imedi /  15 თებერვალი 2019, 19:43 / სანდო წყარო

რამდენიმე არასამთავრობომ „თიბისი ბანკის“ მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ „თიბისი ბანკის“ მიმართ მიღებული “ნაჩქარევი” გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აჩენს. ემუქრება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ფინანსურ სტაბილურობას.

ამ განცხადებას imedinews უცვლელად გთავაზობთ: 

„ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ „თიბისი ბანკის“ მიმართ მიღებული “ნაჩქარევი” გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აჩენს. ემუქრება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ფინანსურ სტაბილურობას.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო პერიოდში, სს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ, კერძო საკუთრების, განსაკუთრებით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განმარტოს მიღებული გადაწყვეტილება სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან კონკრეტული პირების გაწვევის თაობაზე. ამადროულად, შესაბამისმა სამართალდამცავმა უწყებებმა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სს „თიბისი ბანკის“ ან/და მისი აქციონერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ შეფერხდეს სს „თიბისი ბანკის“ საქმიანობა და სხვა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ამავდროულად, პასუხის გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების თაობაზე. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთობლივი ქმედებები კონკრეტული ფინანსური დაწესებულების წინააღმდეგ, სწორედ ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის“- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)სამართლიანი არჩევნები (ISFED)საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის. 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ საქმეზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ამავე ცნობით, საქმეზე დაიკითხა თითქმის ყველა პირი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში იმას წერს, რაზეც   ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2026, 11:24

მსოფლიო

The Wall Street Journal: ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს

ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს. The Wall Street Journal-ის ცნობით, კონფლიქტი უკრაინის აჯანყებულთა არმიის (УПА) გარშემო - რომლის წევრებსაც უკრაინაში გმირებად მიიჩნევენ, ხოლო პოლონეთში მასობრივი სიკვდილით დასჯის ორგანიზატორებად - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აუარესებს და რუსეთს მათ შორის ბზარის გასაჩენად ხელსაყრელ საბაბს აძლევს.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ

მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა

სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შიო მესამე

27 სექტემბერი 2026, 11:07

საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მანამდე შიო მესამე ლიტურგია აღავლენს.

27 სექტემბერი 2026, 11:03

პოლიტიკა

აშშ საელჩო: დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ამერიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. კორტნი ოსტრიანი, გმირთა მემორიალზე საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თარიღს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.

27 სექტემბერი 2026, 11:01

საზოგადოება

ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

ტრაგიკული თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წევრებმა.

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 10:54

მსოფლიო

ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.

27 სექტემბერი 2026, 10:22

მსოფლიო

შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის, სანქციებისა და სურსათის უსაფრთხოების შესახებ რეფერენდუმი იმართება

შვეიცარიაში საყოველთაო რეფერენდუმი იმართება, სადაც მოქალაქეები ორ ინიციატივასთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას - ქვეყნის ნეიტრალიტეტსა და სურსათის უსაფრთხოებაზე.

27 სექტემბერი 2026, 10:15

საზოგადოება

დღეს მსოფლიო ტურიზმის დღეა

მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

იოჰან ვადეფული

27 სექტემბერი 2026, 10:13

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: G20-ის სამიტში ვლადიმირ პუტინის მონაწილეობა შესაძლოა გახდეს სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყისი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ G20-ის შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონაწილეობა შესაძლოა გახდეს „სერიოზული მოლაპარაკებების“ დასაწყისი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასასრულებლად.

27 სექტემბერი 2026, 10:11

რეგიონი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

დავით კოდუა

27 სექტემბერი 2026, 10:06

რეგიონი

დავით კოდუა: მჯერა, რომ შევძლებთ 27 სექტემბერი ვაქციოთ თარიღად, როდესაც ენგურის ორსავე ნაპირზე შერიგებასა და საერთო გამარჯვებას ვიზეიმებთ

ზუგდიდის მერი დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში იმყოფებოდნენ.

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 09:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება

კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

27 სექტემბერი 2026, 09:21

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

27 სექტემბერი 2026, 08:57

მსოფლიო

პარიზში რომის პაპის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. შეკრებილებს რომის პაპმა, მათ შორის, ფრანგულ ენაზე, მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და რწმენისთვის.

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უარყო ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს, ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადასცა.

27 სექტემბერი 2026, 00:47

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

27 სექტემბერი 2026, 00:41

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

27 სექტემბერი 2026, 00:37

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.