imedi /  14 სექტემბერი 2018, 16:45 / სანდო წყარო

პროკურატურამ ლევან ყიფიანის და ზაზა ოქუაშვილის გამოკითხვის თარიღები დაასახელა

პროკურატურა

პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„რაც შეეხება ჩანაწერს, რა თქმა უნდა გამოძიება ამ ჩანაწერით დაინტერესდება. რამდენიმე დღის წინ და დღეს გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში განიხილება. ამასთან, მედიასაშუალებებში უკვე გავრცელებული ჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან. რაც შეეხება გამოკითხვებზე დაბარებას, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არიან გამოძახებული. ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ხოლო ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა მზად ყოფნა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როგორც კი თბილისში დაბრუნდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

12 სექტემბერს პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საუბარია სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი (2012-2015 წლებში) ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ელაპარაკება. საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სახელიც ფიგურირებს, რომელიც თითქოს „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა. უჩა მამაცაშვილმა ბრალდება უარყო და პროკურატურას საქმის გამოძიების დაწყება სთხოვა.

ჩანაწერი ტელეკომპანია „იბერიამ“ გამოაქვეყნა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია“. არხი, ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.      

"იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

დღეს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 

ყველა სიახლე

14 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა

ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

14 მაისი 2026, 16:15

სამართალი

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

14 მაისი 2026, 16:10

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მარკო სილვესტრონისთან შეხვედრა გამართეს.

14 მაისი 2026, 15:50

სამართალი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კიდევ სამმა ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025 აკრედიტაცია მოიპოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამმა ლაბორატორიამ - მიკრონაწილაკების, ნიადაგის და ნავთობპროდუქტების ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, კახეთის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025-ის შესაბამისობის აკრედიტაცია მიიღო.

ჯეი დი ვენსი და დონალდ ტრამპი

14 მაისი 2026, 15:42

მსოფლიო

სებასტიან გორკა: პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეი დი ვენსს ოვალურ კაბინეტში საიდუმლო ინსტრუქციები დაუტოვა

„მაგიდის უჯრაში დევს ვიცე-პრეზიდენტის სახელზე წერილი, თუ მას (ტრამპს) რაიმე დაემართება“, - აღნიშნა გორკამ.

14 მაისი 2026, 15:22

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

14 მაისი 2026, 15:22

მსოფლიო

ტრამპმა სი ძინპინი 24 სექტემბერს აშშ-ში დაპატიჟა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და მისი მეუღლე პენ ლიუანი 24 სექტემბერს ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

14 მაისი 2026, 15:21

რეგიონი

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, მისთვის სიმბოლურია ახალ პოზიციაზე პირველი დიპლომატიური შეხვედრის აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გამართვა.

ნიკოლოზ სამხარაძე

14 მაისი 2026, 15:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას

იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და შესაბამისად ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ იტალიაში ვიზიტისას.

გიორგი გაბუნია

14 მაისი 2026, 15:16

პოლიტიკა

პარლამენტმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით, 9-ის წინააღმდეგ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

14 მაისი 2026, 15:12

კულტურა

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრი პოპულარულ ფრანგულ ჯგუფ „ელექტრო დელუქსთან“ ერთად წარდგა

მსმენელის წინაშე წარდგა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და პოპულარული ფრანგული ჯგუფი „ელექტრო დელუქსი“.

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინი

14 მაისი 2026, 15:05

მსოფლიო

კრემლი: ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩინეთში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავა, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

14 მაისი 2026, 15:04

პოლიტიკა

„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს დაფუძნებიდან 4 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს დაფუძნებიდან 4 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით მესამე ეროვნული კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც დელეგატები საქმიანობის შედეგებს შეაჯამებენ და იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე. დღესვე აირჩევენ გამგეობის განახლებულ შემადგენლობას და თავმჯდომარეს.

14 მაისი 2026, 14:57

საზოგადოება

სემეკმა „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო დააჯარიმა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს

გივი მიქანაძე

14 მაისი 2026, 14:53

საზოგადოება

გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

14 მაისი 2026, 14:48

სამართალი

პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

14 მაისი 2026, 14:48

პოლიტიკა

მაღლაფერიძე ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს: რამდენად მოდის ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში, როდესაც თავისთავად საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები, ევროპის სახელით დასანქცირების მუქარით ცდილობენ მედიის დაშინებას

ვინ არიან ის პოლონელი ევროპარლამენტარები, ვინც ქართული მედიის დასანქცირებას ითხოვენ - ამ თემაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ ბრიფინგი გამართა. მაღლაფერიძემ მათ შორის ისაუბრა ორ ევროპარლამენტარზე, მარიუშ კამინსკსა და მალგოჟეტა გოშევსკაზე და მათ პოლიტიკურ წარსულზე.

14 მაისი 2026, 14:45

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხება

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.

ლევან მახაშვილი

14 მაისი 2026, 14:40

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე: ეს არის სამაგალითო კვლევა, შედეგები და რაც მთავარია, სამაგალითო პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რაც გვესმის ხოლმე მათ შორის, ბრიუსელის მხრიდან

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევას აფასებს. მისი თქმით, ამ კვლევის შედეგი არის პასუხი უსაფუძვლო ბრალდებებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

გიორგი ვოლსკი

14 მაისი 2026, 14:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენ არ დაგვიხევია იმ გზაზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია და ყველა მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს

„ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენ არ დაგვიხევია იმ გზაზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია და ყველა მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენი ევროპული გზა აი ამ მახასიათებლებით არის გამორჩეული“, - განაცხადა ვოლსკიმ.