არქივი
11 იანვარი 2019, 23:30
პოლიტიკა
საგზაო სამუშაოების გამო აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მოძრაობა შეიზღუდა
საავტომობილო მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუვის მიზეზი კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა 13 იანვრამდე იმოქმედებს.
11 იანვარი 2019, 23:26
კულტურა
მერაბ ნინიძე ახალ ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს
ფილმის სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება და ჯაშუშ გრევილ უეინის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რუს აგენტთან ერთად კუბის კრიზისის ამბებში მონაწილეობს.
11 იანვარი 2019, 22:55
სამართალი
პეკინზე ჩხუბის დროს დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა
პეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
11 იანვარი 2019, 22:40
მსოფლიო
მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა
გასულ წელს სკოპიე და ათენი შეთანხმდნენ ქვეყნისთვის სახელის შეცვლაზე. ახლა საბერძნეთის პარლამენტს მაკედონიელი კანონმდებლების მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. ცვლილების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყანას ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შანსი გაუჩნდა.
11 იანვარი 2019, 22:37
სპორტი
ვატიკანმა მძლეოსანთა ნაკრები მღვდლებისა და ბიბლიოთეკარისგან დააკომპლექტა
იტალიის ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით, გუნდი იტალიის მძლეოსნობის ფედერაციის ნაწილი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვატიკანის ნაკრები ოფიციალურ შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებს, მომავალში კი ის მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებას გეგმავს.
11 იანვარი 2019, 22:07
ტექნოლოგიები
დააპატიმრეს კაცი, რომელმაც ლიბერიას ინტერნეტი გაუთიშა
ბრიტანელი კიბერკრიმინალი სატელეკომუნიკაციო კომპანია Lonestar-ზე თავდასასხმელად დაიქირავეს. დაკავებულმა აფრიკულ კომპანიაზე 2016 წელს განხორციელებული კივერთავდასმა დაადასტურა. 29 წლის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ასობით საერთაშორისო კიბერთავდასხმაში ფიგურირებს.
11 იანვარი 2019, 21:53
კულტურა
ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი „გრეის ანატომიაში“ ითამაშებს
აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი პოპულარული სერიალის „გრეის ანატომიის“ ახალ სეზონში ითამაშებს. სერიალი სატელევიზიო ეთერში 14 წელია რაც გადის. მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში მას პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს.
11 იანვარი 2019, 21:38
პოლიტიკა
ზვიად ქორიძემ მუშაობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გუნდს შემოუერთდა. ის აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე/სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე იმუშავებს.
11 იანვარი 2019, 21:21
ტექნოლოგიები
აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო საჯარო უწყებების ვებგვერდების ნაწილი გაითიშა
ჩამონათვალში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, სააპელაციო სასამართლოსა და NASA-ს ვებგვერდები მოხვდა. აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივ შეჩერება 400 ათასი სახელმწიფო მოხელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარეშე დარჩენას ნიშნავს.
11 იანვარი 2019, 21:09
პოლიტიკა
ვაშლიჯვრის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები მოწამლეს
ვაშლიჯვრის ძაღლების თავშესაფარში ძაღლების მოწამლეს. მათგან 1 მოკვდა, 8 კი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ მკურნალობა უტარდებათ. თავშესაფრის პატრონები დიღმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
11 იანვარი 2019, 21:00
სამართალი
დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა
სახელმწიფო ბრალდება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, რაც დაკავშირებულია კონკრეტული ორი ერთეული ტექნიკის არამიზნობრივ გამოყენებასთან, რითაც ბრალდების მტკიცებით, სახელმწიფოს ფინანსური ზარალი მიადგა.
11 იანვარი 2019, 20:55
მსოფლიო
საუდელი გოგო, რომელიც ბანგკოკის აეროპორტში ცხოვრობდა კანადაში გაემგზავრა
18 წლის რაჰაფ ალ-ქუნუნი, რომელიც ბანგკოკის გავლით ავსტრალიაში მოხვედრას ცდილობდა ქუვეითში დაბრუნება შესთავაზეს, თუმცა გოგომ ეს არ ისურვა. მანამდე გაერომ გოგოს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა და ავსტრალიას მოუწოდა, რომ 18 წლის რაჰაფ ალ-ქუნუნს თავშესაფარი მისცეს.
11 იანვარი 2019, 20:50
პოლიტიკა
როდის გახდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საპატრიარქოს პოზიცია ცნობილი
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიმართება.
11 იანვარი 2019, 20:37
პოლიტიკა
ხარაგაულის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია მერის იმპიჩმენტს ითხოვს
თორნიკე ავალიშვილის განმარტებით, თოფურიძესაც და მის გუნდსაც ის უნდობლობას უცხადებს. „თუ არ მოიწვევენ რიგგარეშე სხდომას და არ მოითხოვენ ნიკოლოზ თოფურიძის იმპიჩმენტს, მორიგი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მივცემთ. აუცილებლად ჩავშლით სხდომას“, - განაცხადა ავალიშვილმა.
11 იანვარი 2019, 20:32
პოლიტიკა
რა ხდება მმართველ გუნდში
უმრავლესობაში პოლიტიკური პროცესები, ჯერჯერობით კვლავ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე მიმდინარეობს. ზუსტად სამ კვირაში, საკითხის განხილვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიასა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იგეგმება.
11 იანვარი 2019, 20:27
მსოფლიო
ევროპის ნაწილი დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის
გზებზე არსებული შეფერხებების გამო ბავარიაში მძღოლებს წითელი ჯვრის ორგანიზაცია ეხმარება. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე წამში 49.7 მეტრს აღწევს. დიდთოვლობაა ავსტრიასა და ნორვეგიაშიც, სადაც თოვლის სიმაღლე ერთ მეტრს აჭარბებს.
11 იანვარი 2019, 20:19
პოლიტიკა
ექსპერტებმა ბიძინა ივანიშვილის გზავნილები შეაფასეს
ექსპერტები დღეს ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს აფასებენ და ვარაუდობენ, რომ სწორედ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა იქნება საბოლოო გარანტი, თუ ვისზე დადებს ფსონს გუნდში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის თავმჯდომარე.
11 იანვარი 2019, 20:09
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის პირველი თვე შეაფასა
პრეზიდენტმა ახალ ინიციატივებზეც ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით და საზოგადოებრივ პირთა ჩართულობით, შეიქმნება ფონდი, რომელიც ქველმოქმედებისა და ნოვაციის ხელშეწყობის კუთხით იმუშავებს.
11 იანვარი 2019, 19:59
სპორტი
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
სპორტის სასახლეში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი იმართება. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის დღეს ჩემპიონები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ესენი არიან ნუგზარ წურწუმია (55 კგ), საჩინო დავითაია (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87 კგ).
11 იანვარი 2019, 19:57
ტექნოლოგიები
WSJ: Apple 3-კამერიან აიფონს გამოუშვებს
iPhone-ის ყველაზე ძვირადღირებულ ვერსიას სამი უკანა კამერა ექნება, დანარჩენ ორ მოდელს - ორ-ორი კამერა. ცნობილია ასევე, რომ ორი ახალი სმარტფონი აღჭურვილი იქნება OLED-ეკრანებით, კიდევ ერთი - LCD-დისპლეით. უცნობია რა ერქმევა iPhone-ის ახალ მოდელებს იმ დროისთვის, როდესაც მათ Apple-ი წარადგენს.
11 იანვარი 2019, 19:49
ტაბლოიდი
ავსტრალიაში ტკიპებით დაფარული პითონი გადაარჩინეს
ქვეწარმავალს ქუინსლენდში საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში მდებარე აუზში მიაგენს. ის გველების პროფესიონალმა დამჭერმა ტონი ჰარისონმა დაიჭირა და ვეტრინარულ კლინიკაში წაიყვანეს.
11 იანვარი 2019, 19:30
ტექნოლოგიები
შეიქმნა ორსულების ბანდაჟი, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას დააკვირდება
ბანდაჟი, პატარა სენსორით არის აჭურვილი. ტექნოლოგია ბავშვის გულისცემას, მოძრაობის სიხშირეს, შეკუმშვებსა და დედის ძილის პოზიციას აკონტროლებს. ორსულებისთვის მისი გამოყენება 24 თვიდან ნაყოფის დაბადებამდეა შესაძლებელი. ე.წ. ჭკვიანი ბანდაჟი დახლებზე 2019 წლის მიწურულს გამოჩნდება.
11 იანვარი 2019, 19:19
სპორტი
ენდი მარეიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა
ბრიტანელი ჩოგბურთელი სპორტიდან წასვლას უიმბლდონის ტურნირის შემდეგ ფიქრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელიც მომავალ კვირას იწყება, მისი ასპარეზობა შესაძლოა ბოლო გახდეს.
11 იანვარი 2019, 18:57
კულტურა
2019 წლის ყველაზე პერსპექტიული მუსიკოსები დასახელდნენ
პირველ ადგილს წარმოშობით ფრანგი 23 წლის ბრიტანელი რეპერი Octavian-ი იკავებს. მეორე ადგილზეა King Princess-ი, ხოლო მესამეზე Grace Carter-ი გავიდა. ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ slowthai, Rosalìa, Dermot Kennedy, Ella Mai, Flohio, Mahalia და Sea Girls-ი.
11 იანვარი 2019, 18:54
მსოფლიო
თებერვალში ვარშავაში ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებაზე მინისტერიალი გაიმართება
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და პოლონეთი 13-14 თებერვალს ვარშავაში ერთობლივ მინისტერიალს გამართავენ. ღონისძიების მიზანი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოება. მანამდე მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ეგვიპტეს ეწვია.
11 იანვარი 2019, 18:42
ტექნოლოგიები
ელექტრომოწყობილობების გამოფენაზე წყალგამძლე ბლოკნოტი წარადგინეს
ბლოკნოტს თან სპეციალური ფანქარიც მოჰყვება. მისი გამოყენება წყალქვეშ არის შესაძლებელი. პროდუქტზე უკრაინულმა სტარტაპმა იმუშავა. ბლოკნოტში სპეციალური ფანქრის გარდა ჩვეულებრივი საწერი კალმითაც არის ჩანაწერის გაკეთება ნებადართული. მისი წაშლა კი სპეციალური ხსნარით შეიძლება.
11 იანვარი 2019, 18:20
სამართალი
გლდანში ქალის გაუპატიურებისთვის დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
კაცი მას საღამოს 9 საათისთვის სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს აედევნა, რომელმაც ქალის დამორჩილება ელექტროშოკის გამოყენებით შეძლო, რის შემდეგაც მასზე იძალადა.
11 იანვარი 2019, 18:06
სამართალი
ზუგდიდის მაკდონალდსში „თოვლის ბაბუის“ მოპარვისთვის ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს
თავად ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. მოპარული სათამაშო თოვლის ბაბუას კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაკდონალდს დაუბრუნებენ.
11 იანვარი 2019, 17:59
პოლიტიკა
ზურაბიშვილი იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის მიზეზს ვერ ხედავს
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ვერ ხედავს წინაპირობას რატომაც შეიძლება გამოიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
11 იანვარი 2019, 17:53
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მოსამართლეთა სადავო სიის შესახებ პოზიცია დააფიქსირა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სადავო კანდიდატების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლოსადმი ნდობა ქვეყნის დემოკრატიის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედია.


