imedi /  06 თებერვალი 2019, 14:20 / სანდო წყარო

ზაზა სარალიძემ პროკურატურის ეზოდან გაყვანის დროს თავი დაიზიანა. ვიდეო

ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე პროკურატურასთან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას ზაზა სარალიძეს გენერალური პროკურატურის ეზო დაატოვებინეს. ამ დროს ინციდენტი მოხდა. მას ეზოს დატოვება არ სურდა, არსებული ინფორმაციით, სარალიძემ თვითდაზიანებაც მიიყენა, რის შედეგადაც მან თავის არეში მცირედი დაზიანება მიიღო. ადგილზე სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს.

მანამდე ზაზა სარალიძე გენერალური პროკურატურის ეზოში შეიჭრა და შენობაში შეჭრაც სცადა, თუმცა შეაკავეს. ის რამდენიმე საათია საქმის პროკურორებთან შეხვედრას ითხოვს.

გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ზაზა სარალიძეს პროკურორები სამშაბათს შეხვდებიან, თუმცა სარალიძეს დღეს სურს მათთან საუბარი.

 

 

 

სარალიძეს ძირითადი კითხვები პროკურატურასთან ხორავას ქუჩის საქმეზე აქვს. იმ შემთხვევაში თუკი სარალიძე საგამოძიებო უწყებაში შევა ის თემრილან მაჩალიკაშვილის საქმით და რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტებზე გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდება.

ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად პროკურატურის ეზოში მისი შვილის ფოტოები გადაყარა.

ფოტო: თეონა გიორგელაშვილი

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 16:34

საქართველო

საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. მან საქართველო უკვე დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

25 მარტი 2019, 16:33

ტაბლოიდი

ბერა ივანიშვილი თავის გამომწერებს სთხოვს, ურჩიონ სად გაატაროს თაფლობისთვე

უნდა აღინიშნოს, რომ ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს გამომწერები უფრო ეგზოტიკურ ქვეყნებს ურჩევენ. როგორებიცაა: ტაილანდი, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკა და სხვა.ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა ბერა ამ რეკომენდაციებს და სად გაატარებს წყვილი თაფლობისთვეს.

ფილიპე VI
დედოფალი ლეტისია

25 მარტი 2019, 16:27

ტაბლოიდი

ესპანეთის მეფე არგენტინის აეროპორტში თვითმფრინავიდან 1 საათი ვერ გადმოდიოდა

24 მარტს არგენტინაში ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე და მისი მეუღლე ლეტისია ჩავიდნენ. მათი თვითმფრინავი ბუენოს-აირესის აეროპორტში დაეშვა. იქ სამეფო ოჯახს უკვე ელოდებოდა ოფიციალური დელეგაცია არგენტინის, მათ შორის ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მაგრამ ფილიპე თვითმფრინავიდან ვერ გადმოვიდა - ტრაპი, რომელიც მათ მიუტანეს, ძალიან დაბალი აღმოჩნდა.

დაჭრა

25 მარტი 2019, 16:10

ძალოვნები

ბათუმის პოლიციაში კაცმა თავის მოკვლა სცადა

ორივე კაცი სავარაუდოდ ბიზნესპარტნიორები იყვნენ, დაჭრამდე კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, პოლიციიდან დაჭრილი გუშინ საღამოს გამოიყვანეს. მეორე დაჭრილი ბათუმის მედცენტრშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში ამბობენ, ის სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ფეხით მივიდა.

Google Chrome 74

25 მარტი 2019, 16:08

ტექნოლოგიები

Windows-ზე Google-ის ბრაუზერის საცდელ ვერსიას „შავი ფონის“ მხარდაჭერა აქვს

Chrome 74-ის ფინალური ვერსიის გამოშვების თარიღად 23 აპრილი სახელდება. Chrome-ზე შავი ფონი ავტომატურად მაშინ გააქტიურდება, როცა Windows-ის ფერების სქემიდან Light-ს Dark-ით შეცვლით. მსგავსი ფუნქცია Chrome 73-ზე macOS-ის მომხმარებლებისთვის აქამდე ხელმისაწვდომი იყო.

ტაილანდი

25 მარტი 2019, 15:49

საქართველო

14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზას საზღვარზე აიღებენ

საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Visa on Arrival რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

ჯეკ შეპარდი

25 მარტი 2019, 15:39

ძალოვნები

ჯეკ შეპარდი შესაძლოა საქართველოდან ბრიტანეთში ექსტრადიციას დასთანხმდეს

მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდი შესაძლოა, ექსტრადიციას დასთანხმდეს და დიდ ბრიტანეთში კვირის ბოლომდე დაბრუნდეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათს გახდება ცნობილი. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელენე გოგალაძე

25 მარტი 2019, 15:30

საქართველო

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

"კალიფორნიაში სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ", - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 15:18

საქართველო

სტოლტენბერგი ქართველ სამხედროებს: თქვენი დამსახურებით ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი აღარ არის

როგორც სტოლტენბერგმა დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რაშიც წვლილი ქართველ სამხედროებსაც მიუძღვით. მან ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 14:58

საქართველო

გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა

"ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირდა. როგორც თავად ამბობს, საზოგადოებას ახალი ძალა სჭირდება და ეს წინა არჩევნებმა დაადასტურა. შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

გაფიცვა

25 მარტი 2019, 14:52

საქართველო

საქართველოს ქალაქებში სოცმუშაკები გაიფიცნენ

გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრში განმარტავენ, რომ პრობლემურ საკითხთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესახებ გეგმა არსებობს, ნაწილის მოგვარებას კი დრო სჭირდება.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2019, 14:50

საქართველო

კობახიძე: სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია

მანამდე "გირჩმა" საქართველოს პარლამენტის წევრებს საჩუქრად ყურსასმენები გაუგზავნა. 20 მარტს რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სესიის დროს მიმართა, რომ კენჭისყრისას პულტმა არ იმუშავა, ცუდი აკუსტიკაა, რის გამოც უკანა რიგებში არ ესმით, რა საკითხს უყრიან კენჭს და ამისთვის პარლამენტმა ყურსასმენები უნდა უზრუნველყოს.

სკოტ უოკერი

25 მარტი 2019, 14:46

კულტურა

ბრიტანელი მუსიკოსი სკოტ უოკერი გარდაიცვალა

უოკერმა თავისი კარიერა The Walker Brothers-ის ტრიოში დაიწყო. 1976 წელს, მან სოლო კარიერა დაიწყო. მისი პირველი ალბომები კომერციულად წარმატებული არ იყო, მაგრამ მისმა მუსიკამ დიდი გავლენა იქონია. თავის ინსპირაციის წყაროდ უოკერს ასახელებდა ტომ იორკი, დევიდ ბოუი, ლეონარდ კოენი, ჯარვის კოკერი, ალექს ტერნერი და სხვები.

პატიმრები

25 მარტი 2019, 14:38

საქართველო

იუსტიციის სამინისტრომ 142 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები კონკურსის წესით შეირჩნენ.

პოლიცია

25 მარტი 2019, 14:25

საქართველო

პოლონეთში 24 წლის ქართველი მოკლეს

როგორც მედიაში წერენ, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

სიჩქარის გადაჭარბება

25 მარტი 2019, 14:15

საქართველო

ადგილები თბილისში სადაც კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე თბილისში არსებულ ვიდეოკამერებს კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც კამერიდან კამერამდე არსებულ სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს.

25 მარტი 2019, 14:10

ტაბლოიდი

კოლუმბიელი ქალი 5-საათიანი უწყვეტი სექსის შემდეგ გარდაიცვალა

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ქალი შეუძლოდ სექსის დროს გახდა, ინტიმურ კავშირამდე კი მან ნარკოტიკული საშუალება მიიღო, უცნობია, ზუსტად - რომელი. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ქალის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

ილია მეორე

25 მარტი 2019, 14:09

საქართველო

პატრიარქი: რომ არა ავტოკეფალია, არავინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე იქადაგა. ილია მეორის განცხადებით, დღევანდელი დღე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ისტორიულ თარიღს აღემატება.

დარგობრივი კომიტეტი

25 მარტი 2019, 14:03

ეკონომიკა

კომიტეტმა გზავნილებზე განბაჟების ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხარი დაუჭირა

ინიციატივა გულისხმობს საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, დღეს განბაჟების ლიმიტი 300 ლარია. ლიმიტის გაზრდას მთავრობა არ ეთანხმება. მთავრობის პოზიციით, რთულია იმის ადმინისტრირება, არის თუ არა ნივთი პირადი მიზნებისთვის გამოწერილი.

25 მარტი 2019, 13:40

სპორტი

უცხოურმა მედიამ ჯანო ანანიძე გმირად გამოაცხადა 👏

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრისას ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. შვეიცარიელმა გონება დაკარგა. სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძემ მიირბინა, რომელმაც შვეიცარიელს ენა დაუჭირა, რათა მას ენა არ გადაეყალაპა.