაუდოდ ჰიტლერის ნახატები არ გაიყიდა

აუქციონი ქალაქ ნიურბერგში გაიმართა, სადაც მეორე მსოფლიო ომის მთავარი დამნაშავეები საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა. აუქციონი მას შემდეგ ჩავარდა, რაც ითქვა, რომ ნახატებზე შესაძლოა ყალბი ხელმოწერები იყოს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე პირმა მათ ნამდვილობაში ეჭვი შეიტანა.

10 თებერვალი 2019, 18:19

ეკონომიკა

Volkswagen-ი Bosch-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი Bosch-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. დაპირისპირების მიზეზია ის ფინანასური დანაკარგები, რაც ავტოკონცერნმა ავტომობილებში დამონტაჟებული კვების ბლოკების გაუმართაობით მიიღო. კომპანსაციის თანხამ შესაძლოა 1 მილიარდი ევრო შეადგინოს.

მექსიკის კედელი

10 თებერვალი 2019, 18:10

მსოფლიო

აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

დემონსტრაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ საზღვართან მიგრანტების მორიგი ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობს. ლათინური ამერიკიდან ჩასული 2000-მდე ადამიანი ქალაქ პედრას ნეგრასთან ახლოსაა დაბანაკებული.

ჰესების მშენებლობა

10 თებერვალი 2019, 18:06

ეკონომიკა

მაჭახელის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღდეგ სახალხო მოძრაობა „სიტყვის კაცები“ შეიქმნა

მაჭახელის ხეობის მცხოვრებლებმა ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს ლოზუნგებით "არა ჰესებს", "მაჭახელა ჩვენია", "ჩვენ არ ვიყიდებით". მათ სახალხლო მოძრაობა "სიტყვის კაცები"-ც შექმნეს, რომლებსაც დღეს კიდევ რამდენიმე სოფლიდან შეუერთდნენ.