imedi /  13 სექტემბერი 2017, 18:05 / სანდო წყარო

ქუთაისში დარეგისტრირებულ მძღოლს 100 ქულა უკვე ამოეწურა

საგზაო წესების შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა.  ამის შესახებ ინფორმაციას 1tv  შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნანა ტაბაღუას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მძღოლს 100 ქულა სრულად ამოეწურა და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდა. მოქალაქე, რომელიც ქულების გარეშე ორი დღის წინ დარჩა, ქუთაისშია რეგისტრირებული. 

ტაბაღუას განმარტებით, ქულების ამოწურვიდან ერთ წლის შემდეგ, მას მართვის მოწმობის დაბრუნება ხელახალი გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეეძლება. 

მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდა.

კომენტარები ()