imedi /  06 ნოემბერი 2018, 20:41 / სანდო წყარო

გორში მოკლული ბავშვის ოჯახი დანაშაულის პოლიტიზების მცდელობას აპროტესტებს

გორში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 8 წლის გოგოს ოჯახის წევრები მოუწოდებენ მედიის ნაწილს და პოლიტიკოსებს, ნუ მისცემენ პოლიტიკურ ელფერს ამ საზარელ დანაშაულს. ოჯახის წევრებმა სამღვდელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, მათი ტრაგედიის პოლიტიკურ ინტერპრეტაციას ცდილობს, რაც მათთვის მიუღებელია.

კითხვა - თავის დროზე რატომ შეეხო იაგო ნებიერიძეს ჯერ ამნისტია და შემდეგ შეწყალება, ძალოვნებისთვის პასუხგაცემულია.

2005 წელს სამართალდამცველებს პირდაპირი მტკიცებულებების შეგროვება რომ მოეხერხებინათ, ის ციხეში გაცილებით მძიმე დანაშაულისთვის წავიდოდა და არა ფულის გამოძალვის ბრალდებით.

უკვე დღეს, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.

8 წლის ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

დაკავებულის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა 9-წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

H1N1

18 იანვარი 2019, 16:45

მსოფლიო

ინდოეთში წელს H1N1 ვირუსით 40 ადამიანი დაიღუპა

ამავე ინფორმაციით, 1-17 იანვარს ინფიცირების 1036 შემთხვევა გამოვლინდა.გასულ წელს ინდოეთში ღორის გრიპის ვირუსს 1100 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 15 000-ს გადააჭარბა.

18 იანვარი 2019, 16:36

ეკონომიკა

კახა კალაძე უარყოფს, რომ 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა სურდა

კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს სურდა „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა. თუმცა ადასტურებს, რომ 2006-2007 წლებში მის ბიზნეს-ჯგუფს ასეთი ინტერესი ჰქონდა,მაგრამ მაშინ კომპანიაში სპეცმმართველი დაინიშნა და ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

ეროვნული ბანკი

18 იანვარი 2019, 16:35

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე ეს უკვე მეოთხე ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე.

ბენქსი

18 იანვარი 2019, 16:18

კულტურა

ბენქსის საშობაო ნახატი ავტოფარეხზე მეპატრონემ 100 ათას ფუნტად გაყიდა

ლუისის თქმით, მას გრაფიტში სხვა ადამიანები გაცილებით დიდ თანხას სთავაზობდნენ, თუმცა მხოლოდ ბრენდლერი დათანხმდა მის ქალაქში დატოვებას. ნახატი ავტოფარეხზე შობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა.

Microsoft Cortana

18 იანვარი 2019, 16:10

ტექნოლოგიები

Windows 10-ზე ხმოვანი ასისტენტი საძიებო ველისგან გაიმიჯნა

Microsoft-მა გადაწყვიტა თითოეული დანაყოფი ცალკ-ცალკე განავითაროს, საძიებო ველმა ტექსტულური, Cortana-მ კი თავისმხრივ ხმოვანი ბრძანებები შეასრულოს. სიახლე Windows 10-ის მორიგი განახლებისას, ყველასთვის აპრილში ამოქმედდება. პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, ხმოვანი ასისტენტი Cortana 2014 წელს წარადგინა.

საქალაქო სასამართლო

18 იანვარი 2019, 16:00

ძალოვნები

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა. სახელმწიფო ბრალდება კონსტანტინე ჯორბენაძეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გიორგი ადუაშვილს კი, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.

18 იანვარი 2019, 15:41

საქართველო

აქტიური პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება

სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

18 იანვარი 2019, 15:39

საქართველო

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გრიპის საწინააღმდეგო აქცია მოაწყვეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების,ცნობიერების დონის ამაღლებისა და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით მოაწყვეს აქტივობა -“იცოდე მეტი გრიპის შესახებ“.

მანქანები

18 იანვარი 2019, 15:31

ეკონომიკა

ზუგდიდში მძღოლებს ტექდათვალიერებისთვის რიგში დგომა უწევთ

საქართველოში პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შსს-ის მომსახურების სააგენტოებთან ასობით მანქანის რიგი დგას. საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის ტექნიკური ინსპექტირების 26 ცენტრი ფუნქციონირებს.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 15:31

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე: ეს ინდივიდუალური აქციონერის გამოწვევაა

„იმ მოსაზრებას, რომ კითხვების დასმამ ფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლოა იმოქმედოს, მე ვერ დავეთანხმები“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ გახმაურებულ საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის მადლიერია „თიბისი ბანკის“, რადგან საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობისაკენ სხვა კომპანიებსაც უბიძგა.

18 იანვარი 2019, 15:31

მსოფლიო

ავსტრალიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

შაბათის შემდეგ, ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რაც კლავს ეკოსისტებას და გარეულ ცხოველებს. მომატებულია ასევე ტყის ხანძრების რაოდენობა.

მილსადენი

18 იანვარი 2019, 15:18

ეკონომიკა

ბახტაძე: „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არ გამართულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სომხეთისათვის გაზის მისაწოდებლად „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხს გამოეხმაურა. ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციაზე უარს არ იტყვის.

გაზი

18 იანვარი 2019, 15:08

საქართველო

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გეთიას ქუჩის ხანძარზე განცხადებას ავრცელებს

"წყალგამაცხელებელი დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. აფეთქება არ დასტურდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფართებში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს,"- წერია განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 15:03

საქართველო

2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამდენი სახდელისგან თავისუფლდება

როგორც პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილება. მისი ინფორმაციით, მთლიანობაში საუბარია მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 15:00

საქართველო

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება

"თვითონაც დარწმუნდებიან, რომ პროცესი არის ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომი. ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლით“, - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 14:50

საქართველო

მამუკა ბახტაძე დავოსში ჩავა

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნეს-ლიდერებთან. რამდენიმე ძალიან მსხვილ კომპანიასთან გარკვეული მოლაპარაკებები უკვე გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ დავოსში ამ შეხვედრების შედეგად ეროვნულ ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას მოვახერხებთ“, - აღნიშნა მან.

ილჰამ ალიევი

18 იანვარი 2019, 14:49

მსოფლიო

ილჰამ ალიევი მაღალჩინოსნებს სამსახურის ავტომანქანებს ჩამოართმევს

აზერბაიჯანში მიმდინარე სახელისუფლებიო რეფორმების ფონზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მაღალჩინოსნებისათვის სამსახურის ავტომანქანების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიღო და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. სამ თვეში მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი სია უნდა წარადგინოს.

18 იანვარი 2019, 14:38

ძალოვნები

დიღომში აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ამ დროისთვის დაკავებულია 2 პირი.

ლევან კობიაშვილი

18 იანვარი 2019, 14:33

სპორტი

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა

"როგორც ჩემი, ისე საერთო ინტერესია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ პოზიტიურად და შევქმნათ საუკეთესო მომავალი. ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამხელა მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს პასუხისმგებლობა სრულად გააზრებული მაქვს“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ამირან გამყრელიძე

18 იანვარი 2019, 14:31

საქართველო

გამყრელიძე: ორსულებისთვის წითელას აცრის გაკეთება არ შეიძლება

თუ ადამიანი გეგმავს ორსულობას, თუ აცრილი არ არის, აუცილებელია, ორსულობამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე მაინც გაიკეთოს წითელას საწინააღმდეგო აცრა. გრიპზე პირიქით ვამბობთ ხოლმე, რომ ორსულები არის რისკ-ჯგუფი და მათ გრიპის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაიკეთონ ორსულობის პერიოდში“, - განაცხადა გამყრელიძემ.