პროკურორმა წარადგინა ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელს მალხაზ მაჩალიკაშვილი აწერს
მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ
გაკეთებული ხელმოწერები
ფოტო: IMEDI
პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ გადაცემა „არენას“ პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომელზეც მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ხელმოწერებია.
კონკრეტულად იმ ფურცელზე, რომელიც პროკურორმა წარადგინა, მალხაზ მაჩალიკაშვილის სამი ხელმოწერაა დაფიქსირებული, ხოლო მთლიან ოქმზე პროკურორის თქმით, ხელმოწერათა რაოდენობა გაცილებით მეტია.
„სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ჩხრეკის ოქმი, რომელშიც ყველა გრაფაში, სადაც საჭიროა მონაწილე პირის ხელმოწერა, დაფიქსირებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერა. მინდა თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგინოთ აღნიშნული ჩხრეკის ოქმი და გაჩვენოთ ის გრაფები, სადაც ბატონ მაჩალიკაშვილს ხელი აქვს მოწერილი და დადასტურებული აქვს ხელმოწერით, რომ ნამდვილად თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდანაა ამოღებული აღნიშნული ხელყუმბარა. მოცემულ ჩხრეკის ოქმში ასევე მითითებულია მაჩალიკაშვილის შენიშვნა, სადაც აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან ამოღებული ფულადი თანხა არ ეკუთვნოდა თემირლან მაჩალიკაშვილს და იყო მისი ქალიშვილის საკუთრება, ხოლო ხელყუმბარაზე რამე სახის განცხადება ან შენიშვნა მას არ დაუფიქსირებია“, - განაცხადა პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ.
დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მას ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოუწერია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.
2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.
ყველა სიახლე
05 ივლისი 2026, 14:25
მსოფლიო
გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა
გერმანიის ქალაქ ერფურტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოწინააღმდეგეებმა პარტიის ეროვნული კონფერენციის დაწყებამდე უსაფრთხოების ჯაჭვის გარღვევა სცადეს.
05 ივლისი 2026, 14:23
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ევროპა უკვე აცნობიერებს, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან კრიმინალების მიღებით თავად ხდები მესამე მსოფლიოს ქვეყანა
„ევროპა უკვე აცნობიერებს, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან კრიმინალების მიღებით თავად ხდები მესამე მსოფლიოს ქვეყანა. და ეს ხდება ძალიან სწრაფად, თვალის დახამხამებაში ხდება. მე დროულად ამირჩიეს“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.
05 ივლისი 2026, 14:21
საზოგადოება
ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტზე: ამ პროექტის შედეგებს ჩვენი შვილები, შვილიშვილები მოიმკიან
„თბილისის ურბანული ტყე“ მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი დასრულების ეტაპზეა. 2020 წელს დაწყებულ პროექტს, რომელიც მწვანე სივრცეების გაფართოებასა და დაზიანებული ტყის აღდგენას ისახავს მიზნად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. სამუშაოებს პროფესიულად უწევდნენ ზედამხედველობასა და შეფასებას დარგის ექსპერტები და სპეციალისტები. კიდევ ერთხელ შეაჯამეს მიღწეული შედეგები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც „თბილისის ურბანული ტყის“ შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ტერიტორია დაათვალიერეს ნიადაგმცოდნეებმა და ფიტოსოციოლოგებმა.
05 ივლისი 2026, 14:15
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ჩვენ მიერ გაჟღერებული გზავნილები ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოს პოტენციალს უკავშირდება
„ჩვენ მიერ გაჟღერებული გზავნილები ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოს პოტენციალს უკავშირდება. ჩვენ მიერ კვლავ გამოითქვა ძალიან დიდი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ჯგუფები კვლავ ცდილობენ საქართველოსა და მისი მოსახლეობის არჩევანზე ზეწოლას სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებით. ჯო უილსონის და მისი ჯგუფის მხრიდან დაინიცირებული იყო დეზინფორმაციით სავსე ცვლილებები, რასაც ასე ძალიან მიეჩვია ჩვენი მოსახლეობა. იმედი გამოვთქვით, რომ ეუთო, როგორც ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა, დადგება თავის სიმაღლეზე. გვაქვს ორმხრივი შეხვედრები და დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, კოლეგებთან და ამ ორმხრივი დიალოგის დროს კვლავ ვიღებთ მხარდაჭერას მათ მხრიდან და სულ უფრო და მეტი დელეგატი ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან ხვდება, თუ რა ორმაგი სტანდარტის გამოყენებას აქვს ადგილი საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
05 ივლისი 2026, 13:46
პოლიტიკა
მაია ბითაძე: საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, პასუხისმგებლობიან პარტნიორად. გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარებისა და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას
„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლობიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, - აღნიშნა ბითაძემ.
05 ივლისი 2026, 13:37
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: იგორ გიორგაძე აფინანსებდა, პუტინზე ხან ლამაზი თვალები აქვსო იძახდა, ხან ჩემი დიდი მეგობარიაო. რისი მიყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი რუსებს მიყიდა და ესენი სხვას ეძახიან რუსებს?
იგორ გიორგაძე აფინანსებდა, დაჯავშნილი აუზიც გამოუგზავნა 2003 წელს, საარჩევნოდ რუსებს აქებდა, მოვიდა თუ არა, რუსეთში გაიქცა, მერე ჩეჩენი მებრძოლი ბიჭები გადასცა რუსებს, - წერს გიორგი გამსახურდია ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
05 ივლისი 2026, 13:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში დაიდო
საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 ივლისი 2026, 13:21
მსოფლიო
სლოვაკეთში რობერტ ფიცოსთვის სამუდამო ფინანსური უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა
ამავე რეფერენდუმზე გატანილი იყო სპეციალური პროკურატურის მუშაობის აღდგენის საკითხიც, რომელიც მძიმე დანაშაულებსა და კორუფციას იძიებდა. რამდენიმე წლის წინ ფიცოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სპეციალური პროკურატურის გაუქმების შესახებ, სლოვაკეთში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
05 ივლისი 2026, 12:19
მსოფლიო
რომის პაპმა აშშ-ს მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდა
„მიგრანტების მოწყალებითა და გულუხვობით მიღება არა მხოლოდ ქველმოქმედების აქტია, არამედ თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსების აღიარებაც“, - აღნიშნავს პაპი მიმართვაში.
05 ივლისი 2026, 11:42
მსოფლიო
პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
ცეცხლის გავრცელებას ხელს ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო. ესპანეთი და იტალია პორტუგალიაში სახანძრო-სამაშველო ძალებს გზავნიან.
05 ივლისი 2026, 11:37
მსოფლიო
„ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მან იცის, ვინ არის ბოსი“ - ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერმა მას შეხვედრა სთხოვა
ისრაელის პრემიერმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვედრა სთხოვა. ამის თაობაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, „ნატოს“ სამიტის შემდეგ გაიმართება.
05 ივლისი 2026, 11:35
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს უახლოვდება
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 2 954-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 16 ათასს აღემატება. დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
05 ივლისი 2026, 11:31
სამართალი
პოლიციამ თბილისში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
05 ივლისი 2026, 11:28
მსოფლიო
მოსკოვი კიევს ქალაქ კონსტანტინოვკასთან ცეცხლის შეწყვეტას და დაღუპული უკრაინელი სამხედროების უკრაინული მხარისთვის გადაცემას სთავაზობს
მოსკოვი კიევს სთავაზობს, ორივე მხარემ დონეცკის ქალაქ კონსტანტინოვკასთან ცეცხლი შეწყვიტონ და დაღუპული უკრაინელი სამხედროები უკრაინულ მხარეს გადასცენ. პასუხს რუსული მხარე კიევისგან დღეს საღამომდე ელის.
05 ივლისი 2026, 11:24
მსოფლიო
აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს
ამერიკამ დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი აღნიშნა. მთავარი საზეიმო ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა. ისტორიული დღე თანამოქალაქეებს დონალდ ტრამპმა მიულოცა. ღონისძიებაზე ის პირველ ლედისთან ერთად იმყოფებოდა.
05 ივლისი 2026, 11:22
სპორტი
„ყველანაირად ვეცდები, ვასახელო ჩემი ქვეყანა“ - მერაბ დვალიშვილი RAF Georgia-სთვის ემზადება
ყველანაირად ვეცდები, ვასახელო ჩემი ქვეყანა, - განაცხადა UFC-ს მებრძოლმა მერაბ დავლიშვილმა, რომელიც თბილისშია და RAF Georgia-ზე გამოსვლისთვის ემზადება.
05 ივლისი 2026, 11:20
რეგიონი
ანაკლიაში ზაფხულის სეზონის გახნის პირველი დღე ჯგუფ „ურსას“ კონცერტითა და ელექტრონული მუსიკით დასრულდა
ზაფხულის სეზონის გახნის პირველი დღე, ანაკლიაში გვიან ღამით ჯგუფ „ურსას“კონცერტითა და ელექტრონული მუსიკით დასრულდა. ზღვისპირა კურორტზე საფესტივალო ქალაქი იყო მოწყობილი.
05 ივლისი 2026, 11:17
მსოფლიო
აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის იუბილე აღნიშნეს
„პირველ რიგში, მსურს მივულოცო ამერიკის სავაჭრო პალატას საელჩოში ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება. საელჩო სავაჭრო პალატასთან მისი დაარსების დღიდან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, ისევე როგორც სავაჭრო პალატის წევრებთან, რათა გაძლიერდეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული კავშირები. ბიზნესი მხოლოდ ერთი სფეროა, სადაც ამერიკელებმა და ქართველებმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ შექმნეს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული. აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც თავად შეიტანეს წვლილი ამ თანამშრომლობაში სხვადასხვა მიმართულებით. ისინი დღეს აქ თავიანთ ოჯახებთან არიან, რათა სადღესასწაულო ატმოსფეროთი დატკბნენ. ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიულ დღეს მათთან ერთად აღვნიშნავ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.
05 ივლისი 2026, 11:12
რეგიონი
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა
სტიქია დედოფლისწყაროში - ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო სოფელ გამარჯვებაში, დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი კაკლის ხეები და ნაძვები.
05 ივლისი 2026, 10:58
მსოფლიო
ტრამპმა პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები გამართა
„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ იმას, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში. არსებობს ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა და ამერიკის გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შევთანხმდით, რომ საუბარს პირადად გავაგრძელებთ ანკარაში ნატოს სამიტის დროს“, - დაწერა ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის შემდეგ თავის ტელეგრამ-არხზე.


