imedi /  12 სექტემბერი 2019, 17:11 / სანდო წყარო

„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

კახა დამენია

კახა დამენია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და დროებით ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა პროკურატურის არგუმენტი გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც, არსებობდა გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხე.

კახა დამენიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას. ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორის თქმით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. 

ამავე საქმის ფარგლებში კიდევ ერთ დაკავებულს, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს საქალაქო სასამართლომ 7 სექტემბერს ასევე 50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

17 სექტემბერი 2019, 08:45

მსოფლიო

ლუქსემბურგში დემონსტრანტებმა ბორის ჯონსონს ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს

ევროკომისიის ხელმძღვანელთან ჟან-კლოდ იუნკერთან მოლაპარაკებების შემდეგ ჯონსონს და ბეტელს ჟურნალისტებთან განცხადებები უნდა გაეკეთებინათ. მათ „სირცხვილიას“ ძახილით დემონსტრანტები დახვდნენ. ჯონსონმა მიკროფონთან მისვლაზე უარი განაცხადა და დაცვის თანხლებით ავტომობილისკენ გაემართა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 სექტემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ვადამდელი არჩევნების გამართვა აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა აუცილებელი, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის მხარდაჭერა დაკარგა და მოკავშირეებთან კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა.

ელისაბედ მეორე

17 სექტემბერი 2019, 08:25

ტაბლოიდი

ბუკინგემის სასახლის პერსონალმა ელისაბედ მეორის პირადი ბარი დაცალა

ამის შესახებ შოუზე „სამეფო სასახლეების საიდუმლობანი“ დაყრდნობით გამოცემა Daily Star-ი წერს. დედოფლის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის დიკ არბიტერის განცხადებით, სასახლის პერსონალის თანამშრომლები დიდ დროს ატარებდნენ ბარში, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

იენს სტოლტენბერგი

17 სექტემბერი 2019, 08:13

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო

BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სერენა უილიამსი

17 სექტემბერი 2019, 00:47

სპორტი

რუმინელმა ტელეკომენტატორმა სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა

რუმინელი ტელეკომენტატორი რადუ ბანჩუ, რომელმაც ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პირდაპირ ეთერში მაიმუნს შეადარა, 2000 დოლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული საბჭო (CNCD) ავრცელებს.

ვიქტორია ბექჰემი

17 სექტემბერი 2019, 00:43

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა ლონდონის Fashion Week-ზე კოსმეტიკის ხაზი წარადგინა

Ashion-ის დიზაინერმა და Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა ვიქტორია ბექჰემმა London Fashion Week Sunday-ზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი წარადგინა. ბრენდი Victoria Beckham Beauty მასTან ერთად სარა კრილმა შექმნა, რომელიც ადრე ბობი ბრაუნთან, ტომ ფორდთან და ესტი ლაუდერთან თანამშრომლობდა.

ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი

17 სექტემბერი 2019, 00:11

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები დასახელდა

საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრთნაკადი 6,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ცნობით, 2008 წელს 16 წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს 16 აეროპორტი ემსახურებოდა, ახლა კი მათი რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.

Skoda-ს ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 23:29

ტექნოლოგიები

Skoda-მ ელექტროველოსიპედი შექმნა

მსოფლიოში ცნობილმა ავტომწარმოებელმა კომპანია Skoda-მ ახალი კონცეფციით ელექტროველოსიპედი Skoda Klement-ი შექმნა. ელექტროველოსიპედით შესაძლებელია გადაადგილება. ველოსიპედი საათში 45 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს.

ვლადიმერ პუტინი

16 სექტემბერი 2019, 23:25

მსოფლიო

პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის შეძენა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს დრონებისგან დასაცავად S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ასლან ბეჟანიძის დაკავება

16 სექტემბერი 2019, 23:05

საქართველო

პრეზიდენტმა დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ imedinews-ისთვის გახდა ცნობილი. ინფორმაციის გადამოწმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს უწყებაში ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

16 სექტემბერი 2019, 22:49

ტექნოლოგიები

ჩინეთში პირველი კლონირებული კატა შექმნეს

ჩინეთში, ბიოკომპანიამ პირველი კლონირებული კატა შექმნა. კომპანია Sinogene-მ მანამდე 40 ძაღლის კლონირება მოახდინა. ძაღლის კლონირების პროცედურა $53 000 ღირს, კატის $35 000. კომპანიამ პირველი შეკვეთა კატის კლონირებაზე 23 წლის ხუან იუსგან მიიღო.

ჰეილი ბიბერი

16 სექტემბერი 2019, 22:26

ტაბლოიდი

ჯასტინ ბიბერის მეუღლე Vogue-ისთვის გაშიშვლდა

კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის მეუღლე, სუპერმოდელი ჰეილი ბიბერი ავსტრალიური Vogue-ისთვის გაშიშვლდა. ახალი ნომრის გარეკანის ფოტო ჟურნალის Instagram-ზე გამოქვეყნდა. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ლახლან ბეილი გახდა. სტივენ ბოლდუინის 22 წლის ქალიშვილი ინტერვიუში ქორწინების შესახებ ყვება.

კოლუმბია, ავიაკატასტროფა

16 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში, ქალაქ პოპაიანში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან 7 დაიღუპა. თვითმფრინავი ადგილობრივ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ქალაქ პოპაიანში 270 000 მოქალაქე ცხოვრობს. ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში

16 სექტემბერი 2019, 21:26

მსოფლიო

Yahoo News: აშშ-ში რუსეთის საელჩოს აგარაკებიდან რუსი ჯაშუშები FBI-ს აგენტებს უთვალთვალებდნენ

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკსა და მერილენდში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი აგარაკი დახურა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მა ეს ნაბიჯი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო გადადგა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

16 სექტემბერი 2019, 20:58

მსოფლიო

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ აუდიომიმართვა გაავრცელა

აუდიოჩანაწერში ალ-ბაღდადი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ფრონტზე „ოპერაციებს ახორციელებს“. ალ-ბაღდადი საუბრობს რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მალიზე და ლევანტზე (ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთი), მაგრამ კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

ვეშაპები გამორიყა

16 სექტემბერი 2019, 20:53

მსოფლიო

არგენტინაში ზღვამ ვეშაპები გამორიყა

არგენტინაში, კურორტ მარ-დელ-პლატას სანაპიროს მახლობლად ზღვამ ვეშაპები გამორიყა. ერთი ვეშაპი მოკვდა. ინფორმაციას ტელეარხი TN-ი ავრცელებს. შეტყობინება შემთხვევის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9:30 საათზე მიიღო.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარი

16 სექტემბერი 2019, 20:21

მსოფლიო

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა

დღეს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა. ინფორმაციას რუსელი მედია ყირგიზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. იარაღი პირველად ტაჯიკეთის მხარემ გამოიყენა. ინციდენტს ერთი მესაზღვრე ემსხვერპლა.

 ნორმან ლირი

16 სექტემბერი 2019, 19:58

კულტურა

Emmy Award-ის უხუცესი ლაურეატი ცნობილია

მწერალი, სცენარისტი და პროდიუსერი ნორმან ლირი ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy-ის უხუცესი ლაურეატია. The Hollywood-ის ცნობით, ის ჟიურიმ Creative Arts-ის კატეგორიაში 97 წლის ასაკში შეარჩია. მან გაუსწრო გადაცემა „ჩვენი პლანეტის“ წამყვანს 93 წლის დევიდ ატენბოროს.

არქეოლოგიური გათხრები

16 სექტემბერი 2019, 19:56

ტექნოლოგიები

საფრანგეთში არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 257 ანაბეჭდი აღმოაჩინეს

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, კუნძულ კოტანტენზე არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 200-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომელთა ასაკიც დაახლოებით 80 ათასი წელია. ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის შესახებ გამოცემა Parisien-ი წერს.

ლიონელ მესი

16 სექტემბერი 2019, 19:28

სპორტი

ლიონელ მესიმ ტრავმა მოიშუშა

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩის წინ „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ტრამვა მოიშუშა და 20 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის გერმანიაში გაემგზავრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს.