გიორგი ცუცქირიძე: მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების ზრდაზე
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ეკონომიკურ ზრდის შეფასებისას, წლიური ზრდის მაჩვენებელთან ერთად, კვარტალურ ზრდას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან გამოშვების, როგორც საქონლისა და მომსახურების წარმოების და დამატებული ღირებულების გაზომვას გაცილებით ოპტიმალურად ახდენს, ყოველთვიურ მაჩვენებელთან შედარებით. ზოგადად კი თითოეული ფირმის წვლილი არა მთლიანი გამოშვების, არამედ დამატებული ღირებულების მიხედვით ფასდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამატებული ღირებულება დანამატია ფირმის დანახარჯების ნაკადებზე, ანუ საწარმოო მოხმარებაზე. შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი სწორედ კერძო სექტორს უჭირავს, - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მისი შეფასებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი გაჯანსაღებაც ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული.
ეკონომიკის ექსპერტის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გაგრძელდა მეორე კვარტალში დაფიქსირებული დადებითი ტენდენციები როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ასევე დასაქმების მიმართულებითაც. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.5%-ით გაიზარდა (2019 წელთან შედარებით 39.4%-ით) და 40.5 მლრდ. ლარი შეადგინა.
“2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვება 15.0 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 29.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ასევე 17.7 პროცენტით აჭარბებს წინა პანდემიურ, 2019 წლის მონაცემსაც. მესამე კვარტალში მსხვილი საწარმოების გამოშვებასთან ერთად (გაიზარდა 34.8 პროცენტით), მზარდი იყო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდა 25.0 პროცენტი. ეს ფაქტორი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ქვეყანაში დასაქმების წამყვანი კონტრიბუტორი. „რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქმიანობის სახეების მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 31.7%),და ვაჭრობის (ზრდა 32.5%), ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (ზრდა 88.7%), ხელოვნების, გართობის და დასვენების (ზრდა 94.2%), ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზრდა 27.9%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (ზრდა 80.7%), ჯანდაცვისა (ზრდა 37.1%), ინფორმაციის და კომუნიკაციის (ზრდა 29.5%) და მშენებლობის (ზრდა 4.6%) სექტორებში გამოშვების ზრდამ,“ - აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, 2021 წლის მესამე კვარტალში, გამოშვების ზრდა აისახა ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, რომელიც 5.0%-ით (32.5 ათასით) გაიზარდა, თუმცა წინა პანდემიურ, 2019 წელთან შედარებით შემცირებულია 2.6%-ით და 678.0 ათასი შეადგინა. „ბიზნეს სექტორში, დასაქმების სტრუქტურაში სამუშაო ადგილების ზრდაც თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა და სამუშაო ადგილების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის (ზრდა 4.6%), ინფორმაციის და კომუნიკაციის (ზრდა 24.7%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (ზრდა 12.5%), სამთომოპოვებითი მრეწველობის (ზრდა 38.3%), ხელოვნების, გართობის და დასვენების (ზრდა 36.1%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.4%), ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზრდა 3.3%), ჯანდაცვისა (ზრდა 1.7%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებისა (ზრდა 5.3%) და მშენებლობის (ზრდა 1.0%) სექტორებში სამუშაო ადგილების ზრდამ. 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა 11.5 პროცენტით გაიზარდა (149.7 ლარით) და 1,455.5 ლარი შეადგინა“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, 2021 წლის ნოემბერში მთავარ გამოწვევად ინფლაცია რჩებოდა. წლიური ინფლაციის დონე კვალავ მაღალი იყო და 12.5 პროცენტი შეადგინა, სადაც ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია. ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე, ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ და ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებამ.
„2021 წლის ოქტომბერში სურსათის ფასების ინდექსმა (FAO) რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა. ნავთობის ფასების 55%-იანი ზრდა აისახა საერთაშორისო ტრანსპორტირების გაზრდილ ხარჯებზე, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. ასე მაგალითად, რეგიონის ქვეყნებში ოქტომბერში რუსეთში ინფლაცია 8.1% იყო, თურქეთში 19.9%, უკრაინაში 10.9%, სომხეთში 9.1% და აზერბაიჯანში 5.7%“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის დადებითი ტენდენციები აჩვენებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ასევე სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების ზრდაზე.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
11 ივნისი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის გადატრიალებას ვერ შეძლებენ, ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - მე მგონი, რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს
მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
11 ივნისი 2026, 00:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას
ახლახანს არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან სალომე ზურაბიშვილთან ელჩების ვიზიტებიც გაიხსენა და თქვა, რომ მოპარული შტანდარტის ფონზე გადაღებული ფოტოებით ელჩები 4 ოქტომბრის ძალადობას აქეზებდნენ.
11 ივნისი 2026, 00:26
მსოფლიო
ბელფასტში, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ვიდეო
ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
11 ივნისი 2026, 00:16
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ალიანსზე“: ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან
"მათ არ შეუძლიათ არანაირი თვითორგანიზება, რადგან არიან გაცხადებული აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, სახელით და გვარებით. თითოეული სახელი და გვარი, რომელიც ახლა უკვე მერამდენე ალიანსში გაერთიანდნენ, არის პირდაპირ აფელირებული დედაპარტიასთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია", - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
11 ივნისი 2026, 00:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი
ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები - ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარე სისულელეს უწოდებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთოები გლობალურ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.
11 ივნისი 2026, 00:15
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას ავალდებულებს.
11 ივნისი 2026, 00:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში
სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას.
11 ივნისი 2026, 00:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და დაიწყოს ის სრულიად ახალი ფურცლიდან, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
11 ივნისი 2026, 00:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს. ასე რომ ჩვენც ვცდილობთ ხოლმე სერიოზულად არ შევხედოთ. რა მოვთხოვოთ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანს, რომელიც საბავშვო ბაღში იარაღის ლეგალიზაციას ითხოვს?
ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
10 ივნისი 2026, 23:51
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა
თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა.
10 ივნისი 2026, 23:51
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს. ამით მან გაიმეორა მუქარა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღის დასაწყისში გააჟღერა.
10 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
პაპუაშვილი კონგრესის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე: ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას
ეს არის აბსოლუტური ფიქცია, იმისთვის რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ჯო უილსონმა წარადგინა. „რა უნდა დავუშვათ, რომ ჯო უილსონმა კანონით უნდა დაავალოს ამერიკის სადაზვევრო სამსახურებს, დააკვირდით რას შვება რუსეთი, ჩინეთი თუ ირანი რეგიონში და საქართველოში? ვინმეს ჰგონია, რომ ისე ამას არ აკეთებენ? რას ემსახურება მაშინ ეს კანონები? უბრალოდ საინფორმაციო ხმაურს. თითქოს ახლა ჯო უილსონის დავალებას ელოდება დონალდ ტრამპი, რომ რუსეთზე და ჩინეთზე იფიქროს და მათი გავლენები შეისწავლოს? ეს არის აბსოლუტური ფიქცია, იმისთვის რომ ხმაური შეიქმნას, ვიღაცამ რაღაც თქვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
10 ივნისი 2026, 23:46
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის მუქარა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესახებ სისუსტის ნიშანია
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მუქარა ძალის ნაცვლად სისუსტის ნიშანია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი მტკიცედ დახვდება ზეწოლასა და მუქარებს.
10 ივნისი 2026, 23:45
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ - ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს
“საბჭოთა კავშირი კუბში - ევროკავშირი დემოკრატიას კლავს როგორც წევრ ქვეყნებში, ასევე ცდილობს ბოლო მოუღოს დისკუსიის შესაძლებლობას ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მას შემდეგ, რაც უნგრეთმა თვეების განმავლობაში მოახდინა უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხის გაცემის ბლოკირება, ფონ დერ ლაიენი ღიად ალაპარაკდა გადაწყვეტილების მიღების წესში ცვლილებების აუცილებლობაზე”, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
10 ივნისი 2026, 23:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, ყველა კრიტერიუმით
კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ზოგადად, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჰქონდეს და აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
10 ივნისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი
სომხეთსა და საქართველოში ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
10 ივნისი 2026, 23:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრაზე საუბრისას. მისივე თქმით, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
10 ივნისი 2026, 23:31
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ის, რომ 3000 წელია ჩვენ სახელმწიფოებრიობას ასე ვატარებთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ გამომუშავებული გვაქვს შინაგანი ფორმულა, თუ როგორ უნდა გაიარო ის ქარიშხლები, რომელიც ასეთ რთულ რეგიონში ხდება ხოლმე. ევროპამ ასეთი ტურბულენტობის დროს ბევრჯერ წაიტეხა ცხვირი
გეოგრაფია არ შეიცვლება, ჯერჯერობით გეოგრაფიასთან ომის არავის მოუგია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას - თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ჩანაცვლება ხდება სომხეთით. ასეა ეს?
10 ივნისი 2026, 23:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა აბარია ადამიანს, რომლის მინისტრიც საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდა. კაია კალასს აშშ-ის, ევროკავშირის მთავარი პარტნიორის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება
ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.


