imedi /  22 ივნისი 2020, 17:36 / სანდო წყარო

აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი: საქართველო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გამოირჩევა

შეინ როზენტალი

შეინ როზენტალი

აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთგულებამ ღიაობის, კარგი მმართველობისა და ძირითადი რეფორმების გატარების მიმართ, COVID-19- ის გავრცელების შეჩერებას ხელი შეუწყო.

ჟურნალ დიპლომატთან ინტერვიუში შეინ როზენტალი აცხადებს, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოში ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ მომავალს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნების ნაწილისთვის, როგორც ვხედავთ, ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე გადავლილია და შეზღუდვები საქმიანობასა და მოგზაურობაზე ნელ-ნელა იხსნება. თუმცა აღდგენას დრო დასჭირდება და დიდწილად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რა ვითარება იქნება მსოფლიოში. გლობალურად, ტურიზმი, ნელ-ნელა აღდგება და ამდენად, „V” ტიპის ეკონომიკურ აღმასვლას შეუძლებელს გახდის.

კოვიდ-19-ის შემობრუნების საშიშროება ართულებს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზირებას. წლის დასაწყისში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზი 4.6%-იანი ზრდა იყო, თუმცა, მაჩვენებელი -5%-ზე ჩამოვიდა პანდემიის პირობებში. ეკონომიკური ზრდის აღმასვლას 5.5%-მდე ველოდებით 2021 წელს, როდესაც მოიხსნება შეზღუდვები და დაიწყება ეკონომიკური ზრდა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.

ცვლილებები მოსალოდნელია პანდემიის გავლენის სრული მოცულობის და აღდგენის ტემპის გარკვევასთან ერთად. ერთი რამ კი აშკარაა - შეზღუდვების მოხსნა კოვიდ-19-ის შემობრუნების შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. სიჩქარემ შესაძლოა კიდევ უფრო შეაფერხოს პროცესი ახალი შემთხვევების ფონზე და ხაზი გადაუსვას საქართველოს მიღწევებს-ასეთი თავდადებისა და დისციპლინის ხარჯზე მიღწეულ შედეგებს“, - აღნიშნავს შეინ როზენტალი.

მისივე თქმით, საქართველომ გამორჩეულად წარმატებით უპასუხა პანდემიის გამოწვევებს.

„თავიდანვე შემოიღო ტურისტების და ჩამოსულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და შეზღუდა პირველივე შემთხვევების დაფიქსირებისთანავე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მყისიერად შეარბილა რეგულაციები და დაასტაბილურა გაცვლითი კურსი; და შედეგად, ვნახეთ კომერციული ბანკების მიერ მსესხებელთათვის გადახდების გადავადება. მთავრობა ეხმარება მოსახლეობას კომუნალური გადასახადების გადახდით, უმუშევრობისა და საპენსიო შეღავათების გაზრდით. ასევე ამოქმედდა პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის და უძრავი ქონების ბაზრის ხელშესაწყობად.

ამ ყველაფრის გაკეთება მეტწილად შესაძლებელი გახდა ფიზიკური პირებისა და ბიზნესის იდენტიფიცირების არსებული მექანიზმების მეშვეობით. მაგალითისთვის, საპენსიო სისტემის მეშვეობით მეტი დახმარების გაწევა გახდა შესაძლებელი 70 წელს გადაცილებულთათვის, ასევე გაიცა უმუშევრობის დახმარება თვით-დასაქმებულთათვის. სამომავლოდ, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად მნიშვნელოვანია ამ პროგრამების ფარგლებში გაწეული დახმარების შემცირება, და მარტივად და სწრაფად აღდგენა კოვიდ-19- ის შემობრუნების ან სხვა ეკონომიკური შოკის პირობებში“, - აცხადებს აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი.

მისივე შეფასებით, საქართველო კრიზისს მომზადებული დახვდა.

„წარმატებული მმართველობის და ღია ეკონომიკის დიდხნიანმა ისტორიამ, კერძოდ კი საჯარო ინსტიტუციების რეფორმებმა და ინვესტირებამ, ძლიერი საფუძველი შექმნა. კრიზისამდე შეიქმნა ფისკალური და სავალუტო ბუფერები ეკონომიკური შოკის შესარბილებლად, ქვეყნის ეკონომიკურმა ინსტიტუციებმა მოიხვეჭეს კომპეტენტური და ძლიერი მმართველობის რეპუტაცია. შედეგად, შესაძლებელი გახდა სესხებისა და გრანტების მობილიზება აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვათა ფინანსური ხელშეწყობის პაკეტების შემუშავება მთავრობის მიერ პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და შედეგების შესარბილებლად შემუშავებული ყოვლისმომცველი გეგმის განსახორციელებლად.

შედეგად, ადრეულმა რეაგირებამ, ეფექტიანმა ნაბიჯებმა და საქართველოს მზაობამ, გაატაროს რეფორმები, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ქვეყანა საგრძნობლად დააწინაურა აღდგენის პროცესში.

ვირუსის გავრცელების შეჩერება უმთავრესია, ვინაიდან ვირუსის შემობრუნება სერიოზულ ზიანს მიაყენებს ეკონომიკის აღდგენას და მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს, გარდა ამისა, ის სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტული და ბიზნეს მიმართულების რეპუტაციას.

ასევე უმნიშვნელოვანესია იმ სქემების მონიტორინგი და განახლება, რომელთა მეშვეობით ხდება შეჭირვებული და მოწყვლადი ჯგუფების ხელშეწყობა, მათ მიერ დახმარების მისაღებად. ეს სისტემები უმთავრესია, რათა შესაძლო ეკონომიკური დაღმავლობის პირობებში მოწყვლადი მოსახლეობა სიღარიბის ზღვარზე არ აღმოჩნდეს, და დროთა განმავლობაში ეს სისტემები შესაძლოა დაიხვეწოს, რათა ხელი შეუწყოს ფიზიკურ პირებსა თუ ბიზნესს ადაპტაციაში, მაგალითად, საჭირო ტრეინინგის მიღების გზით, კოვიდ-ის შემდგომ პერიოდში ადაპტაციისათვის.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკის მდგრადობა უნდა გაძლიერდეს სოციალური დაცვის სქემებით ისე, რომ ეს სქემები მაქსიმალურად მოქნილი და საჭიროებებზე მორგებული გახდეს, საჭიროა ინვესტირება განათლებასა და უნარების განვითარებაში ისე, რომ განათლება და უნარები დამსაქმებელთა მოთხოვნებს მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს, ასევე აუცილებელია ინვესტირება ფიზიკურ და ინსტიტუციონალურ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ეკონომიკის ხელშეწყობისთვის. ამის მიღწევა კი მინიმალური საჯარო რესურსით, პარტნიორობაზე დაყრდნობითა და კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხდეს. ბიუჯეტზე მზარდი წნეხის პირობებში, უმნიშვნელოვანესია, ყოველი ლარის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება“, - აღნიშნავს შეინ როზენტალი.


ყველა სიახლე

20 მარტი 2026, 18:56

საზოგადოება

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიჩეხ კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

თემურ ყვითელაშვილი

20 მარტი 2026, 18:45

საზოგადოება

თემურ ყვითელაშვილი: ჩვენ არ დავკარგეთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სულიერი მამა, ან სულიერო წინამძღვარი, ჩვენ დავკარგეთ არა მარტო საზოგადო მოღვაწე, ასევე ის გახლდათ ბრწყინვალე დიპლომატიც და ბრწყინვალე ხელოვანიც

ვსარგებლობ შემთხვევით და სრულიად საქართველოს მეც მინდა, ვუთხრა სამძიმარი. ჩვენგან წავიდა ისეთი განუმეორებელი ადამიანი, ყველანაირად სამაგალითო - უწმინდესი და უნეტარესი, რომელსაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცნობდი, - განაცხადა მუსიკოსმა, თემურ ყვითელაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

შერმადინ ჭკუასელი

20 მარტი 2026, 18:40

საზოგადოება

შერმადინ ჭკუასელი: პატრიარქმა ანსამბლი მიგვიპატიჟა საპატრიარქოში. დაუვიწყარი წუთები იყო. ასეთი შეფასება მოგვცა - „თქვენ აკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც ქართული ხალხური შემოქმედება ჰქვია და აკეთებთ კარგად“. ეს იყო ძალიან დიდი სტიმული

მქონდა ბედნიერება, რომ რამდენჯერმე შევხვედროდი მას, ანსამბლიც მიგვიპატიჟა რამდენიმეჯერ საპატრიარქოში და დაუვიწყარი წუთები იყო. ისეთი შეფასება მოგვცა რამდენიმე სიტყვით, რომ ალბათ უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი: „თქვენ აკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც ქართული ხალხური შემოქმედება ჰქვია და აკეთებთ კარგად“. ეს იყო ძალიან დიდი სტიმული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, შერმადინ ჭკუასელმა.

20 მარტი 2026, 18:38

საზოგადოება

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

20 მარტი 2026, 18:37

საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან

პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან,- განაცხადა დეკანოზმა თეოდორემ „დღის ქრონიკაში" პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობაზე საუბრისას.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

20 მარტი 2026, 18:27

საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქი იყო განსაცვიფრებელი კულტურის ადამიანი - პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა

„პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა. პატრიარქმა იცოდა, როდესაც ხელზე ვემთხვეოდი, მერე თვითონაც იცოდა ხელზე მთხვევა, ასეთი წარმოუდგენელი სიმდაბლე არა თუ მღვდელმთავრისგან, არამედ ეპისკოპოსიდანაც უცხოეთში იშვიათია. ჩვენ ამით ყოველთვის გამოვირჩეოდით, ეს იყო პატრიარქის სკოლა, რომელიც იყო თავმდაბლობის, უმაღლესი კულტურის. მას ადამიანებთან ურთიერთობაში უფაქიზესი ურთიერთობა ჰქონდა. ის იყო ადამიანი, რომელიც თავის თავში ღმერთს ატარებდა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

დონალდ ტრამპი

20 მარტი 2026, 18:24

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია - ლაჩრები, ჩვენ ეს გვემახსოვრება

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ჩაკ ნორისი

20 მარტი 2026, 18:20

ტაბლოიდი

მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ნორისის ოჯახმა მსახიობის Instagram გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

20 მარტი 2026, 18:19

საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: რასაც ახლა ვხედავთ, ეს ხომ საოცრებაა, ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით - მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში, თავმდაბლობაში და სიმშვიდეში

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც საქართველოს მომდევნო პატრიარქმა უნდა გაიაროს. მისი შეფასებით, მომავალ პატრიარქს ილია მეორემ გზა უკვე გაუკვალა.

20 მარტი 2026, 18:11

საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს

გლოვის დღეები რომ დასრულდება, ყველა სახლებში რომ წავალთ, გავაგრძელებთ მერე კვლავ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ, ქრისტეს გული გავუხსნათ?!, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ

20 მარტი 2026, 18:07

საზოგადოება

რომის პაპი: ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას

გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, - ნათქვამია რომის პაპ ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

20 მარტი 2026, 17:54

საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: მაქვს საკრალური ბედნიერება - მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია - დაბადება ფიზიკური და ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა

მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

20 მარტი 2026, 17:52

მსოფლიო

შვეიცარიამ ირანში ომის გამო აშშ-ში სამხედრო შეიარაღების ექსპორტი შეაჩერა

შვეიცარიის მთავრობამ ირანში მიმდინარე ომის გამო აშშ-ში სამხედრო შეიარაღების ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას შვეიცარიის მთავრობა საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

20 მარტი 2026, 17:38

რეგიონი

დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი პატრიარქზე: ძალიან მძიმე წლებში განვლო თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა, მაგრამ არაფერს შეუშინდა. სულიერად ამხნევებდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ტაძარში ღვთისმსახურებას მონასტრის წინამძღვარი უძღვებოდა. პანაშვიდი უწყვეტი გალობით წარიმართა და მას მხოლოდ მღვდელმსახურები და ბერ- მონაზვნები ესწრებოდნენ.

20 მარტი 2026, 17:34

საზოგადოება

დავით ფაცაციამ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

უდიდესია უწმინდესის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე - მაშინ, როდესაც რეპრესიული ხელისუფლების მიერ ღმერთის რწმენა და ეკლესია იდევნებოდა, სწორედ უწმინდესმა თავისი ავტორიტეტითა და სიყვარულით მოახერხა წარმოუდგენელი რამ - ღვთისკენ მოაქცია ყველა ის ადამიანი, ვინც შიშის გამო განუდგა ეკლესიას. იმდენად დიდი იყო უწმინდესის ძალა და ღმერთის ნება, რომ სწორედ მას ერგო ურწმუნო პერიოდში სრულიად საქართველოს ღვთისკენ მოქცევის - ეს უდიდესი მისია. მჯერა, რომ მისი ლოცვა კვლავაც იქნება ჩვენი ერის მფარველი და წინამძღოლი ისტორიული ერთობის აღდგენის გზაზე.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ“.

20 მარტი 2026, 17:30

მსოფლიო

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი დააკავა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსული გემი, რომელიც ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის.

იღუმენი გაბრიელი

20 მარტი 2026, 17:15

საზოგადოება

იღუმენი გაბრიელი: უმჯობესია მოქალაქეები სამძიმარზე დღეს და ხვალ მოვიდნენ, რადგან კვირას, დაკრძალვის ცერემონია როდესაც დაიწყება, ქუჩები გადატვირთული იქნება

„უკეთესი იქნება დაკრძალვის შემდგომ, 3 დღის ან ერთი კვირის შემდეგ საფლავზე მივიდეთ და პატივი მივაგოთ“, - აღნიშნა დეკანოზმა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქმა განვლო ძალიან დიდი, რთული გზა, რომელიც იყო ეკლიანი და ეს არც ერთ მის სულიერ შვილს არ აგრძნობინა“. - განაცხადა იღუმენმა.

20 მარტი 2026, 17:12

საზოგადოება

დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი: გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება

ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს, - განაცხადა დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეზე საუბრისას.

20 მარტი 2026, 17:06

საზოგადოება

სამების საპატრიარქო ტაძარი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, 24 საათის განმავლობაში ღიაა - ტაძარი, ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უკვე მესამე დღეა, ხალხით არის სავსე

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.

ჰანს კლუგე

20 მარტი 2026, 16:55

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს სამძიმრის წერილი მიიღო.