imedi /  07 სექტემბერი 2019, 20:17 / სანდო წყარო

„ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს 50 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

ზურაბ იაშვილი

ზურაბ იაშვილი

საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე „ინტერ მედია პლიუსის“ ბრალდებულ დირექტორს, ზურაბ იაშვილს, პროკურატურის მოთხოვნის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოდ 50 ათასი ლარი შეუფარდა. ასევე იაშვილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს, ბრალი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში ედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ასევე, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

რაც შეეხება ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება.

2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. მოგვიანებით გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.

ყველა სიახლე

ოსაკა, ჩარლი ჩაპლინის პლაკატი.

23 სექტემბერი 2019, 19:10

კულტურა

ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი მსახიობზე ფილმს გადაიღებს

ცნობილი მსახიობის ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი, კარმენ ჩაპლინი ბაბუაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ფილმის სახელწოდებაა Charlie Chaplin, a Man of the World. ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. სცენარზე კარმენ ჩაპლინი ამაია რამირესთან ერთად იმუშავებს.

მეგან მარკლი

23 სექტემბერი 2019, 18:59

მსოფლიო

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა აფრიკის ტური დაიწყეს

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი 4 თვის ახალშობილ ვაჟთან, არჩისთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან, - წერს BBC. წყვილი იქ 10 დღეს გაატარებს, რა დროსაც ისინი ადგილობრივებს შეხვდებიან და მხარდაჭერასა გამოუცხადებენ. მარკლის განცხადებით, ქალების თანადგომა უნდა გაძლიერდეს.

ხმლით ფარიკაობა

23 სექტემბერი 2019, 18:59

სპორტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი მეოთხედფინალში ანგარიშით 45-43 დაამარცხა. ნახევარფინალში იტალიის გუნდს 45-36 სძლია, ფინალში კი ჩინეთთან ანგარიშით 22-45 დამარცხდა. კორეის მსოფლიო ჩემპიონატი, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია.

კლიმატის ცვლილება დემონსტრაცია

23 სექტემბერი 2019, 18:55

მსოფლიო

ნიუ-იორკში კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი გაიხსნა

სამიტის ორგანიზატორი გაეროს გენერალური მდივნი ანტონიო გუტერეშია. მისი გაცნხადებით, სამიტზე სიტყვით გამოსვლა მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომდგენლები შეძლებენ, რომლებიც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების გეგმას წარადგენენ.

გამოძიება

23 სექტემბერი 2019, 18:51

საქართველო

რუსთაველის მეტროსთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტრო რუსთაველთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს. ამის ამსახველი ფოტომასალა Facebook-ზე გავრცელდა. პროექტ „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ 13 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის ფარგლებში 60-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ზურაბიშვილი

23 სექტემბერი 2019, 18:41

საქართველო

პრეზიდენტი გაეროში უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი გაეროში, უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე (UHC) სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც.

რევაზ დავითაძე

23 სექტემბერი 2019, 18:30

სპორტი

ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია

ტაილანდის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში ქართველებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 21 წლის რევაზ დავითაძემ ატაცში აკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კავკასიური ჯიხვი

23 სექტემბერი 2019, 18:28

საქართველო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ვიდეოხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ვიდეო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, ვიდეო ხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს: – „აშკარაა, რომ ყოველდღიურმა რუტინამ „დაქანცა“, თუმცა კამერის წინ პროფესიონალივით პოზირებს“.

კენდალ ჯენერი

23 სექტემბერი 2019, 18:24

ტაბლოიდი

კენდალ ჯენერი Emmy-ის დაჯილდოებაზე საუცხოო კაბით გამოჩნდა

ლოს-ანჯელესში Emmy-ის 71-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელთა ჩაცმულობა ერთ-ერთი განხილვადი თემა იყო. მათ შორის გამოირჩეოდა მოდელი კენდალ ჯენერი, რომელმაც, როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, საუცხოო კაბა მოირგო.

23 სექტემბერი 2019, 18:17

ტაბლოიდი

ჯეიმს კეტჩელი პირველია ვინც მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა

ბრიტანელი მოგზაური და თავგადასავლების მაძიებელი ჯეიმს კეტჩელი პირველი ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა. 6-თვიანი მოგზაურობა კვირას დასრულდა. კეტჩელმა 24 ათასი საზღვაო მილი (44 450 კილომეტრამდე) მინიატურული საჰაერო ხომალდით დაფარა.

23 სექტემბერი 2019, 18:13

მსოფლიო

ერაყში ტერაქტის მოწყობისთვის 9 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს

ერაყის სასამართლომ დღეს იუსტიციის სამინიტროზე ტერაქტში მონაწილე 9 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ტერაქტი ერაყში 2013 წელს მოხდა, რომელსაც 100 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა ბრალი აღიარეს.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2019, 18:04

ეკონომიკა

გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის საგრძნობლად გაუმჯობესება, ასევე -მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით.

ინდოეთი ძროხები

23 სექტემბერი 2019, 18:01

მსოფლიო

ინდოეთში კაცი ძროხის დაკვლის გამო ცემით მოკლეს

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით, ჯარხანდის შტატში მოხდა. 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი 3 კაცს დაუპირისპირდა და ძროხის დაკვლაში დაადანაშაულა. მათ კაცებს სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მოხვდა.

ქუთაისის უნივერისტეტი

23 სექტემბერი 2019, 17:50

საქართველო

საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს სახელი ეცვლება

შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ მოამზადა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. პროექტის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია 18 სექტემბერს გაიმართა.

ქორწინება

23 სექტემბერი 2019, 17:48

ტაბლოიდი

ნიშნები რომლითაც ფოტოგრაფები გრძნობენ მყარია თუ არა წყვილის ქორწინება

წყვილებისთვის საქორწილო ფოტოსესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და როგორ ფოტოგრაფები ამბობენ, ფოტოსესიებზე გადაღებული სურათებით მეტნაკლებად წყვილების სამომავლო თანაცხოვრების განსაზღვრაა შესაძლებელი. ამის შესახებ ისინი გამოცემა Insider-ს ესაუბრნენ.

ლადო პაპავა

23 სექტემბერი 2019, 17:34

საქართველო

ყოფილი რექტორი თსუ-ის მიერ თავისი წიგნების შესყიდვაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს

აუდიტის სამსახურის დასკვნა მიკერძოებულია, - ამბობს თსუ-ს ყოფილი რექტორი და პროფესორი ლადო პაპავა ანგარიშის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც აუდიტმა უნივერსიტეტის მიერ 2014 წელს პაპავას წიგნების შესყიდვა საეჭვოდ მიიჩნია.

ევრო უფასურდება

23 სექტემბერი 2019, 17:34

ეკონომიკა

სავალუტო ბირჟებზე მოთხოვნის შემცირების გამო ევროს ფასი ეცემა

დღეს, სავალუტო ბირჟებზე ვაჭრობისას ევროს პოზიციები კიდევ შესუსტდა. ევროკავშირის ერთიანი ვალუტა ერთდროულად აშშ დოლართან და შვეიცარულ ფრანკთან მიმართებით გაუფასურდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.

დენგეს ვირუსი

23 სექტემბერი 2019, 17:20

მსოფლიო

ბანგლადეშში დენგეს ეპიდემიამ 75 ადამიანი იმსხვერპლა

ბანგლადეშში დენგეს ვირუსით 2019 წელს 75 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკას გამოცემა Dhaka Tribune აქვეყნებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 გარდაცვლილის შესახებ. ამ დროისათვის დენგეს ვირუსით დედაქალაქის კლინიკებში 861 ადამიანია გადაყვანილი, ქვეყნის სხვა კლინიკებში კი მკურნალობის კურსს კიდევ 1100 პაციენტი გადის.

დიდი ბრიტანეთი ირანი დროშა

23 სექტემბერი 2019, 17:15

მსოფლიო

თეირანი ლონდონს საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ისლამური რესპუბლიკის დადანაშაულების ნაცვლად დიდმა ბრიტანეთმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვა უნდა შეწყვიტოს - ასე უპასუხეს თეირანში ბორის ჯონსონის განცხადებას იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალების აფეთქებაზე ირანია პასუხისმგებელი.

ავსტრია

23 სექტემბერი 2019, 17:12

მსოფლიო

ავსტრიაში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ავსტრიაში ტიროლის რეგიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი სენტ იოდოკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.