არქივი

ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი

04 მარტი 2019, 23:47

ეკონომიკა

მსოფლიოში უმდიდრესი ქალი დასახელდა

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოში უმდიდრეს ქალად კომპანია L’Oréal-ის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი დაასახელა. მისი ქონება 49,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 1 წლის განმავლობაში ბეტანკურ მაიერსი 7,1 მილიარდი დოლარით მდიდარი გახდა.

Airbnb

04 მარტი 2019, 23:39

მსოფლიო

Airbnb-ის მასპინძელმა აღიარა რომ სტუმარი ქირის გადაუხდელობის გამო მოკლა

42 წლის ჯეისონ კოლტონი განზრახ მკვლელობას უარყოფს, თუმცა რამის ჯონუზის საქმეში ის დამნაშავედ ცნეს. უბედური შემთხვევა 2017 წლის ოქტომბერში მოხდა. შელაპარაკება ქირის საფასურის, $149 გამო დაიწყო, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Google

04 მარტი 2019, 23:12

ეკონომიკა

Google-მა აღმოაჩინა, რომ თანამშრომელი კაცების ნაწილს უფრო ნაკლებს უხდიდა

მიმდინარე წელს Google-მა კომპანიაში დასაქმებულ 10,677 თანამშრომელს კომპენსაციის სახით დამატებით $9.7 მილიონი გადაუხადა. კონცერნში დასაქმებულთა 69%-ს კაცები წარმოადგენენ, თუმცა მათ არაპროპორციულად მაღალი ანაზღაურება მიიღეს. ზუსტი რიცხვი, თუ რამდენმა კაცმა მიიღო კომპენსაცია უცნობია.

მარიო ბალოტელი

04 მარტი 2019, 22:55

ტაბლოიდი

ბალოტელიმ გოლი სელფით აღნიშნა. ვიდეო

„მარსელის“ იტალიელმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ მატჩზე გოლის გატანის შემდეგ ოპერატორს თავისი ტელეფონი გამოართვა, სელფი გადაიღო, შემდეგ კი instagram-ზე Live ვიდეო ჩართო. „მარსელი“ „სენტ-ეტენს“ ეთამაშებოდა. შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ჰოლოკოსტი

04 მარტი 2019, 22:32

მსოფლიო

ვატიკანი ჰოლოკოსტის დროინდელ საიდუმლო არქივს გაასაჯაროებს

ამერიკელ ებრაელთა კომიტეტი (AJC) ამ გადაწყვეტილებას უკვე მიესალმა. ისრაელელთა ნაწილი მიიჩნევს,რომ პიუს XII, რომელიც რომის პაპი 1939-1958 წლებში იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტზე თვალს ხუჭავდა, რადგან მის საჯარო დაგმობაზე უარს ამბობდა.

04 მარტი 2019, 22:29

თემა

1,1 მილიარდი ადამიანი ყოველწლიურად 6 ტრილიონ სიგარეტს ეწევა. როგორ აზიანებს თამბაქო გარემოს

სიგარეტის მოწევა რომ ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნებელია, ეს სიახლეარ არის, მაგრამ რა ზიანს აყენებს თამბაქო ჩვენს პლანეტას? თამბაქოს კულტურის მოყვანა და მისი გამოშრობა, სიგარეტის წარმოება და მისი ტრანსპორტირება, სიგარეტის კვამლი და მისი ნამწვი - ყველა ეს კომპონენტი სპეციალისტების მტკიცებით, დედამიწასაუნაზღაურებელ ზიანს აყენებს.

ლუკ პერი

04 მარტი 2019, 22:13

კულტურა

„რივერდეილის“ მსახიობი ლუკ პერი გარდაიცვალა

ლუკ პერი საავადმყოფოში გასულ კვირას ინსულტის ნიშნებით გადაიყვანეს. მსახიობი მედიკოსების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ იყო. არტისტის პუბლიცისტი ამბობს, რომ პერი თავისი ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში გადრდაიცვალა. ლუკ პერი 1966 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა.

წუნა და წრუწუნა

04 მარტი 2019, 21:59

კულტურა

სახვითი ხელოვნების მუზეუმი „წუნა და წრუწუნას“ მხატვრის გამოფენას მასპინძლობს

სახვითი ხელოვნების მუზეუმი ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღს - დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული, ასევე ანიმაციური ფილმებისთვის შექმნილი ნახატების სერიები.

ჰაფტორ  ბიორნსონი

04 მარტი 2019, 21:48

ტაბლოიდი

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მსახიობმა ოჰაიოს შტატში გამართულ შეჯიბრზე Arnold Strongman Classic, პირველი ადგილი დაიკავა. კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა მას რეკოდრის დამყარება მიულოცა და პრიზი 72 000 დოლარი გადასცა.

ქეით მიდლტონი მეგან მარკლი

04 მარტი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სოცქსელში ტროლებს დაბლოკავს

პოსტები, რომლებიც კლარენსის სახლზე, კენსინგტონისა და ბუკინგემის სასახლეზე იქნება შესაძლოა დაიმალოს, წაიშალოს ან გასაჩივრდეს კომენტარებიდან. პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ სოციალურ ქსელში პირადი გვერდი გააუქმა მარკლმა. 2017 წლის დეკემბერში მეგან მარკლს სოცქსელში მილიონობით გამომწერი ჰყავდა.

Balenciaga

04 მარტი 2019, 21:27

კულტურა

Balenciaga-მ ახალი კოლექცია წარადგინა

პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-მ ახალი კოლექცია წარადგინა. კრიტიკოსების შეფასებით, 2019-20 წლის შემოდგომა-ზამთრისთვის დემნა გვასალიამ კლასიკური, პარიზული სტილის თანამედროვე და რეალისტური ვერსია შექმნა.

Facebook

04 მარტი 2019, 21:15

ტექნოლოგიები

Facebook-ი ჩინურ კომპანიებს ყალბი ანგარიშების გაყიდვის გამო უჩივის

საქმეს, რომელსაც აშშ-ის ფედერალური სასამართლო სწავლობს, სამი ადამიანი და ოთხი კომპანია ფიგურირებს. ჯერ კიდევ 1 მარტს, Facebook-მა განაცხადა, რომ ყალბი ანგარიშების, მოწონებებისა და გამომწერების გამყიდველების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებდა.

დონალდ ტრამპი

04 მარტი 2019, 20:50

მსოფლიო

The Washington Post-მა ტრამპს ტყუილები დაუთვალა

2019 წელს ტრამპი დღეში საშუალოდ 22-ჯერ ცრუობს ან ისეთ საჯარო განცხადებებს აკეთებს, რომლებსაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. პუბლიკაციის თანახმად, პრეზიდენტობის პირველ წელს თეთრი სახლის ლიდერი დღეში საშუალოდ 5,9-ჯერ ცრუობდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 16,5-მდე გაიზარდა, წელს კი 20-ს გადააჭარბა.

ზურაბ აბაშიძე

04 მარტი 2019, 20:45

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძის საპარლამენტო მოსმენას დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

შეხვედრა მოგვიანებით მაინც ამ ფორმატში გაგრძელდა, თუმცა მანამდე მანდატურებს გიგა ბოკერიასა და დიმიტრი ცქიტიშვილის გაშველება მოუწიათ. უმცირესობის კითხვები ძირითადად გრეგორი კარასინთან შეხვედრამდე, აბაშიძის ბიძინა ივანიშვილთან აუდიენცია იყო.

ხუან გუაიდო

04 მარტი 2019, 20:34

მსოფლიო

ხუან გუაიდო დაბრუნდა ვენესუელაში, სადაც შეიძლება დააკავონ

დაპატიმრების მუქარის მიუხედავად ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო კარაკასის აეროპორტში ჩაფრინდა. 22 თებერვალს ის კოლუმბიის სასაზღვრო ქალაქში ჩავიდა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტია გახსნილი. მანამდე მას ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ფლეშმობი

04 მარტი 2019, 20:29

ტაბლოიდი

#cheesechallenge: მშობლები ახალ ფლეშმობს შეუერთდნენ

ფლეშმობი ვირუსული ვიდეოს შემდეგ დაიწყო, როცა ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავის პატარა ძმას სენდვიჩისთვის განკუთვნილი მდნარი ყველის ნაჭერი ესროლა. ვიდეომ 8 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა, რის შემდეგაც გამოწვევაში უამრავი ადამიანი ჩაერთო.

Apple

04 მარტი 2019, 20:14

ტექნოლოგიები

Apple-ის მიზანი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაა

Thinknum-ის ინფორმაციით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანიას მეტი ყურადღება თავის ბიზნეს-სერვისებზე გადააქვს. 27 თებერვლის მონაცემებით Apple-მა დაახლოებით 1,400 სამუშაო ადგილი პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებისთვის გამოყო, მაშინ როდესაც ტექნიკური ინჟინრებისთვის ეს კვოტა 1,000-მდე იყო.

სროლა

04 მარტი 2019, 20:03

სამართალი

მთაწმინდაზე პოლიციელებს ყაჩაღობაში ბრალდებულმა ესროლა

ცოტა ხნის წინ მთაწმინდის რაიონში სროლის ხმა ისმოდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა, რომელმაც დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

მამუკა ხაზარაძე

04 მარტი 2019, 19:55

სამართალი

პროკურატურა: ხაზარაძეს ჩვენებაში გახარიას მუქარის წერილი არ უხსენებია

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ საკომიტეტო მოსმენისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. პროკურატურის ცნობით, ხაზარაძე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით 2018 წლის 26 დეკემბერს გამოიკითხა.

ეკონომიკა

04 მარტი 2019, 19:50

ეკონომიკა

საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 7%-ით გაიზარდა

პირველ და ორ მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთში სამუშაო ვიზიტით იყო ჩასული, სადაც ის თურქეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ თანამშრომლობის კუთხით გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს.

ტაქსები

04 მარტი 2019, 19:16

ეკონომიკა

ტაქსები ტექინსპექტირებას 6 თვეში ერთხელ გაივლიან

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტაქსები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან. მანამდე ნორმა წელიწადში მხოლოდ ერთი შემოწმება იყო.

Expensive Chat

04 მარტი 2019, 19:10

ტექნოლოგიები

შეიქმნა ჩატი, სადაც გაგზავნილი შეტყობინების ფასი სიმბოლოების რაოდენობით განისაზღვრება

ონლაინ პლატფორის, Expensive Chat-ის შემქმნელი სერვისს, როგორც ექსპერიმენტს ისე აფასებს. თითოეული სიმბოლოს ღირებულება $0.01-ით განისაზღვრა. გამოცემის ინფორმაციით, პლატფორმას ამ დროისთვის 100-მდე ადამიანი იყენებს. მომხმარებლებმა გაგზავნილი შეტყობინებების სანაცვლოდ $335 უკვე გადაიხადეს.

ქართული ოცნება

04 მარტი 2019, 19:08

პოლიტიკა

უმრავლესობა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე შეთანხმდა

მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები აღარ გამოთქმულა და კრიტერიუმები მისაღებია უმრავლესობისთვის.

04 მარტი 2019, 19:06

ტაბლოიდი

აშშ-ში ტყეში დაკარგული დები 2 დღის შემდეგ ცოცხლები იპოვეს

8 წლის ლეია და 5 წლის კეროლაინ კარიკო სახლთან ახლოს მდებარე ტყეში წვიმიან ამინდში დედის აკრძალვის მიუხედავად შევიდნენ. დედამ მათი გაუჩინარება მალე შენიშნა. ქალი მათ მოსაძებნად ჯერ მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად წავიდა, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა.

გოდერძი ჩოხელი

04 მარტი 2019, 18:45

კულტურა

ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება

კერძოდ, იგეგმება ორსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე. ასევე იგეგმება, მუზეუმის ეზოს კეთილმოეწყობა. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ჩინეთი კანადა

04 მარტი 2019, 18:34

მსოფლიო

ჩინეთი ორ კანადელს ჯაშუშობაში ადანაშაულებს

ჩინეთი ყოფილ კანადელ დიპლომატს მაიკლ კორვინგს და ბიზნესმენს მაიკლ სპევორს ჯაშუშობაში ადანაშაულებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც Huawei-ის ფინანსურმა დირექტორმა და კომპანიის დამაარსებლის შვილმა მენ ვანჩჟოუმ კანადის ხელისუფლებას, პოლიციას და სასაზღვრო სამსახურს უჩივლა.

Tesla Model Y

04 მარტი 2019, 18:24

ტექნოლოგიები

Tesla Model Y SUV-ს 14 მარტს წარადგენს

ილონ მასკის განმარტებით, Tesla-ს ახალი მოდელი Model 3-ს სედანზე დაახლოებით 10%-ით მეტი ეღირება. ჯერ უცნობია სად დაამზადებს ამერიკული ავტომწარმოებელი Model Y-ს ან რა ზუსტად ეღირება Tesla-ს ახალი ავტომობილი. Model Y-ის გამოცდას ავტომოყვარულები 2020 წლის ბოლომდე შეძლებენ.

ვლადიმერ პუტინი

04 მარტი 2019, 18:14

მსოფლიო

რუსეთი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გამოვიდა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც რუსეთი ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულებას წყვეტს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ თავის გადაწყვეტილების შესახებ ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდოს.

თიბისი ბანკი

04 მარტი 2019, 18:09

პოლიტიკა

რომან კაკულია ეროვნული ბანკისგან პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას ელოდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ პარლამენტში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მოსმენის შემდეგ, ეროვნული ბანკის პოზიციაც უნდა გახდეს საჯარო და მასაც უნდა მოუსმინონ.

გამოფენა

04 მარტი 2019, 18:04

კულტურა

ნიუ-იორკში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ნიუ იორკში გაიმართა ასევე ადამ მორგანშტერნის ფოტოგამოფენა სახელწოდებით Ten Stories from Georgia. ფოტოგრაფმა სტუმრებს საქართველოში მოგზაურობისას მიღებული საინტერესო გამოცდილება და მის მიერ გადაღებული ფოტოების ისტორია გაუზიარა.