Deutsche Welle: როგორ აიცილა თავიდან საქართველომ აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქება
ფოტო: Deutsche Welle
„კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხეს ქვეყანაში აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქების თავიდან არიდება“ - სტატიას ამ სათაურით Deutsche Welle-ს რუსულენოვანი სამსახური აქვეყნებს.
ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში კავკასიაში კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია და აღნიშნავს, რომ ექსპერტები მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „აქტიური რეაგირების მაგალითს“ უწოდებენ.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ეპიდემიოლოგების დიდ ყურადღებას აღდგომის დღესასწაული იწვევდა, რადგან ღამის ლიტურგიასა და სასაფლაოებზე მასობრივი მისვლის შემთხვევაში, ეპიდემიის მკვეთრი აფეთქება გარდაუვალი ჩანდა.
„საქართველოში ეკლესია ჯარის შემდეგ ყველაზე სანდო ინსტიტუტია და მთავრობის ქმედებებზე იყო დამოკიდებული, ხალხი რელიგიას აირჩევდა თუ მედიკოსების რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა“, - წერია სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ მთავრობა პატრიარქთან ტაძრების დაკეტვის შესახებ მოლაპარაკებებს თვეზე მეტხანს უშედეგოდ აწარმოებდა, ამიტომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პატრიარქთან კონფრონტაციაზე უნდა წასულიყო ან რისკების შემცირების სხვა გზა ეპოვნა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კონფრონტაციის ვარიანტი გამორიცხულია, რადგან ეკლესიის პოზიციას ოქტომბრის არჩევნების შედეგზე პრაქტიკულად გადამწყვეტი გავლენა ექნებოდა, ამიტომ ხელისუფლება პატრიარქთან ურთიერთობას არ გააფუჭებდა.
„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ღია კონფლიქტზე არავინ წავიდოდა, რადგან ეკლესიის ავტორიტეტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია, - ამბობს ჰენრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან მაისტერი. - ამ პირობებში მთავრობამ შემოვლითი გზა იპოვა. კერძოდ - ნაბიჯ-ნაბიჯ მოქალაქეთა მობილობა შეზღუდა“, - წერს Deutsche Welle.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აღდგომამდე 1 კვირით ადრე საქართველოში 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტა, რათა ხალხი ნათესავებთან არ წასულიყო. დაიკეტა სასაფლაოები, ქალაქებში კი 5 დღით პირადი ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა, რის გამოც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების მსურველებს ტაძრებში ფეხით მისვლა და იქ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე დარჩენა მოუწიათ.
ავტორი მიიჩნევს, რომ ზომებმა გაამართლა, რადგან აღდგომიდან მეათე დღეს ქვეყანაში ინფიცირების 511 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ეს ნიშნავს, რომ მიღებულმა ზომებმა იმოქმედა, ამბობენ ექსპერტები. იმოქმედა შეზღუდვამ ადამიანის გადაადგილებაზე, ცალკეული მოძღვრების მოწოდებებმა, მედიკოსების ემოციურმა გამოსვლებმა, რომლებსაც ხელისუფლებამ რთულ სიტუაციაში აგიტატორების როლი ანდო. აპრილის ბოლო რიცხვებში პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შეზღუდვების რამდენიმე ეტაპად მოხსნის შესახებ განაცხადა“, - წერს ავტორი.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ყველა სიახლე
21 ივნისი 2026, 12:20
პოლიტიკა
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.
21 ივნისი 2026, 12:19
რეგიონი
რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა
„ქართულის“ გრან-პრი წელსაც რუსთავში დარჩა. ვულოცავ ანსამბლ „ნატოს" და ფესტივალის ყველა მონაწილეს ქართული დღეების ულამაზეს დასასრულს. 85 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენთან ერთად ამ დღეების საოცარი ატმოსფერო. მადლობას გიხდით იმ ნამდვილად ქართული ემოციისთვის, რაც ამ დღეებში ჩვენს საფესტივალო სივრცეში ტრიალებდა“, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
21 ივნისი 2026, 12:11
ტაბლოიდი
სტოუნჰენჯში წელიწადის ყველაზე გრძელი დღის დადგომა იზეიმეს☀️გალერეა
მათ მონუმენტთან ღამე გაათენეს და მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. ზაფხულის ბუნიობა არის დღე, როდესაც მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა დგას. ეს 20 ან 21 ივნისს ხდება. ზაფხული ბუნიაობას წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე ხანმოკლე ღამე ფიქსირდება.
21 ივნისი 2026, 11:37
სპორტი
გერმანია მესამე ნაკრები გახდა, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. გერმანიის ნაკრებმა კოტ-დ'ივუარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 6 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა. 40 წლის გერმანელმა მეკარემ მანუელ ნოიერმა კი რეკორდი დაამყარა გოლკიპერებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები მატჩების რაოდენობით - ეს შეხვედრა მისთვის 21-ე იყო.
21 ივნისი 2026, 11:22
მსოფლიო
სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად აქცია გაიმართა
სერბეთის ქალაქ ნოვისადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად საპროტესტო აქცია გაიმართა.
21 ივნისი 2026, 11:21
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელექტროსკუტერების ჩემპიონატი ჩატარდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტროსკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც KIU-ს სტუდენტებთან ერთად, სხვა მსურველებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს თასები და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.
21 ივნისი 2026, 11:16
მსოფლიო
ზელენსკიმ პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა
ვოლოდიმირ ზელენსკის კვალდაკვალ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს. პოლონურ ჯილდოებზე უარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმავ თქვეს.
21 ივნისი 2026, 11:15
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბეგონია გომესი კორუფციული საქმის ფიგურანტი აღმოჩნდა. მას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და კორუფციაში თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გავლენის გამოყენებას ედავებიან. მას პასპორტის ჩაბარება და სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება თვეში ორჯერ მოუწევს.
21 ივნისი 2026, 11:11
რეგიონი
ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნა
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. დღევანდელი საღამო საზეიმო კონცერტით გაგრძელდება.
21 ივნისი 2026, 11:10
ჯანდაცვა
თბილისში გოთუას ალერგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
ცენტრი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, თანამედროვე დიაგნოსტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობის მეთოდებს აერთიანებს.
21 ივნისი 2026, 11:06
რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
სტიქია კახეთში - სეტყვამ და ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის.
21 ივნისი 2026, 11:05
საზოგადოება
სკოლის ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება ხვალიდან დაიწყება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას ხვალიდან იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.
21 ივნისი 2026, 10:56
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.
21 ივნისი 2026, 10:55
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან დავით თამაზაშვილთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
21 ივნისი 2026, 10:40
მსოფლიო
ვენსმა შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებების პრიორიტეტები დაასახელა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია ამ მოლაპარაკებების სტრუქტურის შექმნა, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. განცხადება ვენსმა შვეიცარიაში გაფრენის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
21 ივნისი 2026, 10:23
მსოფლიო
მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა
თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც ლგბტქ+ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვთ, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს. წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“.
21 ივნისი 2026, 09:37
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ იქნება
ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
21 ივნისი 2026, 09:15
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: აშშ-სა და ბრიუსელს საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც მათთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ
პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი კურსი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
21 ივნისი 2026, 09:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
21 ივნისი 2026, 08:44
მსოფლიო
ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა
ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.


