imedi /  13 თებერვალი 2020, 15:26 / სანდო წყარო

ნიკოლოზ გაგუა: სსფ-ის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა მაღალ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს

ნიკოლოზ გაგუა

ნიკოლოზ გაგუა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის მდგრადობას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ცალსახად გაუსვა ხაზი გასულ წელს მიღწეულ პროგრესს, რომელიც გამოირჩევა არა მარტო მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების მიმართულებით.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა. მათ მიერ დადებითად არის შეფასებული არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების შესრულება, როგორიცაა: ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუჯეტის დეფიციტის დაბალი დონე, დღგ-ის დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება. ასევე, მისიის წევრთა შეფასებაში ხაზგასმულია ჩვენი სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ეს რეფორმები საშუალებას იძლევა,  გაუმჯობესდეს ეკონომიკის ზრდის პოტენციალი, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა, ხელი შეეწყოს კერძო სექტორის საქმიანობასა და სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. 

მისი თქმით, არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ვიზიტიც იქნება წარმატებული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს.

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 14:12

საქართველო

პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

18 თებერვალი 2020, 14:11

ეკონომიკა

გიორგი პერტაია: სავაჭრო სამრეწველო პალატა სამშენებლო სექტორის სწრაფად განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, სამშენებლო სექტორში დავების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მის გადაჭრის გზებზე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 14:07

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას

ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.

18 თებერვალი 2020, 14:04

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევას ოკუპაცია წარმოადგენს. მისი თქმით, ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ჰყოფს ადამიანებს. ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 14:03

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, ექიმებსა და სტარტაპეტებს მადლობას უხდის

პლენარულ სხდომას, სადაც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საპატრულო პოლიციის ოფიცრები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები და ბიზნეს სტარტაპის „პულსარ ეი აი-ს“ წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ირმა ნადირაშვილი

18 თებერვალი 2020, 13:59

საქართველო

ირმა ნადირაშვილი: ყველაზე შესაფერისი, რაც ამ დროს დარბაზში შეიძლებოდა გაჟღერებულიყო, საბჭოთა კავშირის ჰიმნია

ყველაზე შესაფერისი, რაც ამ დროს დარბაზში შეიძლებოდა გაჟღერებულიყო, ეს საბჭოთა კავშირის ჰიმნია და ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა განუცხადა.

18 თებერვალი 2020, 13:57

ვიდეო

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა საბჭოთა ჰიმნით შეაწყვეტინა

18 თებერვალი 2020, 13:54

თემა

კორონავირუსი და რასიზმი. ინფექციური დაავადება უფრო სწრაფად ვრცელდება თუ პანიკური შიში?

ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ სახეობას ლეტალური შედეგების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტების უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, ახალმა ვირუსმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საყოველთაო პანიკა გამოიწვია. თუ რამ განაპირობა ეპიდემიური შიში, ექსპერტებს თავიანთი არგუმენტები აქვთ.

18 თებერვალი 2020, 13:43

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის

სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის, რადგან სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის დავებში მიღებული გადაწყვეტილებების თანაფარდობა დღეს უკვე დაბალანსებულია, ხოლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარუდგინა.

18 თებერვალი 2020, 13:39

საქართველო

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა საბჭოთა ჰიმნით შეაწყვეტინა

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე წუთით შეაწყვეტინა. პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპაციაზე ლაპარაკობდა, როდესაც მმართველი გუნდის ოპონენტებმა პარლამენტის სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

კახა კალაძე

18 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

კახა კალაძე: მზად ვართ, შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ინდივიდუალურადაც

კახა კალაძემ შეახსენა ყველა პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და იმსჯელონ როგორ უნდა ჩატარდეს 2020 წლის არჩევნები. „თუ დიალოგი ვერ შედგა, შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც არსებული კონსტიტუცია გულისხმობს“, - აღნიშნა კხა კალაძემ.

18 თებერვალი 2020, 13:13

ძალოვნები

ნათია მეზვრიშვილმა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა ვენეციის კომისიის მდივანთან განიხილა

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

კიმ კლაისტერსი

18 თებერვალი 2020, 13:06

სპორტი

კიმ კლაისტერსი რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა

დიდი სლემის ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი კიმ კლაისტერსი, რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა. ბელგიელმა სპორტსმენმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირზე ესპანელი გარბინ მუგურუსა ორ სეტში დაამარცხა.

ეკომიგრანტები

18 თებერვალი 2020, 13:03

საქართველო

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

ამ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

18 თებერვალი 2020, 12:59

საქართველო

გიორგი გახარია: ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთაძე პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია. „ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება“ , - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ნინო ლომჯარია

18 თებერვალი 2020, 12:52

საქართველო

ნინო ლომჯარია: გენერალური პროკურორის არჩევნების მიმართ საზოგადოების ინტერესი და ნდობა დაბალია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენას გამოეხმაურა. ლომჯარიას შეფასებით, გენერალური პროკურორის არჩევნების მიმართ საზოგადოების ინტერესი და ნდობა დაბალია. „სამწუხაროა რომ ეს პროცესი არ წარიმართა მაქსიმალური ჩართულობით დაინტერესებული მხარეების და პირების მხრიდან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 12:44

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჯერ 48 მილიონი უკან მოიტანონ და მერე ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრობაზე

ვეკითხები იმ ხალხს, რომელიც გიგი უგულავასთვის უსტვენს - მე რომ დღეს 48 მილიონი მოვიპარო და მერე მოვითხოვო ევროპარლამენტარებისგან, ჩემი უფლებები დაიცვან და პოლიტიკაში დავრჩე, ეს ჯანსაღი იქნება?, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი

18 თებერვალი 2020, 12:40

საქართველო

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებულ ორ საქმეზე მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

18 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ჩვენ მაინც დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას და შევძლებთ ოპოზიციასთან შეთანხმებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდება. „იმიტომ რომ შეთავაზება რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს არის სამართლიანი, პრაგმატული და კომპრომისულიც“, - განუცხადა თალაკვაძემ „ქრონიკას“.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

ირაკლი კობახიძე: იმ ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ, ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს

იმ ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ და პარლამენტის შენობაში იჭრებოდნენ, ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეძახილებით შეაცილეს.