imedi /  27 ივნისი 2019, 16:03 / სანდო წყარო

ნიკა მელია არ დააკავეს

ნიკა მელია

ნიკა მელია

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო. დაცვის მხარე 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

მაიკ პენსი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 ოქტომბერი 2019, 20:31

მსოფლიო

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ერდოღანს შეხვდა

აუდიენციის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა. აშშ-ის სამთავრობო დელეგაციაში ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი არიან. ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციამდე დონალდ ტრამპისგან მიღებული გამაფრთხილებელი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა.

დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი 2019, 19:35

საქართველო

ზალკალიანი: მთავრობა აანალიზებს თურქეთის ოპერაციის გავლენებს საქართველოზე

დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა - თურქეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწიონ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფაგრლებში გამართული მოსმენის დროს, როდესაც სირიაში განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვეს.

ეთერ ლიპარტელიანი

17 ოქტომბერი 2019, 19:28

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ვიდეო

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძიუდოისტმა -57კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამერიკის საელჩო

17 ოქტომბერი 2019, 19:21

საქართველო

საქართველოში ეროვნული პარკების დასაცავად აშშ $1.6 მილიონიან პროგრამას იწყებს

ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას იწყებს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. პროგრამის მიზანი საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა.

რევაზ გაბრიაძე

17 ოქტომბერი 2019, 18:56

კულტურა

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი მულტფილმი „ოსკარის“ სიაში მოხვდა

ანიმაციური მულტფილმი „იცი დედა სად ვიყავი?“ 2018 წელს მხატვრის, რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა. მასზე მხატვარი შვილთან, ლევან გაბრიაძესთან ერთად მუშაობდა, პროდიუსირება კი თემურ ბექმამბეტოვის სტუდიამ Bazelevs-მა გასწია.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

17 ოქტომბერი 2019, 18:45

კულტურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მეორე დღეს საქართველო სამი სტენდით არის წარდგენილი

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობის მეორე დღე მიმდინარეობს. საქართველო წიგნის ბაზრობაზე სამი სტენდით არის წარდგენილი - ეროვნული, საბავშვო ლიტერატურის და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ფეისბუქ გვერდის „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“. წელს საპატიო სტუმარი ქვეყანა ნორვეგიაა, რომლის სლოგანია „ოცნება, რომელსაც ვატარებთ“.

რაიან რეინოლდსი

17 ოქტომბერი 2019, 18:30

ტაბლოიდი

რაიან რეინოლდსმა მესამე შვილის სქესი გაამხილა

ცნობილმა მსახიობმა რაიან რეინოლდსმა მესამე შვილის სქესი გაამხილა. მსახიობმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გაასაჯაროვა. რეინოლდსის პოსტი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და კანადის არჩევნებს ეხებოდა. მსახიობის თქმით, სურს ქალშვილები იმავე სათამაშო მოედანზე გაიზარდონ, ბუნებაში, სადაც თავად იზრდებოდა.

კორეა

17 ოქტომბერი 2019, 18:30

სპორტი

სამხრეთკორეელები: ჩრდილოეთ კორეასთან მატჩი ომს ჰგავდა

სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების შეფასებით, ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან დაპირისპირება "ომს ჰგავდა". ასე აღწერენ სამშობლოში დაბრუნებული სამხრეთკორეელი ფეხბურთელები ჩრდილოკორეელებთან თამაშს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ფხენიანში ცარიელ სტადიონზე გაიმართა.

ჩინეთი

17 ოქტომბერი 2019, 18:12

მსოფლიო

ჩინელმა დიპლომატებმა ქვეყანაში მათი გადაადგილების შესახებ აშშ-ს წინასწარ უნდა აცნობონ

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჩინელი ოფიციალური პირები, რომლებიც საგანმანათლებლო ან კვლევით ინსტიტუტებს, ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და სხვა ოფიციალურ უწყებებს სტუმრობენ, წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ და ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტს აცნობონ.

17 ოქტომბერი 2019, 17:56

საქართველო

ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება

ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა შესაძლებელი იქნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება. „თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“. ტრანსპორტის მოძრაობა ვაკის პარკის მიმართულებით გაგრძელდება.

მარტვილის კანიონი

17 ოქტომბერი 2019, 17:28

საქართველო

მარტვილის კანიონმა ევროპის საბჭოს კონკურსში გაიმარჯვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია კი 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.

გიორგი გახარია

17 ოქტომბერი 2019, 17:28

ეკონომიკა

გახარია: შატილში ახალი სკოლა აშენდება

შატილში სკოლის დაწვასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს. პრემიერის განცხადებით,„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

ზელენსკი

17 ოქტომბერი 2019, 16:47

ტაბლოიდი

ზელენსკის ლატვიის სეიმის ჩაქუჩით გართობის უფლება მისცეს. ვიდეო

ლატვიაში ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზეც გავრცელდა, თუმცა პოსტის პირველ ვერსიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეეშალა და დაწერა, რომ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა. მოგვიანებით, პოსტი წაშალეს და ახალი გამოაქვეყნეს.

17 ოქტომბერი 2019, 16:46

ძალოვნები

შატილში საჯარო სკოლა იწვის

შატილის საჯარო სკოლა იწვის. სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი კადრები გავრცელდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 3 სახანძარო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მიხეილ ბატიაშვლი

17 ოქტომბერი 2019, 16:30

საქართველო

საქართველო ევროკავშირის უმაღლესი განათლების ასოციაციის წევრი ოფიციალურად გახდა

ერევანში ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა იმართება, სადაც საქართველო, როგორც ასოცაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვლის თქმით, დღეს საქართველოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილი

17 ოქტომბერი 2019, 16:29

საქართველო

მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნება

კანონში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პერსონალურად, მასზე მორგებულ ცვლილებად აფასებს. მარგველაშვილი პრეზიდენტის ინ­სტი­ტუ­ტის დაკ­ნი­ნე­ბის უკვე სტან­დარ­ტულ ტრადიციაზე მიუთითებს.

პაატა სალია

17 ოქტომბერი 2019, 16:25

საქართველო

პაატა სალია: აქიმიძესა და დვალს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სასამართლოში სარჩელი 2014 წელს უნდა შეეტანათ, შესაბამისად დღეს უკვე სარჩელი ხანდაზმულია.

სალომე ზურაბიშვილი

17 ოქტომბერი 2019, 16:24

საქართველო

პრეზიდენტი: გაეროს პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს რეზიდენტი სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

ესმერალდა გონსალესი

17 ოქტომბერი 2019, 16:15

მსოფლიო

ამერიკელი მოდელი გაუჩინარებიდან 5 თვის შემდეგ უდაბნოში გარდაცვლილი იპოვეს

24 წლის ამერიკელი მოდელი ესმერალდა გონსალესი, რომელსაც Instagram-ზე 300 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა, გაუჩინარებიდან 5 თვის შემდეგ ნევადის უდაბნოში გარდაცვლილი იპოვეს. გოგოს ცხედარი ხის ყუთში იპოვეს, რომელიც ზემოდან ბეტონით იყო დაფარული. მოდელს მაისიდან მას შემდეგ ეძებდნენ, რაც მისმა ოჯახმა პოლიციას მიმართა.

სირია

17 ოქტომბერი 2019, 15:38

მსოფლიო

„მაესტროს“ ჟურნალისტს თურქმა სამხედროებმა ტერიტორია პირდაპირ ეთერში დაატოვებინეს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტსა და გადამღებ ჯგუფს, რომლებიც თურქეთ-სირიის საზღვარზე იმყოფებიან, თურქმა სამხედროებმა ტერიტორია პირდაპირ ეთერში დატოვებინეს. როგორც „მაესტროს“ ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვის დროს თქვა, თურქმა სამხედროებმა მათ სთხოვეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან ის საშიშ ზონად ითვლება.